კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ბავშვის ზრდა-განვითარება ადრეულ ასაკში

ბავშვის ჯანმრთელობა მშობლების უპირველესი საზრუნავია, რასაც  ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან უნდა მიექცეს ყურადღება. ჯანმრთელობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ბავშვის ზრდაა, რომლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია:
•    ბალანსირებული კვება ადრეული ასაკიდან. კვების რაციონში ყოველდღიურად ოპტიმალური რაოდენობის რძის პროდუქტების, ხორცის, თევზის, ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა.
•    D ვიტამინის, კალციუმის, იოდის, რკინისა და სხვა აუცილებელი მინერალების ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობით მიღება.
•    A და B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-3.
•    სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ზრდის ჰორმონის გამოყოფის ფიზიოლოგიური რიტმისთვის. ჰორმონის სადღეღამისო კონცენტრაციის ორ მესამედზე მეტი სწორედ ღამით გამოიყოფა და ძილის ფაზების შესაბამისად იცვლება.
•    ფიზიკური აქტიურობა ასაკობრივი ნორმის ფარგლებში, რაც ასტიმულირებს ზრდის ჰორმონს.
•    ჯანსაღი ფსიქოემოციური გარემო და სუფთა ჰაერზე სეირნობა.
•    ჭარბი წონის და სიმსუქნის პრევენცია.
ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, ჯანმრთელი ძვლოვანი სისტემისა და კბილებისთვის აუცილებელია, ბავშვმა მიიღოს ყველა საჭირო ნივთიერება – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები.
არაბალანსირებულმა კვებამ შეიძლება, ბევრი დარღვევა გამოიწვიოს, მათგან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა რაქიტია. რაქიტი ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაში მონაწილე ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლა, რაც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და მინერალიზაციის დარღვევას, ძვლის დარბილებას, ძვლოვანი მასის შემცირებას, ხრტილოვანი ქსოვილის ჭარბ პროდუქციას და საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის ძვლოვან დეფორმაციას.
რაქიტის მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია. ის შესაძლოა, განპირობებული იყოს, როგორც კვების რაციონში D ვიტამინის მცირე შემცველობით, ასევე, მზის ულტრაიისფერი სხივების უკმარისობით. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ადამიანის კანში წარმოიქმნება D ვიტამინი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გაძვალების პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის. ის აძლიერებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას და ძვლოვან ქსოვილში ჩალაგებას.
რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს საკვებში კალციუმის დაბალი შემცველობაც.
დედის რძეში კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობა ოპტიმალურია, რაც ხელს უწყობს მათ შეწოვას. სამაგიეროდ, D  ვიტამინი დედის რძეში ცოტაა, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებს, მზის სხივების უკმარისობის შემთხვევაში, განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში, პედიატრები უნიშნავენ D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზას.
D ვიტამინს ახასიათებს ორგანიზმში დაგროვება. მისი დოზის გადაჭარბებამ შეიძლება, ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, რომლის კლინიკური სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე დეფიციტისა. კერძოდ, D ვიტამინის სიჭარბე შესაძლოა, ნერვული სისტემისა და თირკმელების დაზიანების მიზეზად იქცეს. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია, პედიატრის რეკომენდაციის გარეშე, მიეცეს ბავშვს ვიტამინები.
ცხოვრების ყველა ეტაპზე ბავშვის რაციონი უნდა შეიცავდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის მინერალებს, ვიტამინებს და სხვა აუცილებელ ნუტრიენტებს. რაციონის მნიშვნელოვან ნაწილად ყოველთვის რჩება რძის პროდუქტები, თუმცა, ჩვეულებრივი ძროხის რძე ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით. ამასთან, ძროხის რძე დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, რომლის მონელებაც ბავშვს არ შეუძლია. ასევე, არსებობს ალერგიის განვითრების რისკიც. ამიტომ, ბავშვმა 1 წლის ასაკის ზემოთ, რომელიც არ იმყოფება ბუნებრივ კვებაზე,  უნდა მიიღოს სპეციალური საბავშვო რძე, ოპტიმალური რაოდენობის ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით.
ამგვარად, ბავშვის ჯანმრთელ ძვლებსა და კბილებზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება და ბავშვის მომავლის შექმნაში მშობლის მიერ მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები უდიდეს როლს თამაშობს.скачать dle 11.3