კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როდის ქეიფობდნენ პანჩო და მიხეილ სააკაშვილი ერთად და რატომ გაატარა მან ერთი წელიწადი გლდანის ციხეში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

პანჩო, იგივე ლევან მგალობლიშვილი, რამდენიმე წლის წინ მარიხუანის მოხმარებისთვის დააკავეს. წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტიით თერთმეტ თვეში გამოვიდა. სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდიდა. ამბობს, რომ ერთადერთი პატიმარი იყო, ვისაც ფულს არ სთხოვდნენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პირად პატიმარს.
პანჩო
: ციხე ისეთი იყო, რომ შედიოდი, სამ დღეში იძახდი: ოღონდ აქედან გამიშვით და რამდენსაც გინდათ, იმდენს ვიხდიო. ვისაც რა ჰქონდა – სახლი, მანქანა, ბანკში ფული, იხდიდა. ყველას იმდენს სთხოვდნენ, რამდენიც ჰქონდა. რომ უშვებდნენ – არც სახლი ჰქონდათ, არც მანქანა და არაფერი. ერთი და იმავე მუხლით დაჭერილი, ერთი იხდიდა ასი ათასს, მეორე – ათი ათასს, ზოგი – მილიონებს. ერთადერთი პატიმარი მე ვიყავი, ვისაც ფულს არ სთხოვდნენ. მე ვიყავი სააკაშვილის პატიმარი და უნდა ვმჯდარიყავი.
– სააკაშვილის პატიმარი რატომ იყავით?
– „დედა ვატირე“ ვიმღერე და მიშამ „ნაციონალური მოძრაობის“ მტრად გამომაცხადა. ყველაფერი დამიკეტეს ქალაქში. არსად მეძახდნენ. ასე ვიყავი ოთხი წელიწადი და არჩევნების წინ დამიჭირა. მოწინააღმდეგე არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ვამბობდი, ხმას არ გაძლევ, იმიტომ რომ, არავის ვაძლევ-მეთქი. მას უნდოდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი. საპრეზიდენტო არჩევნები რომ მოვიდა, მერიიდან დამირეკეს და მიმიყვანეს, ვუთხარი: მე მიშისტი და მომხრე არ ვარ-მეთქი. მერე კიდევ დამირეკეს – მიშამ დარეკა და უნდა წახვიდეო. მე ვუთხარი, მაგან კი არა, ჰიტლერი რომ ადგეს, იმას ვერ მივცემ ხმას, თუ უნდა, ვუმღერებ-მეთქი. არც მომხრე ვარ, არც ხმას მივცემ, არც არსად გამოვჩნდები, უბრალოდ, ვუმღერებ-მეთქი. კარგი, რაც გინდა, ის ქენიო. მე ვუთხარი, ყველაზე მეტს ვისაც უხდით, იმაზე მეტი გადამიხადეთ და მოვალ-მეთქი. წავედი, ერთი თვე ვიარე საარჩევნო შტაბში, ყოველდღე ვისხედით, ვქეიფობდით. სააკაშვილი მიყვებოდა, როგორ უყვარს ჩემი სიმღერები – ამსტერდამში რომ ვცხოვრობდით, ღამით ვატრიალებდით შენს სიმღერებსო. ჩემზე უკეთ იცოდა სიტყვები. ეს საარჩევნო კამპანია რომ დამთავრდა, ჟურნალისტები მოვიდნენ და ვუთხარი: ძალიან ჭკვიანი, განათლებული ტიპია, მაგრამ მე ხმას არავის ვაძლევ და არც მას მივცემ-მეთქი. მერე ჩამსვეს. მთელი მუღამი რაშია, მიშას დროს მაინც მეძახდნენ კონცერტებზე და რომ გამოვედი, არც თბილისობას, არც ახალ წელს არ დამიძახეს.
– როგორ იხსენებ ციხეში შესვლის პირველ დღეს?
– მანამდე, დიდი ხნის წინ, მეგობრებთან, ჯგუფთან ერთად ზონებში დავდიოდით, აპარატურა შეგვქონდა. ჯერ ხომ არავინ გვჩხრეკდა, იქიდან გამოგვქონდა დანები, ხატები, ღამითაც დავრჩენილვარ ზონაში. იცი, რომ ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ რომ არ გინახავს, წარმოსადგენად ძნელია. ის უნდა გაიარო, რომ მიხვდე, რა იყო იქ. ის არ იყო ციხე. არ ვიცი, რა იყო, საკონცენტრაციო ბანაკიც კი არ იყო. იქაც არ ექცეოდნენ ასე პატიმრებს. ფსიქოლოგიურად დიდი „ნაჟიმი“ იყო. რომ დამიჭირეს, შევდივარ, გადამცეს ციხის თანამშრომლებს და მათ ვეუბნები: ბიჭები მოვლენ, გიტარას  მომიტანენ და ამომიტანეთ-მეთქი. გადახედა ერთმა მეორეს და ეუბნება: ამას შიგ ხომ არა აქვსო. ამ დროს გამოჩნდა ბედუკაძე, გამიყარა ხელი, თავისთან წამიყვანა, ყავა დამალევინა და მითხრა: „დაატორმუზე“, თორემ აქ ისე არ არის, შენ რომ გგონიაო, – ამიხსნა სიტუაცია. მაგრამ, სანამ არ შევედი, მანამ ვერ მივხვდი. პირველ დღეს ვწევარ, ზევით ახალგაზრდა ბიჭი წევს და თვალები აქვს დაჭყეტილი. კარცერიდან იყო ამოყვანილი. ვუთხარი, დაიძინე-მეთქი. არა, სამი დღეა, არ მძინავსო. ღამე შემოვარდნენ დუბინკებით, მაგრად გვცემეს, ლოგინის ქვეშ შეგვტენეს და გავიდნენო. მეორე ღამეს ისევ შემოვარდნენ, გვცემეს, ლოგინის ქვეშ შეგვტენეს და ისევ გავიდნენ. სამი-ოთხჯერ ასე რომ გააკეთეს, მორჩა – ტვინია, ზიხარ და ელოდები, როდის შემოვარდებიან და გცემენ, თვითონ ძვრები ლოგინის ქვეშ. მთელი კამერა ზის და რაღაც რომ გაიფაჩუნებს, წამოხტებიან. ერთი თვეა, არ შემოსულან და რამხელა ზეწოლაა ესეც, ყოველდღე ელოდები. სისხლში აცურავებდნენ ტიპს. მთელი კამერა გამოიყვანეს, აყურებინებენ და ეუბნებიან, ხვალ თქვენთან შემოვალთო. ჩემს კამერაში იჯდა ბიჭი, რომელმაც მანქანა იყიდა და მისი რაიონის პოლიციის უფროსმა მოსთხოვა. ამან არ მისცა და რომ დაიჭირეს, ზუსტად ის მანქანა მოსთხოვეს და მიატანინეს.
– როგორ გაიხსენებდი ბედუკაძეს?
– მე როგორც მითხრეს, ბედუკაძე ციხეში ძალიან სასტიკი ყოფილა. თურმე, რაღაც უბედურება დაემართა, გოგო მოუკვდა – შვილი და იმის შემდეგ, სრულიად შეიცვალა. მე რომ მივედი, უკვე სხვანაირი იყო. პატიმრებს იცავდა, თან, ისეთი „ვესი“ ჰქონდა, იმათთანაც მოსდიოდა, ალბათ, რაღაც შეტაკება, მაგრამ ვერ მოიშორეს. ბედუკაძე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ჩაგვალპობდნენ იმ ციხეში.
–  კარანტინი როგორ გაიარე?
– თავიდან რომ შედიხარ, კარანტინში ხარ. მერე არის გადანაწილება. წარმოიდგინე, კედელთან დგახართ სახით 50-70 კაცი. ეს კედელი მთავრდება, მერე კუთხეა და ორ მეტრში, იქით, ათი სული დგას „დუბინკებით.” თითო კაცი გადის, ხელში უჭირავს ქაღალდი, რომელსაც აწერია, რაზე ზის. აჩვენებს და იმას ურტყამენ გულის წასვლამდე, მერე წყალს შეასხამენ, მოასულიერებენ და ისევ ურტყამენ. იცით, მთელი მუღამი რაშია, თითო ნაბიჯს რომ დგამ, შენც იქეთკენ მიდიხარ. ფსიქოლოგიური მომენტია. გინდა, მალე მიაღწიო იქამდე, რომ ბარემ გცემონ და წახვიდე. წარმოიდგინე, რა რთულია. მერე მიდიხარ ციხეში. იქიდან თუ კარცერში მოხვდი, უკან დაბრუნებისას, ისევ ამ კორიდორის გავლა გიწევს. კარცერში ვიჯექი ოთხი დღე. არც მითხრეს, რატომ და რამდენი ხნით მსვამდნენ. თუ გეტყვიან ერთი თვეს – იცი, რომ ერთი თვე უნდა იჯდე. როცა არ გეუბნებიან, რამდენი ხნით გსვამენ, ძნელია, ზიხარ და ელოდები. ერთხელ წავიმღერე, ჩემი სიმღერა იყო რადიოში და ორი სიტყვით ხმამაღლა ავყევი. ამისთვის კარცერში მსვამდნენ. ერთი ისეთი მომხვდა, რომ ალბათ, ტვინის შერყევა მქონდა, რადგან ორი კვირა მიბჟუოდა თვალებში, ვეღარაფერს ვხედავდი. თან, იცი, როგორი ვირები ჰყავდათ სპეციალურად? ჩემს თავზე არ ვამბობ, მაგრამ ხელი რომ დამარტყეს, უფროსი შემოვიდა და იმას უხსნის, მე ვინ ვარ. ეს შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია, არ იციო? არაო, აი, ლელა წურწუმია რომ არისო... არც ეგ ვიციო. წარმოიდგინე, რა ტიპები ჰყავდათ, არაფრის აზრზე არ იყვნენ. ვინც ვერ უძლებდა იქ მუშაობას, ყველას  ხომ არ შეუძლია ხალხთან ასე მოპყრობა – იმათ სამსახურიდან უშვებდნენ. იქ განსაკუთრებულად არავის ეპყრობოდნენ. ცნობად სახეებს ცოტა მსუბუქად ექცეოდნენ, პრესში არ ატარებდნენ, არ სცემდნენ. დანარჩენი, ყველაფერი იგივე იყო. ორმოცდაათჯერ რომ შემოიხედოს „გლაზოკში“, ფეხზე დგები, უკან – ხელები, თავჩაღუნული, ვერ ლაპარაკობ, ვერ წამოწვები, სანამ „ატბოი“ არ იქნება – გინდა სიცხე გქონდეს, გინდ კვდებოდე. მთელი ეს ციხე იყო დაწერილი პროექტი. არ ვიცი, სად დაიწერა, მაგრამ ქართველები ამას ვერ მოიფიქრებდნენ. დრო რომ დაატრიალო, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, წავიდოდი ციხეში. ჩემს თავთან მართალი ვიყავი, სხვანაირად, უბრალოდ, არ გამომივა...
– როგორი იყო ახალი წელი ციხეში?
– ძალიან მიყვარს დღესასწაულები, იმიტომ რომ, დღესასწაული სასწაულია. სიყვარულია დღესასწაული, ჩემთვის კი ის სასწაულია. ციხეში ახალი წელიც განსხვავებული იყო – როგორც ყველა დღე, ისეთივე იყო. საჩუქრად შემოგვიტანეს თითო ცალი ჩურჩხელა. რომ გითხრათ, ვაშას ვყვიროდით-მეთქი, არა. „ატბოიზე“ დავიძინეთ, სიტუაცია ზუსტად ისეთი გახლდათ, როგორიც ყოველდღე. რა განწყობა, რა ახალი წელი... ახალგაზრდა რომ ვიყავი, ინსტიტუტის პერიოდში,  მაშინ ზაფხულშიც ვხვდებოდი ახალ წელს. მაშინ ერთოთახიანი ბინა მქონდა და ორი სადარბაზოს იქით, ბებიაჩემი ცხოვრობდა. იმის ბინაც მე დამრჩა. ივლისში თუ აგვისტოში მოვაწყვეთ ახალი წელი – ნაძვის ხე დავდგით, მოვრთეთ. იქ გოჭები შევწვით. მე გადავედი სახლში, გამოვიცვლი-მეთქი და იქ ჩემი ცოლი დავტოვე. მაშინ ჯერ არ იყო ცოლი. თურმე, ბიძაჩემი მოსულა და კარი რომ გააღო – სუფრაა გაშლილი, ახალი წელი გაგანია ზაფხულში და თქვენ ხომ არ „უბერავთო“. მიხვდა, რომ ჩემი ნახელავი იყო. ძალიან მიყვარს დღესასწაულები და ახალი წელი. წელს ჩემმა მეუღლემ, ანიმ, მომაწოდა ასეთი იდეა – ფეხსაცმელების ყუთებისგან და რაღაცებისგან გავაკეთეთ ბუხარი. რასაკვირველია, ცეცხლი არ ანთია შიგ და ბოლს არ უშვებს, მაგრამ ისეთია – ლამაზი, საახალწლო.
скачать dle 11.3