კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ შექმნა სტალინმა მსოფლიოში პირველი ღია მავზოლეუმი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

პროფესიონალი რევოლუციონერის ყველა განსაკუთრებულ თვისებასთან ერთად, რაც სტალინს უხვად გააჩნდა, საბჭოთა ბელადს კიდევ ერთი თვისება ჰქონდა, მისი თანამებრძოლებისგან (უკლებლივ ყველას, თვით ლენინის ჩათვლით) განსხვავებით. ეს კი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ გახლდათ – საკუთარი თავის გაპიარების უნიკალური ნიჭი და ამ თვისებას გენერალური მდივანი (სტალინი) ძალიან წარმატებით იყენებდა.
საბჭოთა სინამდვილეში მიღებული იყო ვლადიმირ ლენინის კულტი, როგორც მსოფლიოს ჩაგრული პროლეტარიატის დიდი გულშემატკივრისა და მხსნელის. ეს კულტი პირადად სტალინმა შექმნა და განადიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი გრანდიოზული აღმშენებლობისთვის გაეკაფა გზა და გაეკეთებინა ის, რაც ჯერ კიდევ რევოლუციური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ჰქონდა დასახული. უფრო ნათელი რომ იყოს მკითხველისთვის, თუ რა იგულისხმება ზემოთქმელ ფრაზაში, წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ამერიკელი ფსიქოლოგ-ისტორიკოსის, პუბლიცისტის, არნოლდ კარმანის ნაშრომიდან. მან საფუძვლიანად შეისწავლა სტალინის ბიოგრაფია და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბჭოთა ბელადმა გეგმაზომიერად გაიარა ყველა ეტაპი და საკუთარი კულტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაამკვიდრა, რომ სხვა არ გამოადგებოდა რუსეთის იმპერიაში – სხვაგვარად ვერ ააშენებდა სუპერძლიერ, ერთ-ერთ ყველაზე სამართლიან სახელმწიფოს კაცობრიობის ისტორიაში. კარმანი წერს: „რუსეთის იმპერიის მცირე ზომის პერიფერიულ კუთხეში დაბადებულ, უბრალო, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ სოსო ჯუღაშვილს, ტიტანური ნებისყოფა, გენიალური გონება აღმოაჩნდა და რა თქმა უნდა, გაუმართლა კიდეც. დავიწყებ ბოლოდან და ვიტყვი – სტალინს გაუმართლა იმაში, რომ დაიბადა სწორედ მაშინ, როცა რუსეთის იმპერიაში დიდი რევოლუციური პროცესები იწყებოდა. ტიტანური ნებისყოფა კი პატარა სოსოს იმ აუტანელმა გარემომ და პირობებმა ჩამოუყალიბა, რომელშიც იზრდებოდა. იოსებ ჯუღაშვილის გენიალობა კი ისაა, რომ უკვე მოწიფულ ასაკში მიხვდა რევოლუციონერი „კობა,“ თუ როგორი სახელმწიფო უნდა აეშენებინა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის (სტალინი) მიხვდა, თუ რა ადგილი უნდა დაეკავებინა მმართველობის იერარქიაში, რათა მშენებლობის გეგმა წარმატებით განეხორციელებინა. ჭკვიანი, თვითგანათლების შედეგად ყოველმხრივ ერუდირებული კობა (სტალინი) მიხვდა, რომ მომავალი მშენებლობის მთავარი ძალა, მამოძრავებელი ენერგია რუსი ერი იყო. სტალინი იმასაც კარგად ჩაწვდა, რომ რუსების მამოძრავებლად ერთპიროვნული, ძლიერი მმართველი იყო საჭირო, რასაც მთელი რუსეთის ისტორია თვალნათლივ ადასტურებს. რევოლუციის შემდეგ ასეთი პიროვნება, მიწიერი ღმერთი ლენინი იყო. თუმცა, ლენინი 1924 წელს გარდაიცვალა მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ და საჭირო გახლდათ სასწრაფო ზომების მიღება – რუსული ენთუზიაზმის შენარჩუნება, რომ ახლად შექმნილი სახელმწიფო (სსრკ) არ ჩამოშლილიყო. რა ქნა სტალინმა? მან გარდაცვლილი პროლეტარიატის ბელადი ყოველმხრივ განადიდა და ორასმილიონიანი მასის თვალში ცამდე აიყვანა (თუმცა, სტალინმა კარგად უწყოდა ილიჩის ცოდვები) და უცოდველის მანტია მოარგო. შემდეგ მავზოლეუმი აუგო და იქ „უკვდავი უცოდველი“ ბელადი დაასვენა, როგორც მსოფლიო პროლეტარიატის სიწმინდის სიმბოლო, რათა მილიონებს შესძლებოდათ მისი ნახვა და მისი  იდეებისა და საქმეების უკვდავებაში დარწმუნება. ეს იყო პირველი ეტაპი. შემდგომ სტალინმა ლენინის მემკვიდრეობა როგორც ოფიციალური თანამდებობა, ასევე ფიცით მიიღო. გახდა „უმაღლესი ხელდასხმული“ (ლენინის მემკვიდრე) და სწორედ აქ იყო დამარხული ძაღლის თავი... ირწმუნა რა რუსმა ერმა სტალინის ხელდასხმულობა, უპირობოდ გაჰყვა მას და ისეთი სახელმწიფო ააშენა, როგორიც ბელად სტალინს ჰქონდა გეგმაში...“
ფაქტია, რომ სტალინს თვითრეკლამა სჭირდებოდა (არა იმიტომ, რომ ის სუსტი მმართველი იყო და  საქმეს ვერ გაუძღვებოდა, არამედ რუსული სპეციფიკის გათვალისწინებით) და საამისოდ, მან „ლენინის უკვდავება“ მოიგონა. თანაც, მსოფლიოში პრეცედენტი შექმნა (მას შემდგომ სხვებმაც მიბაძეს – ჩინეთმა, ჩრდილო კორეამ, ირანმა) და მსოფლიოში პირველი ღია მავზოლეუმი შექმნა (ეგვიპტური პირამიდების საპირისპიროდ), სადაც „უკვდავი“ ლენინი დაასვენა.
გერმანელი ნევროლოგი ოსკარ ფოგტი თავის დღიურებში (განსაჯაროვდა 2014 წელს) წერს: „ლენინი 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. 27 იანვარს კი – დაკრძალეს. ის (ლენინი) ხისგან სასწრაფოდ აგებულ მავზოლეუმში დაასვენეს და გამოაცხადეს, რომ პროლეტარიატის ბელადის უხრწნელი ნეშტის ხილვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. 29 იანვარს, მოულოდნელად, ძერჟინსკი მეწვია კაბინეტში. თავაზიანად მომესალმა და მთხოვა, წავყოლოდი. რომ გავედით, ფეშენებელური „პიკაპი“ გველოდებოდა. ჩავსხედით და ჩემდა გასაკვირად, კრემლში გავემგზავრეთ. სულ მალე სტალინის კაბინეტში ამოვყავი  თავი. მან ხელი ჩამომართვა, სკამზე დამსვა და მითხრა:
– პროფესორო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს და იმედია, უარს არ მეტყვით.
– ბრძანეთ, – მივუგე მე.
– არის იდეა, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი გენიალური ბელადის, ლენინის გენიალობის შემსწავლელი ინსტიტუტი. ანუ, შევისწავლოთ მისი გენიალური ტვინი და თქვენ კი მის ხელმძღვანელად დაგნიშნოთ. რას იტყვით, შესაძლებელია ასეთი რამ და თანახმა თუ ხართ?
სტალინის წინადადებამ ძალიან დამაინტრიგა და უმალვე დავეთანხმე. ერთი კვირის შემდეგ კი, ობუხის ჩიხში ძველი, ევანგელისტური საავადმყოფოს შენობა გადმოგვცეს, სადაც დავფუძნდით და ლენინის ამოცლილ ტვინს ვიკვლევდით. იქვე განთავსდა ლაბორატორია, რომელიც ლენინის ცხედრის უხრწნელობაზე მუშაობდა და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. ჩვენი მოვალეობა იყო – ლენინის ტვინის კვლევების შედეგების გადაცემა სტალინისთვის, რომლის ბრძანებითაც, ამ ინფორმაციის გადამუშავება ხდებოდა და პოპულარული ენით აწვდიდნენ მასებს: თუ რა გენიალური ადამიანი იყო ლენინი, რომელმაც მსოფლიო პროლეტარიატი იხსნა და თავის მემკვიდრედ სტალინი დატოვა...“
სტალინს, პირველი ღია მავზოლეუმის შექმნა და დანარჩენი კამპანია, იმისთვის სჭირდებოდა, რომ „მიწიერი ღმერთის“ მემკვიდრედ გამოჩენილიყო. ეს, ფაქტობრივად, ასეც იყო და არა მხოლოდ თვითრეკლამისთვის, არამედ იმ დიდი საქმეებისთვის, რაც საბჭოთა ბელადმა სინამდვილეში გააკეთა.
скачать dle 11.3