კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ასმევდა თუ არა შეგნებულად დეა გოშხეთელიანს მოძალადე ქმარი ფსიქოტროპულ წამლებს და დაკარგა თუ არა მან მეორე შვილი ქმრის ძალადობის შედეგად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი ყოფილი მეუღლე – გიგა ბაკურაძე ხონის ფსიქიატიული საავადმყოფოს დირექტორის, გოჩა ბაკურაძის შვილია. როგორც დეა ამბობს, ძალადობის შესახებ, თავის დროზე, იმიტომაც ვერ განაცხადა, რომ ქმარი ფსიქიატრიულში გამოკეტვით ემუქრებოდა.
დეა გოშხეთელიანი:
თავიდან ძალადობის ფაქტი ჩემ მიმართ, სამწუხაროდ, მაშინ მოხდა, როცა პირველ ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. მეორე ორსულობისას მუცელი მომეშალა ძალადობის გამო ნერვიულობის ფონზე. მხოლოდ მეორე ძალადობის შემდეგ მოვახერხე სამართალდამცავი ორგანოებამდე მისვლა. მანამდე მეშინოდა, რადგან ყოფილი ქმარი მემუქრებოდა, რომ მამამისთან გამომკეტავდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან ციხეში ჩამსვამდა.
– ქორწინებიდან რამდენ ხანში იძალადა პირველად თქვენზე?
– როცა სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი პირველ შვილზე. მეორედ, შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი. მაშინ დედამისს შეეხო ხელით და ყურებით ათრია. სწორედ ამ თემაზე მოგვივიდა კამათი და არც მე დამინდო. ერთხელ, ჯერ ხელი მკრა და წამაქცია, მერე კი წიხლი ჩამარტყა.  ხელი მკრა და ლოგინის კიდეზე დავეცი, თუმცა საბედნიეროდ, პირველი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მეორე – მომეშალა, როგორც გითხარით. საწოლის კიდეს რომ მიმაჯახა შვიდი თვის ფეხმძიმე, ცუდად გავხდი. თვითონაც შეეშინდა და სასწრაფო გამოიძახა. მაგრამ, რომ ნახა, გონს მოვედი და ცოტა უკეთ ვიყავი, სასწრაფოს გამოძახება გააუქმა. ვეუბნებოდი, რომ პატრულს გამოვიძახებდი, მაგრამ პასუხად ის მემუქრებოდა: არარაობად გაქცევო, თვითშეფასებას მიმდაბლებდა დამცინავი ტერმინებით. მარტო მე კი არა, ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და ოჯახის წევრს დასცინოდა. ტელეფონს მართმევდა, კარებს მიკეტავდა და ციხეში ან ფსიქიატრიულში გამოკეტვით მემუქრებოდა. არ ვიცი, რა საბაბით აპირებდა ჩემს ციხეში ჩასმას, მაგრამ ფსიქიატრიულში გამოკეტვა, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, თუ მამამისის თანამდებობას გავითვალისწინებთ. ჩემი ყოფილი მამამთილი – გოჩა ბაკურაძე ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია.
–  გარდა სიტყვიერი მუქარისა, მართლა ჰქონდა ამის მცდელობა?
– კი, ჰქონდა. უნდოდა, გაუგებარი წამლები დაელევინებინა. მითხრა, ვიტამინებია და დალიე, რაღაც ძალიან დასუსტებული ხარო. როცა ანოტაციის კითხვა დავიწყე, ჩხუბი დამიწყო და უნდობლობაში დამადანაშაულა. არადა, არანაირი ვიტამინები არ მჭირდებოდა. რატომღაც თვითონ ჩათვალა, რომ დასუსტებული ვიყავი და ძალის შესამატებლად, ეს ვითომ „ვიტამინები” მომიტანა. დედა ექიმი მყავს და ბავშვის გაჩენის შემდეგ, ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე ყოველი შემთხვევისთვის. აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი. მიუხედავად ყველაფრისა, ორი ტაბლეტი მაინც დამალევინა თავის თვალწინ. მერე ყველანაირად ვცდილობდი, მისი მიღებისგან თავი ამერიდებინა. არ ვიცი, რა პრეპარატი იყო, მაგრამ პირველივე ტაბლეტი რომ დავლიე, იმ დღეს ძალიან დიდხანს მეძინა.
– ამბობდით, მამამისისგან იღებდა ფსიქიატრიულიდან გაურკვეველ პრეპარატებსო.
– ვეჭვობ, რომ მამამისი ფსიქიატრიულიდან ფსიქოტროპულ წამლებს უგზავნიდა. ჯერ ერთი მოიტანა ქაღალდებში შეფუთული და მერე, მეორედ მოიტანა და თქვა, რეცეპტის გარეშე არ გაიცემა ეს წამლებიო. გამაფრთხილა, არავის აჩვენოო.
– ეს წამლები რისთვის უნდოდა?
– ჩემი ყოფილი მეუღლე თვითონ იყენებდა.  ძალიან აფექტური ხასიათი აქვს და ჩემი აზრით, ამას ისიც ემატება, რომ მამამისი ძალიან ცუდად „ამხნევებს” ჩემ წინააღმდეგ. ჩემი შვილი საკუთარი თვალით ხედავდა ამ ყველაფერს და ბავშვი ისტერიკულად ტიროდა. ახლა, ამ  ყველაფრის შემდეგ, ძილში ისტერიკულ ტირილს იწყებს და ვაპირებ, ფსიქოლოგს მივმართო, რომ პრობლემები არ შეექმნას. მეორე მუცელი ხომ ცემისა და ნერვიულობის ფონზე მომეშალა, როცა თავის მოკვლა სცადა.
– თვითონ რატომ სცადა თავის მოკვლა?
–  ვფიქრობ, სინამდვილეში თავის მოკვლას არ აპირებდა და ეს ყველაფერი, ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად გააკეთა. გამხსნელის ბოთლი გამოიტანა, რომელიც ნახევრად დაცლილი იყო. მითხრა, დავლიეო, ძირს დაწვა და ყვიროდა: ვაი მუცელიო. მერე ადგა და სახლიდან გაიქცა. არაფერი დამართნია. ადამიანი რომ ნახევარ ბოთლ „რასტვარიტელს” დალევს ამქვეყნად მოაბრუნებ?! იარაღითაც სცადა თვითმკვლელობა. კამათის შემდეგ სანადირო თოფი აიღო, გადატენა და პირში ჩაიდო. როცა ვიყვირე, რას აკეთებ-მეთქი, ეტყობა, გადაიფიქრა. ფაქტია, რომ თავი არ მოუკლავს. არაერთი იარაღი ჰქონდა. რვა ამოუღეს, თუმცა მე მხოლოდ ოთხი მქონდა ნანახი. ხელნაკეთი წვრილი დანაც ჰქონდა და ამბობდა, ეს ძლიერ შინაგან სისხლდენას იწვევსო.
– აქამდე ნასამართლევი ყოფილა?
– კი, 2009 წელს, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ერთ-ერთ რესტორანში იჩხუბა პოლიციასთან და გირაოთი გამოუშვეს.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– კლასელის მასწავლებლის მეგობარი იყო. ნახევარი წელი მწერდა და შემდეგ შევხვდით. შეხვედრიდან შვიდ თვეში დავქორწინდით. თავიდან ძალიან ყურადღებიანი იყო და აფექტურ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. ქორწინების შემდეგ, ძალიან მალე, ხასიათი რადიკალურად შეეცვალა და პირველად, სამი თვის ფეხმძიმეს შემეხო ხელით.
– რით იყო გამოწვეული მისი აგრესია, ხომ არ სვამდა?
– როცა სვამდა, პირიქით, ძალიან კარგ ხასიათზე იყო და სითბოს გამოხატავდა. მაგრამ, ფხიზელი, როცა ჩვეულებრივად ძალიან მშვიდად, ვსაუბრობდით რამე პრობლემაზე, უცებ აფეთქდებოდა და ჩხუბს იწყებდა. ან მგზავრობისას, უცებ თუ მოეშლებოდა ნერვები, მანქანას სწრაფად დაამუხრუჭებდა, რომ წინ თავი მიმერტყა.
– მისმა მშობლებმა იცოდნენ, რომ თქვენზე ფიზიკურად ძალადობდა?
– თავიდან არავინ იცოდა, მაგრამ მერე დედამისს ვუთხარი, მაგრამ მხარი არ დამიჭირა, ამბობდა, რომ ვიგონებდი და ჩემი არ სჯეროდა. მამამისმაც გაიგო და მე მაგინა, მლანძღა. დაიჯერა, რომ მისი შვილი ამის გამკეთებელი იყო, მაგრამ მე დამადანაშაულა, გამოიწვევდიო.
– თქვენმა მშობლებმა არ იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ?
– მეორე ბავშვზე ფეხმძიმობისას, ცუდად ვიყავი, ჰაიმორიტი მქონდა. ქმარმა კი სახლიდან გამომაგდო იმის გამო, პერანგი ვერ გავუუთოვე, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი. თბილისში მარტო ვცხოვრობდით. მშობლები ქუთაისში იყვნენ და ეს რომ გაიგეს, იმდღესვე წამიყვანეს. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. წამიყვანეს და ქუთაისში მიმკურნალეს. სანამ ცუდად ვიყავი, ჩემი ამბავი არ უკითხავს და რომ გამოვკეთდი, მერე ჩამოვიდა, ბოდიშები მიხადა და შერიგება მთხოვა.
–  შეურიგდით?
– სამწუხაროდ, კი. ეს ისევ და ისევ შვილის გამო გავაკეთე. თან, დედამთილიც სრულ მხარდაჭერას მიცხადებდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა. მშობლებისთვის არ მითქვამს, რომ ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე. შერიგებიდან ერთი თვის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა ისევ აირია. საბოლოოდ, დაშორება მაშინ გადავწყვიტე, რაც ეჭვი გამიჩნდა, რომ საყვარელი ჰყავდა. ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს მეტყველებდა. ამ ქალის ვინაობაც დავადგინე. თავად გამაცნო, როგორც ოჯახის მეგობარი. ვუთხარი, რომ ჩემსა და საყვარელს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მიპასუხა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, რის შემდეგაც გაშორება გადავწყვიტე. ჩემი ბარგი ჩავალაგე და წერილი დავუწერე. წასვლას ვაპირებდი, მომისწრო და სახლიდან არ მიშვებდა. ტელეფონი წამართვა, კარი ჩამიკეტა და მცემა. მაგრამ, მისივე ტელეფონით მაინც მოვახერხე პატრულში დარეკვა. ეს რომ გაიგო, მაშინვე დამშვიდდა და გამომიცხადა, რომ სახლიდან წავსულიყავი. დედაჩემს დაურეკა, ვერ ვხვდები, თქვენს შვილს რა სჭირსო და რა თქმა უნდა, ჩემი ცემის ფაქტი უარყო. წამოვედი, მაგრამ შემდეგ ისევ ცდილობდა შერიგებას. მეუბნებოდა, შენზე მეტად არავინ მყვარებიაო და ქმარს გაშორებულ ხალხს დასცინოდა. ქმართან დაშორების შემდეგ, რა რეპუტაცია გექნებაო, ამბობდა.
– მის წინააღმდეგ როდის შეიტანეთ საჩივარი ძალადობის გამო?
– დაშორებიდან ექვსი თვის შემდეგ. 3 იანვარს სახლში შემომივარდა და მე და მამაჩემი გვცემა. სამში ბავშვის წასაყვანად უნდა მოსულიყო და ამასთან დაკავშირებით მწერდა, რა დროსაც, შეურაცხყოფა მომაყენა. მითხრა, რომ „სიურპრიზს” მიმზადებდა. შემეშინდა და გადავწყვიტე, მეგობართან წავსულიყავი, მაგრამ ვერ გავასწარი. ბავშვს ვაცმევდი, უცებ რომ შემოვიდა სახლში. მამაჩემს თვალებს შუა დაარტყა, რომ ნოკაუტში ჩაეგდო. ყოფილი სპორტსმენია და ეს კარგად იცის. მამაჩემმა გონება დაკარგა და დივანზე დავარდა. შედგა და გულწასულ კაცს ურტყამდა. მე მუშტი დამარტყა.
– სახელმწიფო უმაგრებს ზურგსო, თქვით. რა აკავშირებს მამა-შვილს მაღალი თანამდებობის პირებთან?
– ამას თავად მამამისისა და მისი ძმაკაცების გავლენით ტრაბახობდა. ჯეჯელავას და სხვა მინისტრებს ახსენებდა. მათი თქმით, გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ. როცა მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე ძალადობის გამო, დააპატიმრეს, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ, განაჩენის გამოტანამდე გაათავისუფლეს, რაც  ჩემს უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს. სადმე რომ დამხვედროდა, იარაღით მომვარდნოდა და მოვეკალი, ამისგან დაზღვეული არ ვიყავი. კარგად მახსოვდა, რომ ჩემს უნივერსიტეტში სამი წლის წინ, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამის გამოც, უფრო მეტად მეშინოდა. ამიტომ, ძალიან სამართლიანად მიმაჩნია, რომ დღეს დააპატიმრეს და განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იქნება. მამამისმა განაცხადა, რომ შვილის საქციელს არ ამართლებდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ჩემი პროვოცირებული იყო; თურმე, მისი შვილი რომ სახლში მომივარდა და ჯერ მე მცემა, შემდეგ კი მამაჩემი, ეს თავდაცვა ყოფილა მისი მხრიდან.
ბრალდებებზე პასუხის გასაცემად ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორ – გოჩა ბაკურაძეს დავუკავშირდით. მან რამდენჯერმე გადაგვიდო საუბარი, შემდეგ კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა – ავტორი.
скачать dle 11.3