კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ბედნიერება სტერეოტიპების გარეშე

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანს აქვს კონკრეტული ჩვევები, რაც ხელს უშლის, რომ იყოს ბედნიერი. ასევე, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას. შეიძლება, თავად ვერც აცნობიერებდეთ, მაგრამ თითქმის დამტკიცებულია, რომ ბედნიერების აღქმას სწორედ ეს ყველაფერი აფერხებს.   
პირველი და მნიშვნელოვანი – თუ მუდმივად იბრძოლებთ უკეთესი ცხოვრებისთვის და სხვების შეგშურდებათ, ძალიან ცუდად იგრძნობთ თავს. დაკომპლექსდებით და ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ წინ.
მაგალითად, თუ ხშირად ფიქრობთ, რომ თქვენს გარემოცვაში სხვები უფრო ნიჭიერები და წარმატებულები არიან და ტყავში ძვრებით, რომ ყველაფერი უფრო კარგი გქონდეთ – ასეთი ბრძოლა ძალიან გამოგფიტავთ.
არ არის საჭირო  სხვებზე სწორება. გააკეთეთ ის, რაც მართლა გჭირდებათ და გინდათ. ანუ, აუცილებლად იპოვით საკუთარ თავში იმას, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ – წარმატებულსაც გაგხდით და ბედნიერებასაც მოგანიჭებთ.
ხშირია, როცა ადამიანებს  აქვთ მშობლების შეცდომების გამეორების შიში. ამას ვერ აცნობიერებენ და  ნერვიულობით მთელ ცხოვრებას ინგრევენ.   ანუ, თუ წარსულში მშობლებმა არ გაჩვენეს ცხოვრების სწორი მოდელი, ურთიერთობები გიჭირთ და შესაძლოა, კარიერაშიც წინ ვერ წაიწიოთ.
უნდა იცდეთ, რომ წარსულთან ბრძოლა უსარგებლოა. თქვენ აწმყოში ცხოვრობთ და რეალობას უნდა მოერგოთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
    ძალიან ცუდი თვისებაა, თუ  ინახავთ უსარგებლო ნივთებს, იმ მოტივით, რომ   „შეიძლება უცებ გამოგადგეთ“.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უსარგებლო ნივთების შეძენა ჩვევად აქვთ – ამისთვის დადიან მაღაზიებში ფასდაკლებებზე, მუდმივად ეძებენ აქციებს და ტყუილუბრალოდ ფლანგავენ ფულს. გამოსავალი  მარტივია – უკეთესია, შეიძინოთ ერთი, კარგი ხარისხის ძვირფასი ნივთი და გამოსადეგი, ვიდრე სამი იაფფასიანი, რომლებსაც მერე ადგილს ვერ მოუნახავთ.
ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, როცა რაღაცის ყიდვა გინდათ, შეათვალიერეთ ნივთი და მოიცადეთ ერთი დღე. თუ მეორე დღეს გაგახსენდებათ გუშინ რა გინდოდათ,  თამამად წადით და იყიდეთ.   
ძალიან ცუდი თვისებაა, როცა უარის თქმა არ შეგიძლიათ. ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა უარს ვერ ეუბნებით ახლობლებსა და მეგობრებს, რადგან არ გინდათ, აწყენინოთ. შედეგად, რჩება დაუსრულებელი საქმეები, რასაც ძალიან განიცდით.
თუ რაღაცის გაკეთება არ გინდათ, პირდაპირ უთხარით უარი.  ის უფრო ცუდია,  როცა ადამიანს ფუჭ იმედს აძლევთ.
ნუ იქნებით მუდმივად შექების  მოლოდინში.
ხშირად ველოდებით მშობლებისგან, მეგობრებისა და ახლობლებისგან, რომ ჩვენს საქციელს მოიწონებენ. მაგრამ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გვაწყენინოს და გული გვატკინოს. იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება სხვის აზრს.
მთავარი რჩევაა – იყავით ის, ვინც ხართ და ნუ ეცდებით, ყველას მოეწონოთ.

საჩუქარი
 მამაკაცისთვის


საჩუქრის შერჩევა საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო, თუმცა რთული პროცესია. გვინდა, ვიყოთ ორიგინალური საჩუქრის ავტორები და პარტნიორი მივახვედროთ, როგორ ვიზრუნეთ მასზე. სხვათა შორის, დიდი თანხები ამისათვის სრულებითაც არ არის საჭირო.
მოკლედ, პასუხი კითხვაზე –  რა ვაჩუქო საყვარელ მამაკაცს უკვე გაცემულია და ჩვენ მხოლოდ ვარიანტებს შემოგთავაზებთ. გვერწმუნეთ, აუცილებლად მოხიბლავთ თქვენს რჩეულს.
კარგი საჩუქრია:     
ღვინო მისალოცი ეტიკეტით
ეს ის საჩუქარია, რომელიც თითქმის ყველა მამაკაცს უხარია წლის ნებისმიერ დროს. მთავარია, ალკოჰოლის მიმართ ალერგია არ ჰქონდეს. როცა  ეტიკეტი ამცნობს, რომ  ღვინო კონკრეტულად მისთვის არის განკუთვნილი, განსაკუთრებით ორიგინალურია.
საცურაო აუზის აბონემენტი
ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულ  მამაკაცს ეს საჩუქარი ნამდვილად გააბედნიერებს. ყველა ნორმალური მამაკაცი ცდილობს ფორმაში ჩადგომას,  მით უმეტეს, ის, ვისაც უნდა, ქალბატონს თავი მოაწონოს. ცურვა კი მათ სურვილს ნამდვილად აუხდენს.
თმისა და წვერის საკრეჭი
ეს ნივთი, პრაქტიკულად, ყველა მამაკაცის კარადაში ინახება. სტილისტთან ყოველკვირეული ვიზიტები საქმიან მამაკაცს დიდად არ ახარებს. თმისა და წვერის საპარსი  კომფორტული, თანამედროვე მანქანა – მარტივი გადაწყვეტაა. თქვენი საყვარელი მამაკაცი ამას დააფასებს.
მანქანის მტვერსასრუტი
მანქანა მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში. როგორც წესი, მის მოვლას ძალიან დიდ დროს უთმობენ. ეს საჩუქარი ნამდვილად ამარტივებს მოვლის პროცედურას.
სასტუმროში დასვენება
მოუწყვეთ საყვარელ მამაკაცს რომანტიკული მოგზაურობა არც ისე შორს. ამას საკმაოდ მისაღებ ფასად შეძლებთ. სხვათა შორის, მამაკაცები ქალებზე არანაკლებ რომანტიკულები არიან. მოგზაურობა განმარტოებისა და ურთიერთობის გადახალისების ძალიან კარგი საშუალებაა. აჩუქეთ მას ემოციები და ისიამოვნეთ თავადაც.

დამოუკიდებელი და
 ქალური


როგორ შევინარჩუნოთ ქალურობა, როცა გვინდა, ძლიერები და დამოუკიდებლები ვიყოთ?  ერთი შეხედვით, ქალურობა თითქოს გამორიცხავს დამოუკიდებლობას, მაგრამ რეალურად, ასე არ არის. ხასიათის სიმტკიცე არ გამორიცხავს სინაზეს, თუ ქალი ჭკვიანია და პიროვნულ დამოუკიდებლობას მბრძანებლობაში არ ურევს.  ბალანსის „დაჭერა“ ადვილი არ არის. დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი არ ყვირის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. საყვარელ ადამიანთან ერიდება ოფიციოზს. აკეთებს ტაქტიკურ სვლებს და ისე იღებს სასურველს. დამოუკიდებლობა ქალს თავდაჯერებულობას მატებს. თავდაჯერებული ქალი კი, მამაკაცისთვის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია.
გახსოვდეთ, რომ საკუთარი ქალურობის ხელოვნური ჯავშნით დაფარვა, მცდარი ნაბიჯია. ხელოვნური უხეშობა, ხელოვნური აქტივობა და „მამაკაცური“ ქცევები მხოლოდ წაგიხდენთ იმიჯს.
ძალიან დაგეხმარებათ იუმორის გრძნობა და სიტუაციის მარტივად აღქმა. მამაკაცი შეიძლება, არ იმჩნევდეს, მაგრამ ადვილად გაარჩევს „ფალშს“. ანუ, არ უნდა ითამაშოთ.
თქვენი დამოუკიდებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ გახდეთ უფრო ქალური. ქალურობა შიგნიდან მოდის და სწორედ დამოუკიდებლობა მატებს მას განსაკუთრებულ ხიბლს.скачать dle 11.3