კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ გაბედნიერდა ლიკა ყაზბეგი მეუღლესთან დაშორებით და მართლა უჩივლა თუ არა მას დედამთილმა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ყველას კარგად ახსოვს ლიკა ყაზბეგის არაორდინარული სიყვარულის ისტორია. მისი ციხეში პატიმარზე ქორწინება ბევრისთვის უჩვეულო იყო. ზოგს არ სჯეროდა და პიარის ნაწილად მიიჩნევდა, ზოგიც – გმირად მოიხსენიებდა. თავდავიწყებით შეყვარებულ  ლიკას კი მიაჩნდა, რომ ცხოვრების სიყვარული და ბედნიერება იპოვა. თუმცა, ეს სიყვარული ისე დასრულდა, მისი მეუღლე ჯერ ციხიდანაც არ გამოსულა...
ლიკა ყაზბეგი:
ჩვენს ოჯახში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ წელს. ოჯახის ორი წევრი გავბედნიერდით – მე და ჩემი დისშვილი, ბალერინა თათა ჯაში – მე განქორწინებით, ჩემი დისშვილი კი – ქორწინებით. ჩემი სიძეების შესანიშნავ სამეულს, კიდევ ერთი კარგი ადამიანი შეემატა. რაც შეეხება პროფესიას,  მთელი 11 თვე  ვმუშაობდი და ვამზადებდი საიუბილეო პროექტს. „წარმატებული ქალი პოდიუმზე”. დეკემბერში დიდი ჩვენების მოწყობას ვგეგმავდი, მაგრამ ხელი შემეშალა. ჯერ არ მქონია ისეთი წელი, რომ ჩვენება არ გამეკეთებინოს. „წარმატებული ქალი პოდიუმზე” უკვე 10 წელს ითვლის.  ყველაფერი მზად მქონდა და იანვრამდე მინდოდა ჩამეტარებინა... ეს დროებითი დაბრკოლებაა – ყოველი დაღმასვლის მერე, უფრო დიდი სისწრაფით მაღლა ავდივარ ხოლმე.
–   პროექტის ჩაშლის მიზეზი ყოფილი დედამთილი ხომ არ არის? დიდი გამოხმაურება ჰქონდა თქვენს პოსტს „ფეისბუქზე.” ბევრისთვის გაურკვეველი დარჩა ხუმრობდით, თუ მართლა იყავით პოლიციაში დედამთილის ჩივილის გამო?
–  ჩემი სტატუსები ორაზროვანია, იმიტომ რომ, ჯერ კიდევ ვინდობ მათ, ამდენი რომ ავნეს ჩემს ოჯახს. ზოგჯერ საკუთარი თავის მეშინია. არ მინდა, კონტროლი დავკარგო და ისე გავაკეთო, რომ მეც დავზარალდე და სხვაც საშინელ დღეში ჩავარდეს.  ყველაფერს ვერ გათვლი, ვერ გაზომავ, როცა ემოცია შენზე ძლიერია. თან, მოხევე ვარ, ცხელი სისხლი მაქვს და პერიოდულად, საკუთარი თავისთვისაც კი საშიში ვხდები (იცინის),  ამის დასტურია თუნდაც ის, რაც 2013 წლის 14 თებერვალს გავაკეთე.   ეს ერთადერთი რამაა, რასაც ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს – ციხეში დაქორწინებას.  არ ვთქვი „არა” მაშინ, როცა უნდა მეთქვა.... სხვათა შორის, ბედის ირონიით, ჩემი ყოფილი მეუღლე ხშირად მეუბნებოდა,  უარის თქმა ისწავლეო.  კარგი იქნებოდა,  „არას” თქმის ხელოვნება მანამდე შემძლებოდა. უპირველესად, მას ვეტყოდი უარს ცოლად გაყოლაზე.
–  მაგრამ, მაშინ ხომ არ ფიქრობდით, რომ თქვენი ქორწინება ასე დასრულდებოდა, რატომ ეტყოდით უარს?
 –  ჩემი ყოფილი მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტი არაა, მაგრამ ეს სამყარო უცხო არ არის მისთვის – ქუჩა, ჩხუბი, გარჩევები. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი ბევრი სხვა რამ,  რასაც ჩემი ყოფილი მული და დედამთილი მარიდებდნენ. სანამ ხელს მოვაწერდით,  რამდენიმე ადამიანმა მოინდომა ჩემი გაფრთხილება.  ძალიან დავრბკოლდი და მას ვუთხარი ყველაფერი, რაც მითხრეს, რასაც წერდნენ ინტერნეტში. ყველაფერი გამიბათილა. მიყვებოდა, თუ რამდენი მტერი ჰყავს, რამდენს შურს მისი და ასე შემდეგ... მაინც ძალიან აფორიქებული ვიყავი. უკვე ქორწილის დღე იყო დანიშნული – უამრავი რამ მოგვარებული, გამზადებული,  გიორგის ყველა მეგობარმა იცოდა, რომ ცოლად მივყვებოდი და ამ დროს, პატარძალი, არ მისულიყო, ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა.... მისთვის ცუდი. ყველას დასაცინი გახდებოდა.  დიდ საყვედურს ეტყოდნენ, ალბათ, სამსახურში ლალი მოროშკინასაც, რომელმაც ყველაფერზე იზრუნა, დაიხარჯა, შეყარა  პრესა, ტელევიზია... არის ცხოვრებაში სიტუაცია, როდესაც ხათრი, მორიდება, უხერხულობა, უნდა დაივიწყო, გადარჩე და შენ ირგვლივაც მრავალი გადაარჩინო. მე კი, სამწუხაროდ, სხვისი კეთილდღეობისთვის საკუთარი თავიც გავწირე და ბევრი ჩემი კეთილისმყოფელიც. არასდროს დამავიწყდება, ჩემი ბავშვობის მეგობარი – ქეთი ბეჟიაშვილი,  როგორ მირეკავდა განუწყვეტლივ,   მთხოვდა, მემუდარებოდა: არ წავსულიყავი გიორგისთან,  არ გადამედგა ასეთი გიჟური  ნაბიჯი. ქეთი დოლიძის ქუჩაზე ცხოვრობდა და როგორც მოგვიანებით გავიგე, როგორც საბურთალოელმა, მაშინ ბევრი რამ იცოდა და ბევრი რამ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი ჩემს დაქალს,  მე კი ტელეფონი გავთიშე. ჩემი ყოფილი მეუღლე ყველაფერს გრძნობდა და ხვდებოდა.   ხელის მოწერის წინ   დამირეკა და ისეთი დასკვნა გამოვიტანე: თავს არ იცოცხლებდა თუ ცოლად არ გავყვებოდი.  ჩემი საქციელით, თუ ვიღაცას გავაუბედურებდი, ამ ცოდვით ვერ ვიცხოვრებდი და წავედი. წავედი იქ, სადაც აღარ მინდოდა წასვლა. „ჰო“ ვთქვი იქ, სადაც „არა” იყო სათქმელი –  დიდი  „არა.” ამ წელს ბევრი განსაცდელი მქონდა, რომელიც კვლავ გრძელდება.
 –  რამ გააჩინა თქვენს ოჯახში ბზარი – რატომ დაშორდით ერთმანეთს?
– 
ბზარი თავიდანვე  გაჩნდა, იმ წუთიდან, როცა პირველად ჩაერივნენ ჩვენს ურთიერთობაში მული და დედამთილი.   არასდროს დამავიწყდება, ახალი გათხოვილი ვიყავი და დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი მირეკავს. მეუბნება, ალბათ შენი დედამთილი და მული ხელისგულზე გატარებენო.   მაშინ არ მითქვამს, თუ რეალურად როგორ მატარებდა ხელის გულზე ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახი. მათ ახლობლებს ხშირად უთქვამთ, იმდენი რამ გადაუტანიათ, არაფერი მოეკითხებათო. არ ვფიქრობ ასე!  მე თუ ცხოვრებით უკმაყოფილო ვარ, სხვა რა შუაშია.  სხვებზე რატომ უნდა ვიყარო ჯავრი. ეს ჩემთვის გაუგებარია და დიდ ცოდვად მივიჩნევ. ასე არასდროს არაფერი მინანია, ჩემს  ქორწინებას ვგულისხმობ.  ძალიან განვიცადე, როდესაც გავიგე, რომ ბევრ გოგოს მივეცი სტიმული და გამბედაობა, რომ ის სახიფათო ნაბიჯი გადაედგა, რაც მე გავაკეთე. მშობლებისგან დიდ წინააღმდეგობას რომ აწყდებოდნენ, ჩემი მაგალითით. ისინიც ჩემსავით ისეთ ადამიანს უკავშირებდნენ ბედს, როგორსაც მე დავუკავშირე. მშობლებს არწმუნებდნენ, რომ  ისინიც ბედნიერები იქნებოდნენ.  მე კი არ ვიყავი ბედნიერი.... და ეს არავინ იცოდა. ამის მერე,  ადვილად იყოლიებდნენ ოჯახის წევრებს. ისიც გავიგე, რომ ძალიან მალე  მიხვდნენ, რომ  სხვისი მიბაძვით არაფერი არ უნდა გააკეთო.  ისე გამოვიდა, რომ, ჩემდა უნებურად, ცოდვაში ჩავდგი ფეხი. ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა და გადავწყვიტე, პირველად, საჯაროდ მეთქვა, რომ აღარ ვიმყოფებოდი ქორწინებაში. თან მივხვდი, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე არ ამხელდა ჩვენი დაშორების ამბავს. მირეკავდნენ მისი მეგობრები და არ იცოდნენ, რომ განქორწინებულები ვიყავით.
 –  ყველას ახსოვს თქვენი  არაორდინარული ქორწინების ამბავი. ბევრმა გმირად შეგრაცხათ და ზოგისთვის შოკი იყო,  ზოგს კი, პიარი  ეგონა ეს ყველაფერი....
–  ჩემთვის რომ ანტიპიარი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაშინვე ვიცოდი, მაგრამ იმ ქალთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ოჯახსა და ქმარ-შვილს კარიერას რომ ამჯობინებს. მეგონა, ბედნიერი ვიქნებოდი და აღარ  გავუწიე წინააღმდეგობა  ჩვენს მეჯვარე, ლალი მოროშკინას, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულებაში მუშაობდა. მოგვიანებით სამინისტრომ ბუკლეტი გამოუშვა, სადაც ჩვენი ფოტოები განათავსეს. ჩემი მეუღლე ჟანა დარკს მეძახდა. ჩემი ჟანა დარკი ვიპოვეო წერდა წერილში ჩემზე. გმირობის კი, რა მოგახსენოთ. ჩემი აზრით, გმირი ის ქალია, ვინც შვილს ღირსეულ ადამიანად ზრდის.  დაბადებიდან მის გვერდზეა, არ მიატოვებს და სწორ ფასეულობებს უყალიბებს. პირად ბედნიერებას შვილი ურჩევნია. ასეთი ქალია ჩემთვის გმირი.   რამდენ მის „კოლეგას” დაურეკავს  (ჩემს ყოფილ მეუღლეს ვგულისხმობ) მაშინ, ჩვენ ცოლებმა მიგვატოვეს, შენ კი იმ დროს დაუდექიო გვერდში გიორგის, როცა ყველაზე მეტად უჭირდა. ჩემპიონი გოგო ხარო, ახლა მეღიმება ამ ყველაფერზე. ამოტრიალებული ქვიშის საათი ხომ გინახავთ, ასეა დღეს ჩემი შეხედულებები და ფიქრები. არცერთ მის მეგობართან და ნათესავთან აღარ მაქვს დღეს ურთიერთობა, შვიდი ადამიანის გარდა.
 –  თქვენი მეჯვარე, ლალი მოროშკინას პოზიცია საინტერესოა ამ ყველაფერზე...
–   მოროშკინას და ჩემი ყოფილი მეუღლეები დიდი ხნის მეგობრები არიან. მათ მსგავსი მენტალობა აქვთ, ერთნაირი წარსული და აწმყო. მათი მომავალიც განსაზღვრულია რა თქმა უნდა.  მე და ლალი ერთი პლანეტიდან ვართ. ჩვენი ყოფილი მეუღლეები კი სხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან. დღემდე არ ვიცი ეს სხვადასხვა რეგისტრის ადამიანები  რატომ შევხვდით ერთმანეთს. ორივემ ვიცით, რომ დიდი შეცდომა დავუშვით და ვცდილობთ, ცხოვრების ძველ კალაპოტს დავუბრუნდეთ.   ლალიმ უფრო ადვილად  და მალე შეძლო ეს, რადგან ის ჩემზე ბევრად ძლიერია.   
–  როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე მალე გამოდის ციხიდან. არის შანსი, რომ შერიგდეთ?
– ეს შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მე  უკვე მყავს გვერდით ადამიანი, რომელთანაც დაცულად და მშვიდად ვგრძნობ თავს, რაც არ მქონდა ქორწინებაში ყოფნისას. ქალისთვის ამ მნიშვნელოვან და ძვირფას მდგომარეობას ვერავის გამო ვერ დავთმობ.
– არასოდეს თქვა, არასოდეს...
–  ამ შემთხვევაში ითქმება... არც მეგობრობა გამოვა. მე მყავს მთელი არმია ნამდვილი, უღალატო, ერთგული, სამართლიანი და გვერდში მდგომი მეგობრებისა....  ის ჩვენს რიგებში ვერ იქნება. ესეც არ იყოს, ჩემთან მოახლოება აკრძალული აქვს და ვერ გარისკავს.   
скачать dle 11.3