კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ჭეშმარიტი რწმენა

თუ რისთვის უნდა ტიროდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი
პირველ ყოვლისა, იტირე იმის გამო, რომ შენ შეურაცჰხყავ და განუწყვეტლივ შეურაცხყოფ შენში ღვთის ხატებას შენივე ცოდვებით. ღმერთმა თავისი თავი შენში გამოხატა, როგორც გამოისახება მზე წყლის წვეთში.
შენ შექმნილი ხარ, როგორც ღმერთი მიწაზე. ნათქვამია: „თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი“ (ფს. 81.6). შენ კი ყოველდღე ლაფში სვრი ამ ხატებას ცხოვრებისეული ვნებებით, ურწმუნოებით, სიამაყით, შურით, რისხვით, თავშეუკავებლობითა და მემთვრალეობით, რითაც განარისხებ შენს შემოქმედს და ავსებ მის მოთმინების ფიალას. სამართლიანია ამისთვის ტირილი დღე და ღამე.
მაშ, იტირე! მეორე მხრივ კი, იმისთვის აცრემლდი, რომ ქრისტიანის სახელს ატარებ მხოლოდ, ხოლო ქრისტიანის მოვალეობებსა და აღთქმებს, რომელიც ნათლისღებისას მიეცი ღმერთს, არ აღასრულებ და ცხოვრობ, როგორც – წარმართი: მიეჯაჭვე მიწას და არ ფიქრობ ზეცაზე, იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, რომელსაც არა აქვს დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ქრისტიანი გქვია, ქრისტეს სული მაინც არ გაგაჩნია, არ ხარ მისი ცხოვრების მბაძავი. იტირე, რადგან ჯერაც არ ჩაგსახლებია ქრისტესადმი ჭეშმარიტი რწმენა, ჯერაც არ გამხდარხარ ახალი ადამიანი და არ შეგიმოსია ქრისტე, როგორც წმიდა წერილი ამბობს: „რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით“ (გალ. 3,27).
მესამე მხრივ, იტირე იმის გამო, რომ შენი გული გამუდმებით ღვთის წინააღმდეგობისკენ ისწრაფვის, იტირე ბოროტი გადახრებისთვის, მოუნანიებლობისთვის, გულის განუმართაობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვლოცულობთ, ვინანიებთ, ვკითხულობთ, ვგალობთ, ვეზიარებით წმიდა საიდუმლოებებს, რომელთაც ძალუძთ გაქვავებული გულის მორბილება – მაინც არ ხდება ჩვენი ფერისცვალება უკეთესისკენ.
ჰოი, ბოროტება! გულის გახრწნა! სიამაყე! ამქვეყნიური ვნებები! მთავარობისმოყვარეობა და ვერცხლისმოყვარეობა! იტირე იმისთვის, რომ მიუხედავად ლოცვისა და სინანულისა, არ უძღვნი ღმერთს სინანულის ჭეშმარიტ ნაყოფს, ნაყოფს რწმენისა და სიყვარულისა, თავმდაბლობისა, სიწმიდისა, მოწყალებისა და გონიერებისა.
იტირე შინაგანი ტირილით, როცა შეიგრძნობ უწმიდურ აზრთა მოზღვავებას; იტირე, როცა შეგიპყრობს სიამაყე, შური და სიძუნწე; იტირე, როცა მტრის მიმართ, სიყვარულის ნაცვლად, ბოროტებას განიზრახავ. რადგან ნათქვამია: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს...“ (მთ. 5,44). იტირე ფარულად ღვთის წინაშე, როცა მოგაწვება მემთვრალეობის, სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის ვნება; როცა მშობლებისა და უფროსების მიმართ ურჩობის სურვილი დაგძლევს. იტირე ჩვენი ბუნების სიღარიბის გამო, იმის გამო, რომ ღვთის აურაცხელი მოწყალების მიუხედავად, მაინც უმადურნი ვართ მისდამი. დე, შენი ცრემლი იქცეს იარაღად ყოველგვარი ცოდვის წინააღმდეგ. უფალი, დაინახავს რა შენს მორჩილებას, საკუთარი უძლურების შეცნობას და სიწმიდისადმი შენს მტკიცე სწრაფვას, მოგივლენს ნუგეშინისმცემელ სულს, რომელიც ჩაახშობს შენში ვნებათა მძლავრობას და წყალობით განგაგრილებს. იტირე შენი და სხვისი ცოდვებიც, იტირე, რადგან ზოგიერთი ხალხი შორს არის მაცხოვნებელი რწმენისგან და შემოქმედის ნაცვლად, შექმნილს სცემს თაყვანს; იტირე იმისთვისაც, რომ მრავალ ქრისტიანს გაუგრილდა სარწმუნოება და აღაზევა საკუთარ გულში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება და სხეულისმოყვარეობა; იტირე, რადგან მრავალნი უარყოფენ ეკლესიას, მის საიდუმლოებებსა და სწავლებებს.
შენ იკითხავ, რა სარგებელი იქნება ჩემი ცრემლებისგან? შენ ამით აღასრულებ მოციქულის ნამცნებს: „მოტირალებთან იტირეთ“ (რომ. 12,15). საერთოდ კი, აღასრულებ სიყვარულს მოყვასისადმი, სიყვარული კი – მთელი რჯულია. ის სარგებელიცაა, რომ შენს ცრემლთა სანაცვლოდ, ღვთისგან მიიღებ ნუგეშს და ცოდვათა შენდობას.
კიდევ რის გამო შეიძლება, ტირილი? უნდა ვტიროდეთ ღვთის საშინელი და სამართლიანი სამსჯავროსთვის, განუმზადებლობის გამო. მრავალი წმიდანი ტიროდა ღვთის სამსჯავროს გახსენებისას, რამეთუ უწყოდნენ, თუ რა ელით ცოდვილთ მარადიულობაში, ჩვენ კი გულგრილნი ვართ ამ მრისხანე მოვლენის მიმართ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ძმებო, ტირილსაც და სიცილსაც. ახლა ტირილის დროა, მაშ, ვიტიროთ და ვიგლოვოთ ჩვენი ცოდვები.скачать dle 11.3