რა სიურპრიზი მოუწყო ახალი წლის ღამეს მზია ორველაშვილმა მეუღლეს და როგორ აუხდინა მას ამით ყველაზე დიდი ოცნება » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (161)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№2 რა სიურპრიზი მოუწყო ახალი წლის ღამეს მზია ორველაშვილმა მეუღლეს და როგორ აუხდინა მას ამით ყველაზე დიდი ოცნება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მზია ორველაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – ორსულად არის. მან ამის შესახებ მეუღლეს 31 დეკემბერის ღამეს უთხრა და საახალწლო საჩუქარი გაუკეთა.
მზია ორველაშვილი:
ჩვენთვის ახალი წელი ფანტასტიკურად დაიწყო. მანამდე ცოტა ცუდად ვგრძნობდი თავს. ასე თუ ისე, მაქვს გამოცდილება – ერთი შვილის დედა ვარ. თან, მინდოდა, მეთქვა ტატოსთვის, თან – არ მინდოდა. ახალი წლის ღამეს ვეტყვი-მეთქი.
– გაგიჭირდა საიდუმლოს შენახვა?
– არა, მე არ გამჭირვებია. უფრო ბებიაჩემს გაუჭირდა – უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრაო. მაგრამ მაინც შევიკავეთ თავი. თუმცა, 31 დეკემბერს ისევ ბებიაჩემმა უთხრა და ტატომაც გახსნა საჩუქარი.
– საჩუქარში ტესტის პასუხი იდო.
– სხვა საჩუქარი ისედაც ვაჩუქე, მაგრამ ეს შევფუთე: მინდოდა, ასე გადამეცა და უფრო მოულოდნელი ყოფილიყო. ტატომ კიდევ „ფეისბუქში“ გამომიჭენა.
– როგორი იყო ტატოს ემოცია?
– ტატოს იმდენად უნდოდა შვილი, ისე ძალიან უყვარს ბავშვები... ჩემს ლევანს, როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცევა. ჩემი შვილიც მამას ეძახის. ძალიან უნდოდა შვილი: ლევანი მყავს შვილივით, მაგრამ კიდევ ერთი მინდაო. საჩუქარი რომ ნახა, თავიდან ვერ მიხვდა. მკითხა: ეს ვის გამოართვიო. მერე თვალებზე ხელები აიფარა და აუცრემლიანდა. სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი... ძალიან უხაროდა. თან, ვერ გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა. არეული იყო სიხარულისგან. ახლახან ექოსკოპიაზეც ვიყავით და შემომყვა. ისე უყურებდა ეკრანს, თითქოს ვინმეს დაინახავდა. „ფეისბუქზე“ რომ დადო ფოტო, ბევრმა მოგვილოცა. საიტებზე კი დაწერეს: ახალი ტრენდია, ახალი წლის ღამეს ორსულობის ტესტის ჩუქებაო. ეს ადამიანის სურვილია: უნდა გამოაქვეყნებს, უნდა – არა. ეს ისეთი ამბავია, რომ პირიქით, სასიამოვნოდ უნდა მიიღო და დაწერო. მე, ქმარი და ოჯახი გავაბედნიერე – ეს არის მთავარი.
– საუკეთესო საჩუქარი გაუკეთე.
– კი. ისეთი ბედნიერი იყო, მაგრამ მერე სამი დღე აღარ მინახავს სახლში. ნათესავებთან და ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა, თითქოს უკვე გავაჩინე.

– როგორი რეაქცია ჰქონდა ლევანს?
– ძალიან გახარებულია. ის და ტატო დამადებენ მუცელზე თავს: აი, ბუყბუყებს. ცალკე ლევანი და ცალკე ტატო მეფერება მუცელზე. თან, მშობიარობა ლევანის დაბადების დღის პერიოდში მიწევს. ვფიქრობ, საკეისრო გავიკეთო, რადგან პირველი მშობიარობა საშინელი მქონდა და ამას ვეღარ გავუძლებ. თუმცა, ორსულობა მქონდა ფანტასტიკური – არც ტოქსიკოზი, არც არაფერი.  
– რამდენი თვის ხარ?
– ერთ თვეზე ცოტა მეტის. ჯერ სიმპტომები არ დამწყებია, მაგრამ რომ დამეწყება, ალბათ, ჩემი ქმარი სიხარულისგან შეირყევა. ისე ელოდება იმ მომენტს: მუცლიდან ხელს რომ მომარტყამსო. მისი ოცნება იყო, მალე ჰყოლოდა შვილი და უსრულდება.
– ზოგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მალავს ორსულობას.
– პირველად ტატოსთვის არ მითქვამს, მის მეგობრებს ვუთხარი, ვისთანაც ძალიან კარგად არის. მათ ვკითხე: ახლა ვუთხრა თუ 31 დეკემბერს-მეთქი. არა, 31-ში უთხარიო. მერე, ტატომ რომ გაიგო, მეუბნებოდა: ა, ამათ უთხარი და მე – არაო?! ყველამ იცოდა, ტატოს გარდა.
– ამბობდი, შეიძლება, ტყუპებიც იყვნენო.
– ჯერ კარგად არ ჩანს. მითხრეს – 10 დღეში მოდი, შეიძლება, ტყუპებიც არისო. განმეორებით ექოსკოპიაზე რომ მივალ, უფრო კარგად გამოჩნდება. სიმართლე გითხრა, ჩემი ოცნება იყო, ტყუპები მყოლოდა, თან გოგო და ბიჭი. ტატოსაც ძალიან უნდა და ჩემი ოჯახის წევრებსაც. თან, გენეტიკაშიც მაქვს: დედაჩემის დედა ტყუპისცალია.
– როგორი მამა იქნება ტატო?
– თავიდან, ალბათ, ხელში არ დამაჭერინებს ბავშვს. ვფიქრობ, იდეალური მამა იქნება. უყვარს ბავშვებთან ყოფნა, სეირნობა. თან, რაც მთავარია, სწავლასთან დაკავშირებით იქნება მომთხოვნი. მინდა, ჩემი შვილები ნასწავლები, განათლებულები იყვნენ. ლევანის მიმართაც ამ კუთხით მომთხოვნია და ჩასვა რეჟიმში.
–  ლევანი რომ გააჩინე, მაშინ პატარა იყავი და ალბათ, დედობასაც იმდენად ვერ აცნობიერებდი. ახლა უფრო გექნება ეს მომენტი გაცნობიერებული.
– კი. ცოტა უცნაური შეგრნება მაქვს. რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ შიშის ფაქტორიცაა. სიტყვებით ვერ გადმოგცემ, რას ვგრძნობ შინაგანად – მეტი პასუხისმგებლობაა, სხვანაირად ვარ. მაშინ ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი, რომ ორსულად ვიყავი. ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს. ტატოც ძალიან მიფრთხილდება: აბა, არ გაცივდე, თბილად ჩაიცვი. ბებიაჩემი და ტატო მაკონტროლებენ. მეც მსიამოვნებს, ყურადღებას რომ მაქცევენ.
– შენც ყურადღებიანი ხარ?
– კი და განსაკუთრებით, ჭამაში. სულ საჭმელებს ვაკეთებ, რომ ტატომ, ჩემმა შვილმა, ბებიაჩემმა მიირთვან. მინდა, სულ მაძღრები იყვნენ. ხომ ჭამენ და მერე ვეკითხები: გშია? დაგიმატო? გეყო? ახალ წელს ტატოს უფროსები და მეგობრები იყვნენ. უკვირდათ: ამდენი რამ შენ მოამზადე, როგორო...
– როგორი იყო შენთვის 2017 წელი?
– ბევრი სიახლის წელი იყო, კარგი რაღაცებიც მოხდა და ცუდიც. მაგრამ, ცუდი დავტოვეთ 2017-ში და ახალ წელს ახალი ფურცლიდან ვიწყებთ. თან, პლუს, შვილი გვეყოლება და სხვანაირი ცხოვრება დაიწყება.
– როგორ გაქვთ გენდერული საკითხი დალაგებული?
– კაცია სახლში უფროსი – მე ამის მომხრე ვარ. როგორც ნამდვილ ქართულ ოჯახში, ისეა ჩვენთანაც: ქალს თავისი ადგილი აქვს, კაცს – თავისი.
– რას გულისხმობ?
– როგორც ჩემთან იყო ოჯახში – დედაჩემი მამაჩემს თავზე არასდროს გადაახტებოდა, მისი სიტყვა დედასთვის კანონი იყო. რა თქმა უნდა, მამაჩემიც ითვალისწინებდა დედაჩემის აზრს. იგივეს ვხედავ ჩემი და ტატოს ურთიერთობაშიც. ტატო დგას ზემოთ, მეც იქვე, ახლოს, მაგრამ მას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე – მე. არ ყოფილა შემთხვევა, ერთმანეთის გარეშე მიგვეღოს გადაწყვეტილება. ტატოს აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– მახსოვს, სადღაც დაწერეს, რომ მზია დედამთილმა არ მიიღოო. რა ხდება ამ მხრივ, როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
– ჩემს დედამთილ-მამამთილთან დაკავშირებით რაც დაიწერა, ეს იყო დიდი ჭორი. ერთი სიტყვისგან იციან რაღაცის შეთხზვა და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. იდეალური დედამთილი და მამამთილი მყავს და იმის გამო, რაც დაიწერა, მინდა, საჯაროდ მოვუხადო მათ ბოდიში. რომ ვნახეთ, ჯერ ჩვენ გვეცა ელდა და შემდეგ წარმოვიდგინეთ, მათთან რა ხდებოდა. ძალიან მტკივნეულია, როცა ასეთი რამ არ ხდება და გაბრალებენ. ნათესავები, ახლობლები გვყავს – ყველამ იცის, რომ კარგი ურთიერთობა გაქვს და უცებ ასეთ რამეს გიწერენ. ჭკუიდან გადავედი, ტატოს საერთოდ ვერ ვაჩერებდი. ჩვენ, ყველას, ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ვიღაცებს ეს შურთ და ფიქრობენ, გააფუჭონ საქმე. ყველამ საკუთარ ოჯახს მიხედოს და სხვის საქმეში ნუ  ჩაერევიან. კიდევ ერთ რამეს მინდა, შევეხო: რომ მიწერენ ხოლმე, მზია ორველაშვილი მესამედ გათხოვდაო, არა, მზია მეორედ გათხოვდა ოფიციალურად. თუ გინდათ, წადით იუსტიციის სახლში და გადაამოწმეთ. რამდენჯერ ვარ გათხოვილი, ეს არავის საქმე არ არის. მთავარია, ჩვენ ვართ ბედნიერები.


скачать dle 11.3