კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ფრანგი ქალები ამერიკელი ქალების წინააღმდეგ

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „სიყვარული ყველას უნდა“


სანამ ჩვენ მტერსა და მოყვარეს ვიგერიებთ (ტერორისტების შემოტევის ფონზე), ამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ დასავლეთს სულ სხვა ვნებები ათრთოლებს.
კერძოდ, თუკი „ოსკარის“ ცერემონიალზე „ჰოლივუდელი“ ქალები შავად შემოსილები გამოცხადდნენ (მსახიობ ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად. მოგეხსენებათ, გაირკვა, რომ როლი რაა, ისიც კი არ უთამაშიათ, თურმე, „ჰოლივუდელ“ მსახიობებს რეჟისორისა თუ პროდიუსერის ლოგინის გვერდის ავლით), ცნობილმა ფრანგმა ქალებმა (კეტრინ დენევის თავქალობით) მამაკაცების დაცვა გადაწყვიტეს. ანუ წერილი გამოაქვეყნეს, რომლითაც შეეცადნენ, დაეცვათ მამაკაცების უფლება, ეარშიყონ ქალებს.
მათი აზრით, ჰარლი ვაინშტაინის უმსგავსობის გამო ჩრდილი არ უნდა მიადგეთ სხვა მამაკაცებს, რომლებიც უბრალონი არიან.
ისინი წერენ (მომყავს ციტატა ღია წერილიდან): „მამაკაცები იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ თავიანთ სამსახურებზე, იმიტომ რომ, ვიღაცის მუხლს შეეხნენ ან შეეცადნენ, ეკოცნათ“. შესაბამისად, ასკვნიან, რომ მამაკაცის მიერ ქალის შეცდენის სურვილი, დანაშაული არ არის.
ცხადია, ფრანგი ქალები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ამერიკელმა ქალებმა (როგორც ქალთმოძულეები), რაც ადასტურებს, რომ ეს ჩვენი დასავლეთიც ფრიად არაერთგვაროვანია, იმას გარდა, რომ, ნეტავ, ჩვენ მოგვცა მათი პრობლემები. –

скачать dle 11.3