კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ იმატა პაციენტების რიცხვმა ყურის ჩხირების გამოსვლის შემდეგ და როგორ აქვეითებს სმენას გლანდები და პოლიპები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ყურის საწმენდი ჩხირების გამო, პატარებს და ასევე, ზრდასრულებს, სულ უფრო ხშირად უჩნდებათ საცობები ყურებში. ეს იწვევს ტკივილს და სმენის დაქვეითებას, ყურის ინფექციებს და სერიოზულ დაზიანებებს. ასევე, რესტორნები და ბარებიც საშიშია ყურის დაზიანების მხრივ – ხმამაღალმა მუსიკამ სმენა შეიძლება, ერთი საღამოს განმავლობაშიც კი დაგვიქვეითოს. რა სიხშირით უნდა მოვიხმაროთ ყურის ჩხირები და როგორ ავირიდოთ ყურის დაზიანებები, გვესაუბრა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის“ დირექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი –  შოთა ჯაფარიძე.
შოთა ჯაფარიძე:
ურთულესია ყური, როგორც ორგანო, თავისი სტრუქტურით. ძირითადად, საჭიროა: გარეთა სასმენი მილის ნორმალური მოვლა, დაფის აპკის ტრავმის თავიდან აცილება, ცხვირ-ხახის სიჯანსაღე და აკუსტიკური ტრავმა. ხმამაღლა ვამბობ და ყველამ უნდა იცოდეს, არ შეიძლება, ყურის ხშირი წმენდა. სანამ ყურის საწმენდები გამოვიდოდა, ასანთის ღერზე ახვევდნენ ბამბას და ისე წმენდნენ გარეთა სასმენ მილს. სწორედ, ამ მილში რჩებოდა ბამბა, შემდეგ კიდევ იწმენდნენ, აწვებოდნენ და გარეთა სასმენ მილს აზიანებდნენ, რაც საკმაოდ რთულ ოპერაციას საჭიროებს. რაც ყურის საწმენდი ჩხირები გამოვიდა, პაციენტთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
– რა სიხშირით შეიძლება, გამოვიყენოთ ყურის საწმენდი ჩხირები ბავშვებში?
– ბევრ დედას ჰგონია, რომ ხშირად უნდა გამოიყენოს ჰიგიენური, ბამბის ყურსაწმენდი. ძალიან კარგია, ეს ყურსაწმენდი რომ გამოვიდა, მაგრამ ყურში თუ გოგირდის საცობი არ არის, მაშინ ყურსაწმენდი არ გვჭირდება. ცოტა მოზრდილი ბავშვი კიდევ გეტყვის, დედა მტკივაო, მაგრამ პატარა – ვერა. ხშირად მინახავს, რომ ამ ყურის საწმენდი ჩხირებით დაფის აპკი დაუზიანებიათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩემს პაციენტს ვეუბნები, ყურის საწმენდებით ხშირი წმენდით, გარდა ტრავმირებისა, გარეთა სასმენი მილის კანიც სქელდება და ანთებადი ხდება. ამის გარდა, ყურში შეაქვს ინფექციები, სოკო, რაც საშინელი ქავილით ვლინდება და რომლის მორჩენა უდიდესი პრობლემაა. მით უმეტეს, თუ ეს პერფორირებული ყურის აპკია, რომელიც საშინლად ძნელი მოსარჩენია. ეს ყველაფერი კი ხდება პაციენტის არასწორი მოპყრობით საკუთარი თავისადმი. კიდევ კარგი, რომ ბუნებამ ისე კარგად შექმნა ადამიანი, გარეთა სასმენი მილი თოფის ლულასავით პირდაპირი არ არის. ცოტა მოხრილია და დედა იქნება თუ სხვა, ვერ ახერხებს, პირდაპირ გაწმინდოს. ამიტომ, დაფის აპკი შედარებით დაცულია. დიდები ძალიან აშავებენ ბავშვებთან – აბა, ყოველდღე ხეხე ხელი ერთსა და იმავე ადგილას – იქ წავა დერმატიტი, კანის ანთება. ყური, მით უმეტეს, ძალიან ნაზია – მილი სქელდება, ვიწროვდება და ხანდახან შეიძლება, სტენოზიც გამოიწვიოს. მინდა ვთქვა, რომ თუ არის გოგირდი, მიგრაციით თვითონ გამოდის გარეთ და მშობლებმა შვილს ყური ოდნავ, შესასვლელში უნდა გაუწმინდონ თვეში ერთხელ. ყველას ჰყავს ოჯახის ექიმი, რომელთაც აქვთ ოტოსკოპი. შეამოწმებს და ნახავს, არის გასაწმენდი თუ არა. ასევე, არც მოზრდილებში შეიძლება,  ყურის წმენდა ყოველდღიურად.
– ბანაობის დროს როგორ უნდა მოვუაროთ ყურს?
– თუ არ არის დაზიანებული დაფის აპკი, არაფრის ჩადება არ სჭირდება ყურს ბანაობისას. თუ დაზიანებულია, ბანაობის დროს ვაზელინიანი ბამბა უნდა ჩაიდონ ყურის ნიჟარაში. თუ ნორმალური ყურებია, ჩვეულებრივად აბანავეთ ბავშვი, პირსახოცით გაამშრალეთ და ნუ აწვალებთ. ჩემი მეგობარი, დოცენტი, ძლიერი ყურის ქირურგი, ორ თვეში ერთხელ იწმენდს ყურს. მე – თვეში ერთხელ, რადგან ვიცით, რომ ყურს არ უნდა ხშირი წვალება. მე არ დავდივარ აუზზე, მაგრამ ის ჩემი მეგობარი ყოველდღე აუზშია. გამოდის, გადაივლებს წყალს და რამდენზედაც პირსახოცი შედის იმდენზე გამოიმშრალებს. ტელევიზიებშიც ბევრჯერ მილაპარაკია, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას – მაინც მიძვრებიან და ძალიან ცუდად იქცევიან. შევთანხმდეთ ამაზე, რომ ყურს არ უნდა ყოველდღიური წმენდა. ეს არის ის, რაც დედებმა უნდა იცოდნენ. გექავებათ ყური? დაადეთ ყურის ნიჟარას ხელი და ისე მოიქავეთ. ნუ შეძვრებით სასმენ მილში ხშირად. მიდით ექიმთან.
– გოგირდის გამოყოფა ყველა ადამიანში ერთნაირი რაოდენობით ხდება?
– რაც შეეხება გოგირდს, ზოგს ბევრი გოგირდი გამოეყოფა, ზოგს საერთოდ არა. ნუ ეწყინებათ პოლიკლინიკის ექიმებს და ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ ის დრო წავიდა, როცა ეუბნებოდნენ, სოდა ჩაიწვეთე და მერე ჟანეშ შპრიცით რეცხავდნენ. ჟანეშ შპირიცით გამორეცხვის დრო წავიდა. ამიტომ, კეთილი ინებონ და პოლიკლინიკებმა ელექტროგამწოვი შეიძინონ. არსებობს დამარბილებელი „ბორაციდი“. რომ დაინახავს ოპტოსკოპით ექიმი, ბავშვს გოგირდი აქვს, ჟანეშ შპრიცი კი არ უნდა გამოიყენოს, გამოუწეროს ბორაციდი. დედა ყოველდღე აწვეთებს დასარბილებლად და მერე მაინც გამწოვით უნდა გამოქაჩოს. აი, ასე უნდა გააკეთონ მშობლებმაც და ექიმებმაც.
– რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებში ნაადრევად არ განვითარდეს ყურის დაზიანება?
– უფლისგან სწორად არის ადამიანი აწყობილი. ცხვირიდან ხდება აერაცია დაფის ღრუში. სმენა რომ ნორმალური იყოს, დაფის ღრუს და გარეთა ატმოსფერული წნევა ერთნაირი უნდა იყოს. დამთქნარების, ჭამის, სუნთქვის დროს, დღე-ღამეში ათასი ჰაერის ულუფა გადადის და ის ამას არეგულირებს. თუ ბავშვს ცხვირ-ხახა მოწესრიგებული არ აქვს, ძალიან ხშირია ცხვირ-ხახის გადიდებული ადენოიდები, ეგრეთ წოდებული, პოლიპები, ასევე, ჰიპერტროფიული, გადიდებული ტონზილები, იგივე გლანდები. ცხვირ-ხახაში ძალიან გადიდებული ჰიპერტროფიული ადენოიდები იწვევს ევსტახის მილების დახშვას. დარღვეულია აერაცია, ატმოსფერული წნევა გაიშვიათებულია და ხდება ტრანსულდაცია, ექსუდაცია, ექსუდატი, ანუ სითხე გროვდება ყურში. ამას სჭირდება ექიმთან მისვლა და ადენოტომია, ცხვირში ადენოიდების, ანუ გლანდების, მოცილება. ყურში სითხე არის თუ არ არის, სპეციალიზირებულ კლინიკებში უნდა მივიდნენ და გამოკვლევა იქ გაიკეთონ. პოლიკლინიკა ამ გამოკვლევას ვერ გააკეთებს.
– ხშირია ყურის აკუსტიკური ტრავმა?
–  აკუსტიკური ტრავმა საშიშია ხანშიშესულებისა და ბავშვებისთვის. დიდი აფეთქება თუა, აკუსტიკური ტრავმა  ყურის ბარაბანსაც დააზიანებს. მე მინახავს, რომ პაციენტი მჯდარა ნორმალური სმენით ძალიან ახლოს დინამიკთან და მეორე დღეს მოსულა დავარდნილი სმენით – 70-80 პროცენტამდე. მე მაგათ  პირდაპირ ოტორინონევროლოგებთან ვუშვებ. თუ ორ კვირაში, გადასხმებითა და მკურნალობით ვერ აღადგენენ, რჩება ასევე. აკუსტიკური ტრავმა საქართველოში შეიძლება, მიიღოთ ყველგან და ყველაფერში – რესტორნებში, დისკოთეკებზე, კაზინოებში, ქუჩებში, სახლებში და ასე შემდეგ. დეციბალების არანაირი კონტროლი არ არსებობს. ძალიან ხშირად მივსულვარ, მითქვამს – ყურის პროფესორი ვარ, დაუწიეთ მუსიკას, მაგრამ არავის ესმის.
– როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ყურში მწერი შეუფრინდა?
– ყურში თუ მწერი შევიდა, მშობელმა უნდა იცოდეს, ბავშვის ყურის დაფის აპკი მთელია თუ არა. თუ მთელია, გადმოატრიალოს, სპირტი ჩაასხას პირდაპირ. სპირტი დაათრობს ან მოკლავს მწერს, მაგრამ თუ არ არის დარწმუნებული, რომ დაფის აპკი მთელია, მაშინ ბავშვი ექიმთან უნდა მიიყვანოს.
скачать dle 11.3