კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№3 როგორ მოვამზადოთ თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

თვალის ირგვლივ კანი თხელი და მგრძნობიარეა – მის ქვეშ არ არის კუნთები და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. ამიტომ, უფრო იოლად ეშვება და პირველი ნაოჭებიც სწორედ ამ ადგილას ჩნდება. მასზე ადვილად ახდენს გავლენას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ქარიანი და მშრალი კლიმატი. მაგრამ, თუ სწორად მოუვლით, ადვილად შეძლებთ, ებრძოლოთ ნაოჭებს, სიმშრალეს, შეშუპებას, გაღიზიანებისა და დაბერების სხვა ნიშნებს. თვალის ირგვლივ კანის მოვლა, რაც შეიძლება, ადრე დაიწყეთ. მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი დატენიანებაა. გულდასმით შეარჩიეთ თვალების ირგვლივ არსებული კანის მოსავლელი საშუალება. ეცადეთ, იყოს მსუბუქი დამატენიანებელი კრემები და გელი. ყურადღება მიაქციეთ კოსმეტიკის შემადგენლობას. ლანოლინის შემცველი კოსმეტიკისგან თვალის ირგვლივ კანი შეიძლება, გაწითლდეს და შეშუპდეს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ A და E ვიტამინების შემცველ კრემს. სახლის პიროებებშიც შეგიძლიათ მარტივად, ნატურალური მასალით მოამზადოთ ნიღბები, დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებები.
* აიღეთ 1 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით დატოვეთ. 1 ცალი კარტოფილი გახეხეთ წვრილად, 1 სადილის კოვზ ფაფას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ოხრახუშის ნაყენი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დოლბანდზე გადაიტანეთ. ეს ნიღაბი მჭიდროდ მიიფარეთ თვალებზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ. ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია ძილის წინ. ნუ ჩამოიბანთ, ბამბის ტამპონით მოიშორეთ. თუ ამ საშუალებას ყოველდღე გამოიყენებთ, ნაოჭები შესამჩნევად შემცირდება.
* თვალების ირგვლივ ნაოჭებს ასწორებს პურის ნიღაბი – თეთრი პურის გულის ნაჭერი დაალბეთ შემთბარ მცენარეულ ზეთში. მიღებული მასა დაიდეთ თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 20-25 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* აიღეთ 1 სადილის კოვზი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი შემთბარი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაიდეთ თვალების ირგვლივ და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* კანის დასატენიანებლად წაისვით თვალების ირგვლივ კვერცხის გული და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
* მუქი წრეების მოსაშორებლად: 1 ცალი უმი კარტოფილი გახეხეთ, დაამატეთ იმავე მოცულობის შვრიის ფქვილი და ცოტაოდენი რძე ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფა. დაიდეთ ეს მასა თვალების ირგვლივ და ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით.
* შავი რკალების მოშორება შეიძლება ხაჭოთიც – ხაჭო ნაზად შეიზილეთ თვალების ირგვლივ, 15-20 წუთით. მოიშორეთ შავ ან მწვანე ცივ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით.
* ნატურალური კრემი ქუთუთოებისთვის: ქილაში ჩაასხით 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი და ამდენივე ზეთოვანი E ვიტამინი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და დილა-საღამოს ხელის მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კანში. ნახევარი საათის შემდეგ ხელსახოცით შეიშრეთ.
ყოველ საღამოს, თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ ამ მიდამოსთვის განკუთვნილი მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური რძით. ბამბის ტამპონით ძალიან ფრთხილად და ნაზად ჩამოიშორეთ კოსმეტიკური საშუალებები ისე, რომ კანი არ დაჭიმოთ. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ საპონს, რადგან ის არა მარტო გამოაშრობს, შეიძლება გააღიზიანოს კანი. კრემების, ლოსიონებისა და გელების გამოყენება კი ჩვევად აქციეთ. შეარჩიეთ თქვენთვის შეასაფერისი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებსა და კანის სიწითლეს. გამოხატული ნაოჭებისას თვალების ირგვლივ, უმჯობესია, მკვებავი კრემები; შეშუპებისკენ მიდრეკილებისას კი – მსუბუქი დამატენიანებელი გელი. თვალების ირგვლივ შავი ჩრდილების მოსაშორებლად შეარჩიეთ კრემი რეტინოლის, პეპტიდებისა და K ვიტამინის შემცველობით. თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, გამოიყენეთ კოფეინის შემცველი კრემი. ეს ერთდროულად ორ პრობლემას მოხსნის – შეამცირებს შეშუპებას და შავ რგოლებს.
თუ თვალის ირგვლივ კანი ძალიან მშრალია, იქერცლება, წითლდება, აირჩიეთ კრემი დამატენიანებელი კომპონენტებით. გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველობა ამ პრობლემებს გაუმკლავდება.
წვრილი ნაოჭების ბადის არსებობისას გამოიყენეთ კრემი პეპტიდებითა და თუთიით. პეპტიდები კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას უწყობს ხელს. თუთია კანს  ეხმარება უჯრედების განახლებაში და ელასტინის გამომუშავების სტიმულატორებს მიეკუთვნება.
დღის კრემად გამოიყენეთ მსუბუქი საშუალებები, რაც სწრაფად შეიწოვება, საღამოს კი უფრო ნაჯერი მკვებავი კრემები. ასევე, ნატურალური ზეთები, მაგალითად, ნუშის, აბუსალათინის, ასევე ყურძნის თესლის. ის მშვენივრად ეხმარება კანის დატენიანებას, რადგან სწრაფად და მსუბუქად შეიწოვება, მდიდარია ვიტამინებითა და სხვა კომპონენტებით, რაც მობერებულ თვალის კანს უხდება.
скачать dle 11.3