კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№3 ვისთან ერთად მოიწყო კანარის კუნძულებზე დაუვიწყარი დასვენება ანი სირაძემ და ვინ დაეხმარა მას, შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, რთული პერიოდის გადალახვაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

2017 წელს ანი სირაძის ცხოვრებაში ბევრი ცუდი და იმავდროულად, ბევრი კარგი რამ მოხდა. განსაკუთრებულად კარგი კი კანარის კუნძულებზე გატარებული დაუვიწყარი დღეები იყო, რაც ანის ბევრი რამის დავიწყებაში დაეხმარა.
ანი სირაძე:
კარიერის მხრივ, საკმაოდ წარმატებული იყო გასული წელი. ბევრ კარგ პროექტში მივიღე მონაწილეობა. დამრჩა  ბატონი მამუკა ჩარკვიანის ძალიან კარგი სიმღერა. მქონდა ორი  დაუვიწყარი მოგზაურობა ავსტრიასა და კანარის კუნძულებზე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი გავიარე. დავკარგე ორი ყველაზე ახლო მეგობარი და სამწუხაროა, რომ 20 წლის შემდეგ მივხვდი, რომ თურმე ის არ ყოფილა ჩემი მეგობარი.
– რას გულისხმობ?
– ასე ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ ვიტყვი, ამდენი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ზოგი არ გამოდგა ისეთი, როგორიც მეგონა. ეს იყო ჩემთვის ძალიან მტკივნეული, რადგან საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ არის იოლი. თან, თუ მას ამდენი წელია, ენდობი. მაგრამ, არა უშავს, ყველაფერი ცუდი 2017 წელს გავატანე.
– ადვილად გაუშვი ისინი შენი ცხოვრებიდან?
– პირდაპირ. ერთს გაუაზრებლად მოუვიდა, მაგრამ მეორეს ნაბიჯები აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა. პატარა ფრაგმენტს მოგიყვებით: ჩვენ ერთად გავიზარდეთ, რადგან დედებიც მეგობრობდნენ. გოგოს, რომელიც ჩემით ამაყობდა, ჩემს ახალ კლიპებზე, წარმატებებზე ცრემლები სდიოდა, მომიტრიალდა და მითხრა: ჩემი დაქალი რომ არ ყოფილიყავი, საერთოდ არ მეცოდინებოდა, ანი სირაძე რომ არსებობსო. აქედან გამომდინარე, თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, როგორი ტკივილი მივიღე.
– როგორ გადალახე ეს ყველაფერი?
– ისევ მეგობრების დახმარებით და კიდევ დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ბიძაჩემს, თემო აფხაიძეს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგად

ვყოფილიყავი. მას სახლი აქვს ავსტრიაში და კანარის კუნძულებზე, სადაც წამიყვანა და ძალიან კარგად გავერთეთ. 6 თვის განმავლობაში ორჯერ გავფრინდი, თან, თითო თვე ვრჩებოდი. პირველად დასასვენებლად წავედი და საქართველოში რომ ჩამოვედი, ისე ამერია ყველაფერი, უკან დაბრუნება მომიწია. პირველად ვიყავი ვენაში. ძალიან მიყვარს ატრაქციონები, სადაც კარგად გავერთე. ბრუნო მარსის კონცერტზეც ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მე მისი მსმენელი არ ვარ. ძალიან ბევრი მომღერლის კონცერტს დავსწრებივარ  და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო. კონცერტის შემდეგ გავფრინდით კანარის კუნძულებზე.
– იქ როგორ დაისვენე?
– კაფე „დელ მარია“ კანარის კუნძულებზე, სადაც ბიძაჩემს თავისი მაგიდა აქვს – 13 ნომერი უყვარს ძალიან. იქ ხშირად მივდიოდით, ძალიან კარგი შოუ-პროგრამებია. ასევე, ჩავდიოდით დედაქალაქში პარასკევს, შაბათს, კვირას დისკოთეკებზე. იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. თან, ბიძაჩემს თეთრი „პორშეს“ ორკაციანი „კაბრიოლეტი“ ჰყავს და მანქანა რომ გამოდიოდა, ყველამ იცოდა, ჩვენ სადღაც მივდიოდით. ფანტასტიკური დასვენება გამომივიდა. დაუვიწყარი დღეები გავატარე. შოპოჰოლიკი ვარ – ასეთი დაავადება მჭირს, სულ შოპინგზე ვარ. სასტუმროდან რომ გამოდიხარ, წინ უზარმაზარი სანაპიროა და მის ჩაყოლებაზე სხვადასხვა ბრენდის მაღაზიებია, აბსოლუტურად ყველა. შუადღის სეირნობა მაღაზიებში მიწევდა. „დისნეიზე“ ვარ სასწაულად ჩაციკლული. ბავშვი რომ ვიყავი, არ მიყვარდა და ახლა ძალიან მიყვარს. დედაქალაქში „დისნეის“ დიდი მაღაზიაა, რომ გავეკარი ვიტრინას, ვეღარ ჩამომხსნეს.
– მოკლედ, მშვენიერი დასვენება გამოგივიდა.
– კი. პირველადაც ძალიან კარგად დავისვენე, მაგრამ რომ დავბრუნდი საქართველოში, ეტყობა, ვერ მოინელეს და არ შემარგეს. გარდა იმისა, რომ დავკარგე უახლოესი მეგობარი, დავშორდი შეყვარებულს. ჯერ იყო დაქალი, რომლის მეჯვარეობაზეც უარი ვთქვი, რადგან ჩვენი ურთიერთობა უკვე ძალიან დაიძაბა. ამის გამო, რაც მთელი 20 წლის განმავლობაში გულში ჰქონდა, ყველაფერი პირში მომახალა. ასეთი ქვეტექსტიც იყო: არ ჰყავთ ანი სირაძე, მაგრამ როგორმე მაინც იხდიან ქორწილსო.
– შეიძლება, გაბრაზებულ გულზე გითხრა ეს ყველაფერი.
– არა, არა, რადგან მას მერე, საკმარისი დრო ჰქონდა ყველაფრისთვის.

– რატომ დაშორდი შეყვარებულს?
– ერთ ენაზე ვერ ვსაუბრობდით. როდესაც სიყვარული ტანჯვაში გადადის, თან, იმ დონემდე, რომ არის ერთმანეთის შეურაცხყოფა, სამ დღეში ერთხელ ჩხუბი, ეს უკვე აღარ არის ბედნიერება. აქედან გამომდინარე, ეს ნაბიჯი გადავდგი მე – დავსვი წერტილი. რა თქმა უნდა, არ ყოფილა ადვილი, რადგან ვისი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, განშორება ადვილი არ არის. მეგონა, სხვანაირი პიროვნება იყო, მაგრამ დაშორების შემდეგ, საერთოდ სხვა ადამიანი შემრჩა ხელში. როცა რაღაც ურთიერთობა მთავრდება, მის შესანარჩუნებლად, ყველაფერი არ უნდა იკადრო. ძალიან აგრესიული გახდა. სულ ვამბობდით, ოდესმე რომ დავშორდეთ, შენ ხომ ასე არ მოიქცევი, ამაზე ხომ არ გაბრაზდებიო, მაგრამ, სამწუხაროდ, 100 გრადუსით ამოტრიალდა. ეს ძალიან მეტკინა. არ ვიმჩნევდი, მაგრამ ძალიან რთული იყო. თან, დაქალისგან რომ მქონდა ამხელა შოკი, შეყვარებულს ერთ კვირაში დავშორდი სწორედ მაშინ, როცა მისი გვერდში დგომა ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ, თუ სიყვარული ტანჯვაში გადადის, ჯობია, დასრულდეს. სიყვარულმა ბედნიერება უნდა მოგანიჭოს, კარგ ხასიათზე უნდა იყო და არა დილიდან-ღამე ლოგინში იწვე. ძალა მეცლებოდა, ამდენ ჩხუბს ვერ ვუძლებდი. ერთ დილითაც დამირეკა ბიძაჩემმა: რა გჭირსო, გავჩუმდი და ცოტა ხანში, მირეკავს: ბილეთები მზად არის, გამოფრინდიო. მეც გავფრინდი და კარგადაც მოვიქეცი. სხვათა შორის, კაფე „დელ მარიში“ ვიმღერე და შემდეგ შემომთავაზეს, მუშაობა დამეწყო. კვირაში ორჯერ უნდა მემღერა. ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ, ვერ დავრჩი. მივხვდი: ცხოვრებას ასე რადიკალურად ვერ შევიცვლიდი, კუნძულზე ვერ გადავიდოდი საცხოვრებლად და საქართველოში დავბრუნდი. რაც მთავარია, დავბრუნდი ახალი ცხოვრებით, რადგან ბევრი რამ გადავაფასე. ამ დაუვიწყარმა მოგზაურობამ ბევრი რამ დამანახვა.
– კიდევ როგორ ერთობოდით კანარის კუნძულებზე?
– იახტით გავისეირნეთ რამდენჯერმე. ეს ორსართულიანი იახტაა, რომელსაც პირველ სართულზე ცხელი ჯაკუზი აქვს და სულ იქ ვიყავი. ყოველდღე შოპინგზე დავდიოდი და არასდროს მთავრდებოდა. თან, რომ ჩავედი, ახალი „აიფონი“ დამახვედრა ბიძაჩემმა საჩუქრად. ბოლოს რას მივხვდი, იცი: ბოლო დონის ტელეფონი მიჭირავს, ბოლო მოდის კაბა მაცვია – ზღაპარში ვიყავი, პრინცესასავით. რაც შეიძლება, ადამიანმა ნახოს ამ ორ თვეში, ყველაფერი ვნახე: როგორია ძალიან მაგარი ცხოვრება. ყველას გულით ვუსურვებ, ასეთი რამ ერთხელ მაინც განიცადოს. ალბათ, მალე კიდევ წავალ.
– თავიდან რომ დებდი ბიძასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ბევრი ვერ ხვდებოდა, ვინ იყო და ჭორაობდნენ.
– კი, თან, ძალიან სიმპათიურად და ახალგაზრდულად გამოიყურება. ძალიან თანამედროვედ აზროვნებს და რომ მეკითხებიან, რამდენი წლის არისო – 25-ის-მეთქი. ჭორაობდნენ თბილისშიც და კუნძულზეც. ბიძაჩებს ურეკავდნენ: ვინ ჩამოგივიდა, რა ლამაზი გოგოაო. თეთრი „პორშე“ რომ დაიძვრებოდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა.
– ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ახლა მე არც თაყვანისმცემლებისთვის მცხელა და არც არავისთვის, მარტო ყოფნა მინდა. ამჟამად არავისთან არაფერს ვაპირებ. მე არ ვარ ის ტიპაჟი, ერთი ურთიერთობის დამთავრებისთანავე, ერთ-ორ კვირაში, სხვა ბიჭთან ახალს რომ გააბამს. ეს უფრო აგრესიას გამოიწვევს ჩემში, ძალიან გამაღიზიანებს ვიღაცის ყურადღებაც კი. აქედან გამომდინარე, ტაიმაუტი მაქვს პირად ცხოვრებაში აღებული. თუ ვინმე გამოჩნდება, ძალიან მოვეწონები, იმეგობროს ჩემთან, დამელოდოს, რადგან ცოტა ხანს მარტო უნდა ვიყო.
скачать dle 11.3