კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (159)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

№3 მამაჩემმა ჩემი დაქალი შეიყვარა და ცოლად მოყვანას აპირებს

თათია ფარესაშვილი მარი, 20 წლის.


საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და მშობლები მკაცრად მზრდიდნენ. არც დაქალთან დარჩენის უფლებას მაძლევდნენ და თუ სადმე წავიდოდი, რვა საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. სულ ტელეფონზე მირეკავდნენ და მამოწმებდნენ. და ავარიაში მყავს გარდაცვლილი და ეშინოდათ, მეც რამე არ მომსვლოდა. მათი მესმის, მაგრამ ასეთი სიმკაცრე ჩემზე ცუდად მოქმედებდა. მოკლედ, მრცხვენოდა ყველგან რომ მაკონტროლებდნენ და მერჩივნა, მეგობრები ჩემთან ამოსულიყვნენ სახლში და იქ გვეჭორავა. ნატა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბაღიდან და სკოლიდან ერთად მოვდივართ და მასთან განსაკუთრებული დაქალობა მაკავშირებდა, დასავით მყავდა. ვერც კი წარმომედგინა, ერთ დღეს მის მიმართ ამხელა ზიზღი თუ გამიჩნდებოდა. ხშირად ამბობდა, რა სიმპათიური მამა გყავს, როგორ ზრუნავს შენზე, მე კი მამაჩემმა რომ მიმატოვა, აღარც ვუკითხივარო. მამას რომ აქებდა, მიხაროდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ მას სხვა თვალით უყურებდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმდენი ეპრანჭა და ელაქუცა მამაჩემს, თავბრუ დაახვია და თავი, როგორც ქალმა, ისე შეაყვარა. მამა, ჩემზე 18 წლით დიდია. ადრე მოიყვანა ცოლი და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. სადმე თუ ერთად მივდიოდით, ყველას ჩემი შეყვარებული ან ძმა ეგონა და რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემს დაქალს დაუწყებდა კურკურს. მოკლედ, დაქალმა მამა წამართვა და ახლა, ცოლად აპირებს გაყოლას. ოჯახი ისეთ სტრესში ვართ, თავი გარეთ არ გამოგვეყოფა. მესმის, ოჯახები ინგრევა, სიყვარული დროთა განმავლობაში „ცვდება“, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, ვინ შეიყვარო? შვილის დაქალს რომ შეიყვარებ და ოჯახში გამოაცხადებ, მე მივდივარ და შვილის ტოლი გოგო უნდა მოვიყვანო ცოლადო, ეს ნორმალური საქციელია? კიდევ ვამბობ, ნატა რომ ჩემი დაქალი არ ყოფილიყო, შესაძლოა, ასეთი რეაქცია არ მქონოდა. მაგრამ, მამაჩემის ხელში გაიზარდა და ახლა მასთან ერთად საწოლში, როგორ უნდა დაწვეს? ამის, წარმოდგენაც არ მინდა. დედაჩემს თითქოს ჩემს მიმართაც გაუცივდა გული. სულ იმას მსაყვედურობს, არ იცი მეგობრის არჩევა, ეგ ბოზი და გათახსირებული როგორ მოგყავდა სახლში და უშლიდი სუფრებსო. ნატამ ყველაფერი იცოდა ჩვენს ოჯახზე, არაფერს ვუმალავდი. დედა და მამა რომ წაკამათდებოდნენ, იმასაც კი ვუყვებოდი. მე ალალად ვუხსნიდი გულს და მან, სწორედ ამ სუსტ წერტილზე დამადგა ფეხი. ნატას დედაც მირეკავს და მე მლანძღავს, შენი ბრალია, შვილი გადამირიე, რაში მჭირდება, მამისტოლა კაცს გაჰყვეს ცოლადო. ვერ ვხვდები, მე რა შუაში ვარ? თავის შვილისთვის, თავად ვერ მოუვლია, საშინელ დღეში ჩაგვყარა და კიდევ ჩემი ოჯახია დამნაშავე? მამაზე ისე ვარ გაბრაზებული, არასდროს მომილბება გული, ნატაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ვიცი, გავა დრო და ერთმანეთი მობეზრდებათ, მიხვდებიან, რა შეცდომაც დაუშვეს და მერე, სად წავლენ, საინტერესოა. ფაქტია, შვილის დაქალის ცოლად მოყვანა, მამას ძვირად დაუჯდება. გაიგებს ნატას ხასიათს და დედა, ოჯახური მყუდროება და სითბო მოენატრება, მაგრამ გვიანი იქნება.
მარი, 20 წლის.скачать dle 11.3