კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ქრისტიანულად მიღებულია თუ არა საფლავებზე, გარდაცვლილთა სურათების ქვაზე გადატანა?
პასუხი:
უძველესი ქრისტიანები საფლავებზე სურათებს არ აკეთებდნენ – მათი რწმენის გამოხატვა საფლავის უბრალო ჯვრით შემკობა გახლდათ. სურათები სასაფლაოზე მაშინ გამოჩნდა, როცა ფოტოგრაფია შეიქმნა. აქედან გამომდინარე, სურათს საფლავის ქვაზე, ეკლესიურ კანონიკასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. თუმცა, ამას ეკლესია არ კრძალავს, შეგიძლიათ, საფლავის ქვა სურათით შეამკოთ.
კითხვა: ეკლესიაში ლოცვის დროს ზოგი თავის სულის შინაგან მოძრაობას გარეგნულად გამოხატავს. ეს რამდენად მისაღებია?
პასუხი:
სხვებთან ერთად ლოცვის დროს, საკმარისია ადამიანმა გულითა და გონებით გამოხატოს უფლის წინაშე სულის შინაგანი მოძრაობა. არ არის მისაღები, მლოცველს ჰქონდეს სევდიანი, მტირალი გამომეტყველება, რათა სხვებისგან არც განსაკუთრებული პატივი დაიმსსახუროს და არც დაცინვა, რაც უხერხულობას ქმნის. მაგრამ, როდესაც ადამიანი მარტო ლოცულობს და სხვები ვერ ხედავენ, მაშინ შეუძლია, სახის გამომეტყველებაც შეცვალოს ლოცვის შესაბამისად და ცრემლიც გადმოსცვივდეს.
კითხვა: რატომაა მომავალი ცოლ-ქმრის ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი ცოდვა?
პასუხი
: ქორწინებამდე ქალისა და ვაჟის ინტიმური კავშირი ცოდვაა, რადგან ეს კავშირი ჯვრისწერის საიდუმლოს მესამე ნაწილის ჩატარებისას იკურთხება – გვირგვინის გახსნის შემდეგ ცოლ-ქმარს ეძლევა სარეცლის გაზიარების უფლება.
კითხვა: მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის საეკლესიო დღესასწაულების ერთსა და იმავე დღეებში დასაკანონებლად?
პასუხი:
მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის დღეისთვის არსებობს სერიოზული უთანხმოება, რაც უმთავრესად, დოგმატურ საკითხებს ეხება. მათი მოგვარების გარეშე შეუძლებელია, რაიმე ერთობაზე საუბარი, თუნდაც ეს დღესასწაულების თარიღებს ეხებოდეს.
კითხვა: ჩემს მცირეწლოვან შვილს ხელში შემოატყდა ჯვარი. რაიმე ცუდს ხომ არ მოასწავებს ეს ფაქტი და რა ვუყო გატეხილ ჯვარს?
პასუხი:
ეს ფაქტი მხოლოდ ბავშვის დაუდევრობასა და მშობლის უყურადღებობაზე მიგვანიშნებს. ჯვართან მოპყრობისას ნებისმიერ ადამიანს სიფრთხილე მართებს. რაც შეეხება გატეხილ ჯვარს, შეგიძლიათ, ის სუფთა ადგილზე, მიწაში დაფლათ.
კითხვა: აღსარება ცოდვის ჩადენისთანავე უნდა ვთქვათ, თუ მარხვას დაველოდოთ?
პასუხი:
მარხვას ნუ დაელოდებით. დაუყოვნებლივ შეინანეთ და თქვით აღსარება მოძღვართან. ნუ გაიჩერებთ ცოდვას დიდხანს სულში, ეს დაგამძიმებთ. სწორედ ამიტომაც გვერთმევა უფლის მადლი, მონანიებას რომ გადავდებთ ხოლმე და ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება.скачать dle 11.3