კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რამ შეიძლება, გატეხოს ჯულიანა ბარ-გნარი და როდის შეუძლია მას საკუთარი ემოციების მოთოკვა და მარცხის აღიარება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ჯულიანა ბარ-გნარისთვის 2017 წელი განსაკუთრებული იყო. უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მან და გიორგი ბახუტაშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოიგეს. გარდა ამისა, ჯულიანას და მის მეწყვილეს, ოთო ფოლადაშვილს, საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდათ. 2018 წელს კი, ჯულიანა კიდევ ბევრ სიახლესა და წარმატებებს ელოდება.
ჯულიანა ბარ-გნარი:
ძალიან კარგად მახსოვს, 2017 წელი რომ დადგა, ახალი წლის ღამეს, რატომღაც, ვიგრძენი, რომ ეს ჩემი წელი იქნებოდა, თან, განსაკუთრებული. ინტუიციური შეგრძნება მქონდა და მართლაც, ასე იყო. „ცეკვავენ ვარსკლავები“ მოვიგე, შემდეგ მე და ოთოს, სპორტის მხრივ, კარგი წინსვლები გვქონდა. 2016 წელი გავაცდინეთ, ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ, ჯანმრთელობის პრობლემები გვქონდა და 2017 წელს კი, განვაახლეთ პროცესი და მიდის, მიდის ჩვენი მატარებელი წინ. ზოგადად, გასული წელი ჩემთვის ძალიან პროგრესული იყო, როგორც სპორტში, ისე, პედაგოგიკის თვალსაზრისით, პიროვნულადაც. როცა საკუთარ თავზე მუშაობ, მერე ეს ყველაფერზე აისახება. ბევრ რამეში განვიცადე პროგრესი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
– რა წარმატებები გქონდათ ტურნირებზე შენ და ოთოს?
– ვიყავით იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე და გავედით მეოთხე ადგილზე. ეს ძალიან კარგი შედეგია, რადგან საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეჯიბრებოდით. ჩვენი მიზნები გვაქვს და ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ძალიან ჯანსაღად მივდივართ. როცა ცხოვრებაში შენი გზა გაქვს არჩეული, ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ გზაზე სწორად იარო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ ადგილას არ ვიყო გაჩერებული.
– გქონია მომენტი, როცა გიგრძნია, რომ სწორ გზაზე არ დგახარ?
– უფრო გაჩერების შეგრძნებები მქონია – თითქოს ამოვვარდი ცხოვრების რიტმიდან და სხვაგან ვარ. იმ დროს ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემთვის, ჩემი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ცეკვა და ცეკვაში ზრდაა. თუ საკუთარ თავში ვერ ვხედავ პროგრესს, მაშინ ძალიან ცუდად ვარ, რადგან ცეკვა ჩემთვის ყველაფერია.
– რა გეხმარება ამ დროს?
– ისევ საკუთარ თავს ვადანაშაულებ ხოლმე. თუ რაღაც არ გამომდის, თუნდაც საქმეში, ურთიერთობაში, ბავშვებთან, ჩემს სფეროში – ისევ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ესე იგი, რაღაც ვერ გავაკეთე სწორად. საკუთარ თავში ვეძებ მიზეზს და ვცდილობ, გამოვასწორო. ზოგჯერ გგონია, მაქსიმუმს აკეთებ, მაგრამ თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო, მაშინ სხვა რაღაც უნდა გააკეთო – უფრო მეტი იშრომო. საკუთარ თავში მიზეზის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე სხვაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვარ ყველა სიტუაციაში დამნაშავე, უბრალოდ, ასეთ დროს, როცა მიზეზს იპოვი, მერე,  თავად შეცვლი დამოკიდებულებებს, რადგან სხვის შეცვლას მაინც ვერ შეძლებ. ჩემთვის ვიჯდე და სხვები ვადანაშაულო, გამოდის ადგილზე დავრჩე და ვიწუწუნო. თუ გინდა, რაღაც გამოასწორო, აუცილებლად იპოვი გზას ამისთვის. თან, არ ვიცი, ეს როგორ ხდება, მაგრამ ასეთ დროს მუდმივად ვპოულობ ისეთ ხალხს, ვინც პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება. ცხოვრება თავად გიგზავნის ასეთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თუ გინდა, რომ რაღაც შეცვალო. თან, მე ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და მით უმეტეს, სწავლა საკუთარი გამოცდილებით – ეს პროცესი განსაკუთრებულად მიყვარს. ასევე, მაინტერესებს სხვების აზრი, შეხედულებები, რომელსაც მერე, ჩემს ტვინში ვხარშავ და ვაანალიზებ: რა არის ჩემი და რა – არა. მიხარია, რომ ესმის კოსმოსს ჩემი.
– გჯერა იმის, რომ რა ენერგიასაც გავცემთ, იგივე აუცილებლად დაგვიბრუნდება?
– კი, მჯერა. ასე ხდება და ამიტომ, ყველამ უნდა  იმუშაოს საკუთარ თავზე. არ ვფიქრობ, რომ დღეს ამ ენერგიას გავაგზავნი კოსმოსში. უბრალოდ, ვცდილობ, ჩემგან მაქსიმალურად გავიდეს დადებითი ენერგია. თუ ვინმე გაწყენინებს და ამაზე იწყებ საუბარს, თითქოს შენც გადადიხარ ნეგატივში. ესეც, ალბათ, გამოცდილებიდან მოვიდა. მე, როცა ნეგატივს ვუშვებ, იღლება და ცივდება ჩემი ორგანიზმი. ამიტომ, მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის. ჯობია, გავჩუმდე და მერე უკეთესად ვიგრძნობ თავს, გავძლიერდები.
– სპორტში ბევრია იმედგაცრუება, გულისტკენა...
– სპორტი მორალურად, ფსიქოლოგიურად გაძლიერებს. თუ შენ ხარ 26 წლის და აქამდე გაქაჩე, დარჩი სპორტში, ესე იგი, არ ხარ სუსტი. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ უძლიერესი ვარ, მაგრამ შემიძლია, ჩემი ემოციების მოთოკვა. წაგებაშიც უნდა დაინახო, რაღაც პლუსი – მადლობა უთხრა იმას, ვისთანაც აგებ. ძლიერი კონკურენცია გზრდის და თუ ამას ვერ ხედავ, მაშინ, სპორტში რა გინდა?!
– რამ შეიძლება, გაგტეხოს ან თუ გქონია ასეთი მომენტი?
– ალბათ, გულის აცრუებამ ძვირფას ადამიანებზე, ვისგანაც ასეთ რამეს არ ელოდები. რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი რამ და ეს ბუნებრივი მოვლენაა. უბრალოდ, ჩაციკვლა არ არის საჭირო. გულიც გეტკინება, რაღაცასაც ისწავლი, მაგრამ ამის გამო, თვეობით დეპრესიები არ მქონია. გავაანალიზებდი, გავიაზრებდი, გამოვიტანდი დასკვნას და მერე ვაგრძელებდი. ეს პირადს კი არა, უფრო მეგობრებთან ურთიერთობას ეხება.
– ადვილად არ გიყვარდება?
– ადვილად არ მიყვარდება. მით უმეტეს, ახლა ისე ვარ პროფესიაზე გადართული, არც ამის დრო მაქვს და არც ვფიქრობ ამაზე. ამ პერიოდში ეს გზა ავირჩიე. ეს მაქვს გასაკეთებელი. სიყვარული არ შეიძლება, რომ ეძებო, ანდა თქვა: მინდა, ვიყო შეყვარებულიო. ახლა ჩემთვის მთავარია: ავამაღლო ჩემი დონე, გავხდე ნამდვილი პროფესიონალი და თუ რაღაც იქნება, მაგისთვისაც ღია ვარ. ზოგი რომ ამბობს: საერთოდ არც არის საჭირო სიყვარულიო, ასე არ არის. მე მიმაჩნია, რომ ქალისთვის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, უსიყვარულოდაც შეგიძლია, იპოვო ბედნიერება სხვა რაღაცაში. ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებულის გარეშე ვერ ვიქნები ბედნიერი-მეთქი, მაგრამ არც იმას ვიტყვი, სიყვარული არაფერს ნიშნავს-მეთქი. ეს ორი რაღაც ერთმანეთს ავსებს.
– უკვე გეკითხებიან: როდის თხოვდები, არ თხოვდები, რას აპირებ, ჯული?
– კი და თან, მიხვდნენ, რომ აღარ უნდა მკითხონ. მთელი დღე ვერ მხედავენ სახლში: დილით გამოვდივარ, ღამე შევდივარ. ხვდებიან, რა რეჟიმშიც ვმუშაობ და თავიდან ბოლომდე მიგებენ,  რაც არ  უნდა მოხდეს გვერდში მიდგანან.
– ის, ვინც გვერდით გეყოლება, გაუძლებს შენს რეჟიმს?
– ალბათ, ვერ გაუძლებს და იმიტომაც არ მყავს ჯერჯერობით არავინ.
– შეგიძლია, სიყვარულის ან კარიერის გამო, დათმობებზე წახვიდე?
– მართლა არ ვიცი. შეიძლება, დავთმო ან არც დავთმო.
– რა არის საჭირო ურთიერთობაში?
– ზოგადად, მიმაჩნია, რომ ურთიერთობა სიყვარულის გარეშე, არაფერია. სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნდობა და პატივისცემა. თუ სამივე კომპონენტი მექნება, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
– შენ და ბახუტას პროექტის შემდეგ, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– სტუდიაშიც იყო მოსული და გვითხრა: როგორც კი დასრულდება მისი ბინა, აგვიყვანს მე და ოთოს. ბახუტა ძალიან საყვარელი ადამიანი და კარგი მეგობარია. ეს 2017 წლის კიდევ ერთი პლუსია, რომ ეს ადამიანი გავიცანი და ახალი მეგობარი შევიძინე.

скачать dle 11.3