კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ჩანერგილი აგენტი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹52-1(888)


ვიცე-პოლკოვნიკს ჩაეცინა და თქვა:
– მსხვილ ბოროტმოქმედს რომ გაანადგურებ, გასაგებია, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. მის ადგილზე სხვა მოვა. ჩვენი ამოცანაა, მთელი მისი სისტემის განადგურება. რა, არ იცი?
– ვიცი, ვიცი, ანზორ. უბრალოდ, სულ პეტკას მკვლელობაზე ვფიქრობ და ვერ მომინელებია. ესაა საქმე? ძმაკაცის დასაფლავებაზეც კი ვერ მივდივარ.
– რას იზამ. ასეთი სიტუაცია შეიქმნა, – თქვა ანზორმა, – იცოდე, ფრთხილად და გონივრულად იმოქმედე, თემურ. ნერვები დაიწყნარე. რამე არ შეიმთხვიო და სანერვიულოს ნუ დამიმატებ.
– გასაგებია, ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო, – გაუღიმა თემურმა.
– კარგი. წავედი ახლა. სამსახურში უნდა დავბრუნდე. მერაბი თათბირს ატარებს და უნდა დავესწრო.
– რა თათბირს?
საბაშვილს გაეცინა და თქვა:
– უნდა დავსახოთ გადაუდებელი ღონისძიებები, თუ როგორ დავაკავოთ ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, თემურ კერესელიძე.
თემურმა ღიმილით მიუგო:
– უთხარი, სადაც ვარ და ამაგდებენ.
– კარგი, კარგი. მოეშვი ლაზღანდარობას. დაისვენე. წავედი.
***
ჯიმშერ ხორხელი საკუთარი ოფისიდან ოთხი პირადი მცველის თანხლებით გამოვიდა, დაჯავშნილ „ჯიპში“ ჩაჯდა და საბურთალოსკენ აიღო გეზი. შემდეგ ერთ-ერთ ფეშენებელურ მშენებარე კორპუსთან მივიდა და მეხუთე სართულზე, ორი პირადი მცველის თანხლებით ავიდა, ერთ-ერთ ბინაში დარეკა და კარი რომ გაუღეს, შიგნით შევიდა, მცველებს კი მანამდე უთხრა:
– მანქანაში დამელოდეთ. წამოსვლის წინ დაგირეკავთ და ამომაკითხეთ.
ხორხელი სავარძელში მოკალათდა და გააბოლა. მასპინძელმა კი უთხრა:
– რამდენჯერ გითხარი, რომ ჩემთან შეხვედრაზე უცხოები ნუ მოგყავს.
– ვინ უცხოები, ჩემი პირადი დაცვაა, – თავი იმართლა ნარკობარონმა.
– დაცვა, თორემ, შენც პრეზიდენტი არ მყავდე, – დამცინავად თქვა მასპინძელმა.
– საქართველოს პრეზიდენტზე დიდი გავლენა აღარ მაქვს? – თავდაჯერებულად თქვა ხორხელმა.
– მე სერიოზულ პრეზიდენტებს ვგულისხმობდი, – თქვა მასპინძელმა, – რისი გეშინია, ამდენი გალავარეზი რომ შემოგიკრიბავს ირგვლივ?
– არავისი.
– აბა, ამდენი მცველი რად გინდა?
– სულ ოთხი წამოვიყვანე.
– ან მაგდენი რად გინდოდა?
– მტრები მყავს, ძმაო. რა იცი, ვის როდის რა მოუვა თავში.
– ვის რა უნდა მოუვიდეს? შენი გაგორება თუ გადაწყვიტეს და დაგმეტკეს, მთელი არმია რომ დაიქირავო, მაინც არაფერი გიხსნის. კენედი მოკლეს და შენ ვინ ყოფილხარ, ვითომ?
– სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ხომ გაგიგონია. თქვი, რატომ დამიბარე.
– სალაპარაკო მაქვს და იმიტომ.
– ილაპარაკე, გისმენ, – თქვა ხორხელმა, ფეშენებელური ოთახი შეათვალიერა და დააყოლა, – იმედია, არ მწერ ამ ახალ ბაითში.
– რა ჯანდაბად მჭირდება შენი ჩაწერა.
– რა ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის. ან იქნებ ასეთი ჰობი გაქვს?
– როშვას მოეშვი, – გაბრაზდა მასპინძელი.
– გეხუმრე. გისმენ.
– შენი ამბები მაინტერესებს და აქ იმიტომ დაგიბარე.
– მაინც, რომელი ამბები? – არ ესიამოვნა შეკითხვა ხორხელს.
– თავს ნუ იშტერებ. რომელი და შენი. რას აპირებ უახლოეს მომავალში – საიდან რამდენი რა უნდა შემოიტანო და ასე შემდეგ. გკრიშავ და ამბავიც არ უნდა ვიცოდე?
– ხორხელმა ისევ ფეშენებელური ოთახი შეათვალიერა და მასპინძელს უთხრა:
– კაი ფულს შოულობ კრიშაობით. რა ჩინებული აპარტამენტები და ავეჯი შეგიძენია. გილოცავ!
– შენ რა, დამცინი? სიტყვას ბანზე რატომ მიგდებ?
– არა, რა ბანზე. ჯერჯერობით გაჩერებული ვარ. ასე ვთქვათ, ჩავყუჩდი. შემოგზავნილი ნასედკა რომ გააგორეს ჩემმა ბიჭებმა, ცოტა ხნით დავაპერერივე. ასე რომ, ახალს არაფერს ვგეგმავ ჯერჯერობით და როგორც კი რამეს დავაპირებ, მაშინვე შეგატყობინებ.
– ჰო?
– აბა, როგორ? – თქვა ხორხელმა და დაამატა, – შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– რა გინდა?
ხორხელმა თემურ კერესელიძის ფოტო უჩვენა მასპინძელს და ჰკითხა:
– ხომ არ გეცნობა?
– არა.
– ეჭვი მაქვს, მოგზავნილია და არ შეგიძლია გამიიასნო? – უთხრა ხორხელმა მასპინძელს.     
– ჩვენიანი არაა, – თავი გააქნია მასპინძელმა, – შენთან  საიდან გაიჩითა?
– სამი დღის წინ ჩემი მაყუთი გაიტაცა. შემდეგ უკან მომიტანა. მოიბოდიშა და მითხრა, – პაბეგში ვარ. პოლიციაში ვმუშაობდი. უფროსის ცოლს ვჟიმავდი. საქმე შემიკერეს და მოვტყდიო.
– „ძაღლი“ ყოფილა. რა ჰქვია?
– ზურაბ გოგიშვილი.
– რამდენი და როგორ გაგტაცა?
– ჩემმა ინკასატორმა მისცა ნაკოლი. მამამისის ძმაკაცი ყოფილა. პაბეგში მასთან ცხოვრობდა. „მუშტი” და მისი კამანდა მსუბუქად დაჭრა ტყვიებით. მილიონ დოლარს ხელი დაავლო და მოტყდა.
მასპინძელს გაეცინა და თქვა:
– გასაგებია. ესე იგი, „მუშტი” შენ დაბრიდე.
– მე – არა, ხორავამ.
– ისევ იმ რეციდივისტთან ძმაკაცობ? – ირონიით თქვა მასპინძელმა.
– ვძმაკაცობ არა! პროსტო მჭირდება და ვიყენებ. პატარ-პატარა ლუკმებს ვუგდებ და კმაყოფილია, – მხრები აიჩეჩა ხორხელმა, – ჩემი ერთგული ძაღლია, რა.
– თუ არ ვცდები, კვაჭაძეზეც ამბობდი, ერთგულიაო.
– სამწუხაროდ, შევცდი. ფულს დახარბდა და თავისი მიიღო.
– ჰო, სიხარბე კაცს ღუპავს, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა მასპინძელმა და დააყოლა, – გაყოფა თუ არ იცის კაცმა, დაიღუპება. ასე არა?
– კი. მასეა, – დაეთანხმა ხორხელი მასპინძელს.
– კარგი, ჯიმი. დამიტოვე მაგ ზურაბ გოგიშვილის სურათი და გაგიიასნებ, ნასედკაა თუ არა. ახლა კი წადი. არაა სასურველი, შენმა გორილებმა ამოგაკითხონ და ბრახუნი ამიტეხონ კარზე.
– კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.
– რა თხოვნა?
– ერთი პატარა ბანკია – „ნიუ ბანკი“ ეწოდება. მისი მმართველო სოსო ნამორაძე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. ამ ოთხი დღის წინ, მოულოდნელად გაუჩინარდა. სავარაუდოდ, გაიტაცეს. მისი დაცვა გაკოჭეს. ვიდეოკამერები კი გამორთული იყო და ვერაფერი დააფიქსირეს. ვახო ხორავამ ყველაფერი გადაატრიალა, მაგრამ ვერსად მიაგნო. შავების წაყვანილი არაა და ვფიქრობთ, „ძაღლებმა“ იჩალიჩეს. მინდა, ამ საქმეში ჩაერთო და თუ იპოვი, წილთან ერთად ბონუსსაც მიიღებ.
– რამდენს?
– ორასი ათასს.
– არ ეყოფა. ნახევარი მილიონია საჭირო. ხალხი უნდა შევაწუხო და ფული გადავუხადო. თანაც,  თუ არ ვცდები, ჩუმი საჩალიჩოა, რომ არ გაბაზრდეს. ალბათ, პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ ეს ამბავი. მართალს ვამბობ?
– კი. მასეა.
– მისი ოჯახი როგორ გაჩუმდა?
– მარტოხელაა.
– გასაგებია. კიდევ უკეთესი. თანახმა ხარ, ნახევარი ლიმონი გადაიხადო?
– რა გაეწყობა. ბავშვობის ძმაკაცისთვის რას არ იზამ კაცი. კი, თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი. როგორც ვხვდები, გამტაცებლები არავის დაკავშირებიან, ნამორაძის გამოსასყიდის გამო, ხომ?
– არავის.
– იასნია. „ძაღლების“ სტილია ეს. ფსკერზე წვანან. ვითარებას აკვირდებიან და თუ შიპიტი არ ატყდა, მაშინ კავშირზე გამოვლენ. საჭირო ხალხს დაველაპარაკები. ყველაფერს ავუხსნი და თუკი შენი ძმაკაცი „ძაღლების“ წაყვანილია, აუცილებლად ვიპოვით. გოგიშვილის ამბავსაც გაგიიასნებ და გეტყვი.
– ხვალ უნდა მოვიდეს ჩემთან და მალე ქენი.
– ხვალ დილით ზუსტ პასუხს გეტყვი. მყავს მე ერთი საიმედო კაცი და უცებ გამიგებს ყველაფერს. საიდუმლო ნომრიდან დაგირეკავ.
– კარგი. წავედი.
– და, კიდევ ერთი, ჯიმი. ფრთხილად იყავი. რაიმე იაღლიში არ მოგივიდეს. კაკაბაძე რომ გააგორე, მინისტრსა და ჩვენს უშუალო უფროსს შენი განადგურების ჟინი გაუასმაგდათ. ძველი დრო რომ იყოს, ისე დაგიჭერდნენ, ხმასაც ვერ ამოიღებდი. ახლა კი „ენჯეოების“, უფლებადამცველებისა და ყველა იმ ტრაკის მიმცემების ეშინიათ, ვისაც შენ და შენნაირები კვებავთ. უნდათ, სუფთად ჩაგავლონ და ამიტომ გაფრთხილებ. თანაც, მეც ანგარიში უნდა გამიწიო. მართალია, ჩემზე არავის აქვს ეჭვი, რომ ინფორმაცია მოგაწოდე კაკაბაძეზე, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. თვალთვალი ამჟამად მოხსნილი გაქვს, მაგრამ რა იცი, რა ხდება? ამიტომ, აქ აღარ მოხვიდე. მე თვითონ დაგიკავშირდები. თუ მაინცდამაინც გადაუდებელი საქმეა, საიდუმლო ნომერზე დამირეკე.
– კარგი. წავედი, – თქვა ხორხელმა და წამოდგა. მასპინძელმა თვალი გააყოლა და გასვლის წინ უთხრა:
– ჯიმი, ხომ იცი, ერთ უღელში ვართ შებმულები და თუ ერთმანეთს ვუღალატებთ, ორივე დავიღუპებით.
– ვიცი. შეგიძლია მენდო, – თქვა ხორხელმა და წავიდა.
***
ჯიმშერ ხორხელმა მეორე დღეს შეიტყო თავისი „კრიშისგან“, რომ ზურაბ გოგიშვილი „ნასედკა“ არ იყო. ჩანერგვის სამსახურის თანამშრომელმა, „თხუნელამ“, რომელმაც პეტრე კაკაბაძე „ჩაუშვა“, ნარკობარონს საიდუმლო ტელეფონზე უთხრა:
– შეგიძლია, მშვიდად იყო. ეს ბიჭი მართალს გეუბნება. ყოფილი „ძაღლია“. მართლა თავისი უფროსის ცოლს ჟიმავდა და იარაღის ბარიგობის საქმე შეუკერა იმ რქიანმა, სამაგიერო რომ გადაეხადა. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლია, მიიღო შენი ერთგული ძაღლების ჯგუფში და აპახავო.
– გასაგებია. მადლობელი ვარ... და მეორე თხოვნაზე რა ქენი?
– ვჩალიჩობ და დაგირეკავ. ნახვამდის.
– ნახვამდის. გელოდები, – თქვა ხორხელმა. ტელეფონი გათიშა და იქვე მჯდომ ვახო ხორავას უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ეგ გოგიშვილი არ ტყუის. მართალი უთქვამს. პაბეგში ყოფილა და იარაღის საქმე მის უფროსს, მართლა შურისძიების მიზნით შეუკერავს იმის გამო, რომ ჩუმად მის ცოლს ჟიმავდა. შენთვის ეს უცხო არაა. შენც ხომ ჟიმავდი სროკზე მყოფი ქურდის ცოლს?
ხორავას სახე წამოეჭარხლა და იმ მომენტში ხორხელის ცოცხლად გატყავების სურვილი დაეუფლა. თუმცა, თავი მოთოკა. გააბოლა და მიუგო:
– ჯიმი, ძმაო, „მუშტმა” ცილი დამწამა და რაც მოხდა, შენი თვალით ნახე. ამიტომ...
– შენ რა, მემუქრები, ვახო? – სიტყვა გააწყვეტინა ხორხელმა ხორავას და ირონიული მზერა ესროლა.
– ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, არ მსიამოვნებს, როცა ცილს მწამებენ. თანაც ასეთ დიდ ცოდვას მაბრალებენ.
– რა დიდი ცოდვაა სროკზე მყოფის ცოლის გაჟიმვა? პირიქით, მადლია. რა, ძალით ხომ არ გიხმარია ის ქალი? – მხიარული ირონიით თქვა ხორხელმა.
– ჯიმი, გეყოფა. გითხარი, რომ არ მსიამოვნებს ეს.
– გეხუმრე, შე გოიმო. შენ კი ავარდი. განა არ ვიცი, რა კრისტალიც ხარ.
– კრისტალი არ ვარ. თუმცა, ქურდულში არასდროს ჩავჭრილვარ და ამიტომ მეწყინა. გთხოვ, აღარ მითხრა.
– კარგი. აღარ გეტყვი, – დაპირდა ხორხელი, თან, ჰკითხა, – ნამორაძეზე ხომ არაფერია ახალი?
– არა. ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. თუმცა, თუ მართლა „ძაღლების“ წაყვანილია, ჩვენები მას ვერ მიწვდებიან. ამიტომ, ვფიქრობ, ზარს უნდა დაველოდოთ. უფრო სწორად, ბანკის მმართველის მოადგილესთან დარეკავენ, სავარაუდოდ, რადგან ის მარტოხელაა.
– ჰო. სავარაუდოდ. ყველანი გაფრთხილებულები არიან და მაშინვე შეგვატყობინებენ, – მიუგო ხორხელმა ხორავას და დაამატა, – რას იტყვი, რადგან ეგ გოგიშვილი სუფთაა, სად გავამწესოთ? დღეს მოვა და უნდა დავასაქმოთ.
– თუ წინააღმდეგი არ იქნები, ჩემთან ერთად იმოძრაოს.
– შენთან ერთად?
– ჰო. ჩემი აზრით, ასე ჯობია.
– რატომ?
– უპირველესად, იმიტომ, რომ  პაბეგშია და რომ არ დაიწვას. თანაც, უფრო კარგად ვჩიჩმავ. გავიგებ, რა ხილია სინამდვილეში და რა შეუძლია, – განმარტა ხორავამ. ხორხელმა კი კვლავ ირონიული მზერა ესროლა და უთხრა:
– ქურდი კაცი „ძაღლთან“ ერთად იმოძრავებ?
ხორავას კვლავ წამოეჭარხლა სახე და გაიფიქრა: „დედას მოგი... შე ნაბოზარო. მაცალე?“ თუმცა, თავი მოთოკა და უთხრა:
– კარგი, რა ჯიმი. გევასება ნერვებს რომ მიშლი? „ძაღლთან“ ვიმოძრავებ, რა – ქურდად ხომ არ უნდა ვაკურთხო ყოფილი „ძაღლი“. ერთგული ლეკვივით გამოვიყენებთ და დიდად მადლობელიც დაგვრჩება. რა, სიმართლეს არ ვამბობ?
– კარგი, კარგი, შე გოიმო. მაინც ვერ დაამუღამე, რომ გეხუმრები. ნერვებს კი არ გიშლი, პროსტო გეხუმრები, ძმურ პონტში, – უთხრა ხორხელმა, თან გაიფიქრა: „მოძველდი, შე არასანდო ნაბოზარო. სადაც იმდენი გაბედე, რომ ქურდის ცოლი გაჟიმე და შენ ბრატს უღალატე, მე რატომ დამინდობ? დედას მოგიტ... სულ მალე მოგიშორებ. ჯერჯერობით კი იცოცხლე, მჭირდები“.
– ესე იგი, თანახმა ხარ, ჯიმი?
– კი. იმოძრაოს შენთან ერთად. შენზე უკეთ ვინ გაშიფრავს ძაღლყოფილს. შევთანხმდით, – მიუგო ხორხელმა ვახო ხორავას. ამ დროს ტელეფონზე დაცვის თანამშრომელმა დარეკა და „შეფს“ გოგიშვილის მოსვლა აუწყა.
– ამოუშვი, – უბრძანა ხორხელმა, ხორავას კი უთხრა:
– მოვიდა. დავებაზროთ.
***
თემურ კერესელიძე მოწიწებით შევიდა ხორხელის კაბინეტში და თავმდაბალი სალამი თქვა. შემდეგ შედგა და მხოლოდ მას მერე დაჯდა სკამზე, რაც მას ხორხელმა უხმოდ მიუთითა, დაჯექიო.
– ზურაბ გოგიშვილი ხარ, ხომ არ მეშლება? – უთხრა თემურს კოპებშეკრულმა ხორხელმა.
თემური ფეხზე წამოდგა და მკვირცხლად მიუგო:
– დიახ, ბატონო ჯიმშერ. არ გეშლებათ. ზურაბ გოგიშვილი მქვია.
– დაჯე, ძმაო. ფეხზე წამოდგომა არაა საჭირო, – კოპები გახსნა გაღიმებულმა ხორხელმა. თემურს ხელი გაუწოდა და დაამატა, – ჯიმი ხორხელი. ვიცნობდეთ ერთმანეთს, ძმაო.
თემური კვლავ ფეხზე წამოდგა და ამგვარად ჩამოართვა ხელი ხორხელს, თან უთხრა:
– ძალიან სასიამოვნოა, ბატონო ჯიმშერ.
– დაჯე, ბიჭო. ხომ გითხარი უკვე. თანაც, ბატონი არ გინდა და ჯიმი დამიძახე. გასაგებია? – უთხრა ხორხელმა თემურს.
– გასაგებია, ჯიმი.
– ძალიან კარგი, – ხორხელმა ხორავასკენ გაიშვირა ხელი და თქვა, – ეს ვახო ხორავაა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3