რომელ დღეებში უნდა დაიწყოთ დიეტა, რომ შედეგს ადვილად მიაღწიოთ » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№3 რომელ დღეებში უნდა დაიწყოთ დიეტა, რომ შედეგს ადვილად მიაღწიოთ

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

განსაკუთებით დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, იმატებს სხეულის მასა წონაში, რადგან გვიან მიღებული საკვები და სითხე, თავის შესამჩნევ კვალს ტოვებს. გარდა ამისა, ზედმეტი წონა ბევრს აწუხებს და ეს ერთგვარ, გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ზოგადად, ასტროლოგიურად, წონის პრობლემა ყველაზე მეტად მშვილდოსნების, ტყუპების, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოთი დაბადებულებს აწუხებთ. ეს პრობლემა კი, ადამიანის დაბადების მომენტს და იმ დროს პლანეტების განლაგებას უკავშირდება. ასევე, ბევრი თვითნებურად იცავს დიეტას და არ აკვირდება იმ მომენტში პლანეტების განლაგებას, მთვარის ფაზებსა და ასე შემდეგ.  
გირჩევთ, გაითვალისწინოთ, რომ არსებობს განსაკუთრებით საშიში პერიოდები, წონაში დაკლების მსურველთათვის. უმჯობესია, დიეტა დაიწყოთ ახალი მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეს. ასევე, კარგია ხუთშაბათობით განტვირთვის დღის მოწყობა. ასევე,  ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომელი სტიქიის ქვეშ ხართ დაბადებული. თუ მიწის სტიქია გმართავთ, ტკბილეულისა და ცომეულის ჭამისგან მაქსიმალურად შეიკავეთ თავი. ჭამეთ, რაც შეიძლება, ბევრი მწვანე და ნარინჯისფერი ხილი, ბოსტნეული. თუ წყლის სტიქიის ქვეშ დაიბადეთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი წყლის, ტკბილი წვენების, თევზეულისა და ზღვის პროდუქტებისგან.
სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი ყველაზე კარგია წონაში დასაკლებად. ამიტომ, ვისაც გახდომა სურს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციოს მთვარის ფაზებს. ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, ანუ პირველ ორ კვირას ხდება ასიმილაციის პროცესი და  ორგანიზმი დიდი რაოდენობით შეიწოვს საკვებს. მეორე ნახევარი, ანუ სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ორი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, ამ მიღებული საკვების შეთვისება და გადამუშავება ხდება. სანამ ორგანიზმი საკვების შეთვისება-გადამუშავებას დაიწყებს, ანუ დალექვას თითოეული ორგანიზმის უჯრედში, სწორედ ამ პერიოდშია უმჯობესი დიეტის დაწყება.
გარდა მთვარის ფაზებისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ მიიღოთ მრავალფეროვანი საკვები და მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ჭამოთ. თუ დიეტის დაცვა გიჭირთ, მაშინ ეცადეთ, საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი ზედმეტი საკვების მიღებისგან. ამ დროს ორგანიზმი გადაღლილია და საკვების ათვისებასა და მის ზედმეტ კილოგრამებად ჩალაგებას ადვილად ახერხებს.
скачать dle 11.3