კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რაში „ერხევათ,” ალეკო ბეგალიშვილის აზრით, თანამედროვე გოგონებს და როგორ გახდა ის მევალეების თოვლის ბაბუა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ახალი წელი მეტ-ნაკლებად ყველასთვის საზეიმო განწყობასთან ასოცირდება. თუმცა, ისეთებიც არიან, ვისთვისაც ეს ჩვეულებრივი დღეა და მათ შორისაა მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი. მაგრამ, გემრიელი კერძები, ცეკვა, სიმღერა და უკეთესი მომავალი წლის იმედია ის, რაც ამ დღეს ყველას აერთიანებს.
ალეკო ბეგალიშვილი:
ადრე უფრო მიხაროდა ახალი წლის მოსვლა. ახლა მწყინს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ წინათ უფრო მოტივირებული ვიყავი. ვფიქრობ, ეს ერთი ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ მაინც ახალ იმედებთან ასოცირდება. 12 საათს ყოველთვის სახლში ვხვდები  და მერე მეგობრებთან ერთად გავდივარ. საახალწლო კერძები, რა თქმა უნდა, მიყვარს. ყველაზე მაგრად საცივი „მევასება” (იცინის). ყველაფრის მიუხედავად, 90-იანი წლები მახსენდება ძალიან კარგად. სამწუხაროდ, ჩემი აღმაფრენის ასაკი იმ დროს დაემთხვა, მაგრამ გასახსენებელი მაინც ბევრია კარგი. ერთ ახალ წელს ბოტანიკურ ბაღში გვინდოდა შესვლა ბიჭებს გიტარებით, მაგრამ არ შეგვიშვეს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, კლდიდან გადავმძვრალიყავით. ერთი ძმაკაცი მყავს, ძაან „შუსტრია”: წამომყევით, მე გადაგიყვანთო, გვითხრა და აძვრა კლდეზე. თან, ხელში ორი გიტარა უჭირავს და ისე მიცოცავს. მე უკან მივყვები, მაგარი მთვრალი ვარ და გავიჭედე შუა კლდეზე. ვეღარც ზემოთ მივდივარ და ვეღარც უკან ვბრუნდები. დაბლა რომ ჩამოვიხედე, გული გამისკდა (იცინის). ერთი საათი პატარა ქვაზე ვიდექი და მეორე ქვას ვეჭიდებოდი, რომ არ ჩამოვვარდნილიყავი. იმდენ ხანს ვიყავი იმ ქვაზე, რომ „პახმელიაზე” იქ გამოვედი (იცინის).
ეს დღეები მაინც სმასთან და დროსტარებასთან ასოცირდება. როდის წახვედი და როდის დაბრუნდი, ეგ რომ აღარ გახსოვს. ძირითადად, ცეკვა, სიმღერა და მოწევა იმის, რისი მოწევაც დღეს უკვე პრობლემა აღარაა (იცინის).
– აქვე, დეკრიმინალიზაციაზეც მითხარით თქვენი აზრი.
– დეკრიმინალიზაცია ნორმალურია, მაგრამ ლეგალიზაცია საქართველოში ცოტა სახიფათო მგონია. ბუნებით მაქსიმალისტი ტიპები ვართ და აქ შეიძლება, ისეთი პალერმო, ბათქა-ბუთქი და ნარკობარონობა „გაიჩითოს”, რომ დაერევიან ერთმანეთს და სისხლიანი გარჩევები მოჰყვება ამ ამბავს. დეკრიმინალიზაცია მთელ ევროპაშია და უნდა იყოს კიდეც. ტურისტი რომ ჩამოვა და მოსაწევი მოუნდება, ამის გამო არ უნდა იჭერდნენ. უნდა იყიდებოდეს კარგი მოსაწევი, „ტრუხა” არა (იცინის).
– დავუბრუნდეთ ახალ წელს და ამ დღესთან დაკავშირებულ თავგადასავლებს.
– ერთხელ, მეგობართან შევხვდით ახალ წელს. მამა ლოტბარი ჰყავდა. ძალიან მაგარი კაცი იყო, მაგრამ კახელი და მათთვის დამახასიათებელი მყრალი ენა ჰქონდა. ჩვენთან ერთად სვამდა და გვიყვებოდა, რა მაგარი ბიჭი იყო ახალგაზრდობაში. მოკლედ, ძალიან ბევრი „იბლატავა” და მერე წამოხტა, 12 სრულდება, გავიქეციო და გავიდა. ჩვენ გავაგრძელეთ სმა და ცოტა ხანში მორბის მეზობლის ბიჭი: ჩქარა გამოდით, გაჩერებაზე ძიას სცემენო. გავედით და ვხედავთ, ორი მთვრალი ახალგაზრდა უბაყურებს ამ ჩვენს ძიას. თურმე ტრანსპორტის რიგში მდგარა, იქაც დაუწყია ჩვეული „ბლატავი” და ურიგოდ წასულა. ვიღაცას რომ უთქვამს, რას აკეთებო, ამას შეუგინებია და დასცხეეეს. ჩვენთან რო „ბლატაობდა” ის „გაჰყვა” გარეთაც და ოთახში რომ შემოვიდა „დაფინგალებული თვალით” კიდევ „ბლატავის” ხასიათზე იყო. გვეუბნება: ისე მცემეს, როოო.. კიდე „ბლატაობდა” (იცინის). მე პირადად, ნაკლებად მოჩხუბარი ტიპი ვარ. მთვრალსაც არ მიჩხუბია. ეგეთი ისტორიები ძალიან ცოტაა. თუმცა, ერთხელ ორმა ძმაკაცმა დააყარა და მე ვაშველებდი. ყველა დაგვიჭირეს და ორი „სუტკა” ვიჯექით მეექვსეში (იცინის).
– თოვლის ბაბუა თუ ყოფილხართ?
– კი, მაგრამ ახლა ვეღარ ვარ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ახლა ახალ წელს, ძირითადად, ვალებს ვისტუმრებ. ანუ, მევალეების თოვლის ბაბუა ვარ (იცინის). მანამდე მთელი წელი ისინი არიან ჩემი თოვლის ბაბუები. დღესაც „თავანს ვაბარებ”. ერთხელ მეკვლეც ვიყავი მეგობართან. იმ წელიწადს დედა გაუხდა ცუდად და ეგ იყო და ეგ, ჩემი მეკვლეობა (იცინის).
– ყოველთვის საქართველოში ხვდებით ამ დღეს?
– ერთხელ, ნიუ-იორკში ვიყავი მეგობრებთან ერთად და ვიმაიმუნეთ. დავყნოსე, მოვწიე, დავლიე (იცინის). ბროდვეიზეც „გავიტასავეთ.” ერთმა, სახელს არ დავასახელებ, ფოტოები გადაიღო ბეტმენებთან და ვიღაცებთან, მაგრამ ფული არ გადაუხადა. მერე მთელი კოსტიუმირებული „სასტავი” ჩვენ მოგვდევდა, ფული მოგვეცითო (იცინის).
– ახალ წელს გოგოებთან დაკავშირებული ამბებიც ბევრია...
– იმ ღამეს „ისე მცემეეეს,” რომ მოხდა, მეგობართან გოგოც მყავდა აყვანილი. ტრადიციული კახური ოჯახი იყო. მაგრამ, რადგან იქ დავრჩით, სადღაც ხომ უნდა დავწოლილიყავით და ერთ ოთახში დავწექით მე და ის გოგო. კი დავწექით, მაგრამ არაფერი მომხდარა, უბრალოდ, გვეძინა. ღამე რაღაც ხმები მაღვიძებს: „უ, მომიკვდეს თავი, უ, მომიკვდეს თავიიი,” – მესმის. გავახილე თვალი და ვხედავ, ჩემი მეგობრის დედა მადგას თავზე (იცინის). ეგონა, რომ ეს გოგო შევაცდინე და ატყდა პანიკა. მაგრამ, მერე ავუხსენით, რომ უბრალოდ ვიწექით და დამშვიდდნენ (იცინის).
– ქართველი თუ უცხოელი გოგოები?
– უცხოელ გოგოებს ურთიერთობაში არ ვიცნობ. მაგრამ ჩვენი გოგოები არავის ჩამოუვარდებიან. მით უმეტეს, ახლა ისეთი გოგოები წამოვიდნენ. ჩემს დროს კი იყვნენ ცოტა ულვაშიანი გოგოები (იცინის). ახლა უფრო რაფინირებულები და გაფილტრულები არიან. ადრე, ალბათ, სექსი რომ არ ჰქონდათ თავის დროზე ნორმალურად და ბოქლომებით დადიოდნენ, ვერ ჰქონდათ ჰორმონები წესრიგში და ხან ულვაში გაეზრდებოდათ, ხან ცალი წარბი და ხან რა, აღარ გავაგრძელებ (იცინის). ახლა უფრო თავისუფლები არიან სექსშიც და საერთოდ, ყველაფერში.
– რუს და უკრაინელ გოგოებს არ იხსენებთ ხოლმე?
– რუსი გოგოები ჩემს თაობას მაინც ტკბილად ახსენდება. ალალი და უსაყვედუროო, ასე ვამბობოდით მათზე. ქართველს მაინც უნდა ელოლიავო და კოშკები აუგო, რომ რაღაც გამოიმეტოს. დღეს აღარ, მაგრამ პრინციპში, დღესაც ეგრეა – მაინც რაღაცას ითხოვენ შენგან. ქართველებს მაინც გენში გვაქვს გამზადებული „სტენკის” მომენტი, რაც რუსებს არასდროს ჰქონიათ. მათთვის ყოველთვის „მილი, დარაგოი” იყავი (იცინის). რუსები ჩევნს გოგოებთან შედარებით, ყოველთვის უფრო გახსნილები იყვნენ. მაგრამ, მე მაინც ქართველები მირჩევნია.
– ცოტა ხნის წინ განიხილავდნენ თემას – ქართველი ქალები ძალიან „გაბლატავდნენ,” ვითომ გენდერული თანასწორობის ჭრილშიო.
– სამწუხაროდ, ჩვენებმა ზომა-წონა არ იციან. რაღაცები რომ „პრადვინუტობა” ჰგონიათ, სინამდვილეში, „სიქაჯეში” გადასდით. ახლა „ბასიანზე” ოთახი გაიხსნა. ბნელი ოთახია, შედიხარ და სექსი გაქვს – კაცთან, ქალთან. მოკლედ. ვისთანაც გინდა და რომ გამოხიდარ, ვისთან იყავი, არ იცი. რამდენადაც მომწონს ამ თაობის გოგოები, იმდენად ვხვდები, რომ ზომა-წონაში „მაგრად ერხევათ”. ცოტა ისეთი თვისებები აღმოაჩნდათ რა, გადამლაშება მაგრად „ტეხავს.” რაც თავისუფლება ჰგონიათ, ჩემი აზრით, ეგ თავისუფლება არაა. თავისუფლება მარტო სექსუალურ აღვირახსნილობაში და ცხრა კაცთან სექსში არ გამოიხატება. ტიპებს ჰგონიათ, რომ თუ ასე ცხოვრობ, უფრო „პრადვინუტი” ხარ. ჩემი აზრით, ეგ უფრო გონებაშეზღუდულობაა, ვიდრე გონებაგახსნილობა. მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იწვა. უბრალოდ, არ მინდა, რამე ამკიდოს, თორემ სხვა კი არაფერი (იცინის).
– ბოლოს, დუდუზეც ვთქვათ ორი სიტყვა. მგონი, ცოტა ბრაზდებით, ყველას რომ დუდუ ახსენდება თქვენთან დაკავშირებით?
– აღარ ვბრაზდები, მივეჩვიე. მაგრამ, მარტო დუდუთი რომ მიცნობენ, ეგ „მიტყდება“. სხვა ფილმებშიც რომ დამიძახონ და სხვანაირი ტიპები მათამაშონ, მაგრად „გაასწორებდა”. შურიკათი დაამახსოვრდა მსახიობი დემიანკო ყველას. არადა, ტიპს ჰამლეტი და უამრავი მაგარი როლი აქვს ნათამაშები – ბევრმა არ იცის, რომ „მხეცი” მსახიობი იყო. რომ გარდაიცვალა, გაზეთშიც დიდი სათაურით გამოაქვეყნეს „უმერ შურიკ.” ამ დროს სხვა, ძალიან სერიოზული როლები ჰქონდა და სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს.
скачать dle 11.3