კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 საყვარელ გოგონასთან სექსის გამო, მის ცოლად მოყვანას მიშლიან

თათია ფარესაშვილი ერეკლე, 27 წლის.


ინტიმური საუბრები


არასდროს ვყოფილვარ ტრადიციებზე დამოკიდებული, ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა და არასდროს წამიგია. არც ოჯახი შემირცხვენია და არც სამეგობრო წრეში ჩავჭრილვარ. ნანიკო, სწორედ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი და პირველივე დანახვისას მივხვდი, რომ ძალიან კარგი გოგონა იყო. თავიდან ცოტა იპრანჭებოდა, გამირბოდა, მაგრამ იმდენი ვქენი, გასაქანი არ მივეცი და თავი შევაყვარე. მოკლედ, დღეს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ოჯახისა და სამეგობროსგან წინააღმდეგობა გვაქვს. როგორც ვთქვი, ტრადიციული არ ვარ და არც იმას ვაღიარებ, რომ აუცილებელია, გოგო ქალიშვილი ჩაბარდეს ქმარს. ნანიკოს რომ დავუახლოვდი, მომიყვა, როგორ შეცდა ერთ ბიჭთან, რომელიც უყვარდა  და მას მერე შიში ჰქონდა, გაურბოდა ახალ რომანს. მეორე მამაკაცი აღმოვჩნდი, ვისაც ენდო. არც დაგვიმალავს სამეგობრო წრეში, რომ სექსი გვქონდა და არც ის, რომ მომავალში ოჯახის შექმნას ვაპირებდით. ერთ დღესაც, ნანიკომ  ძალიან გამახარა, მითხრა ორსულად ვარ და შვილს ველოდებითო. იმ წუთებში დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა ჩემზე ბედნიერი ადამიანი. ნანიკო ჩავკოცნე და სახლში გავიქეცი, ვიფიქრე, ჩემებს ვეტყვი, ცოლი მომყავს-მეთქი. დედ-მამას კი გაუკვრიდათ, არაფერი გითქვამს, თუ გოგო გიყვარდა, ასე მალე რატომ მოგყავს, ჯერ კარგად დაფიქრდი, გაგვაცანი და არ ვართ წინააღმდეგებიო. რაღა დაფიქრება და მოცდა მინდოდა? მით უმეტეს, მამა ვხდებოდი და ეს ყველაფერს გადაწონიდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეჭვი მაქვს, სამეგობრო წრიდან, ვიღაცამ, მშობლებთან „ჩამიშვა“. უამბო ჩვენი ამბავი და გადამირია ოჯახი. რომ გაიგეს, ნანიკო ორსულად იყო, თავი გაიგიჟეს, მაგ ბოზს სახლში ვერ შემოვუშვებთ და შენ თუ გიყვარს, გყავდეს და ზარდე სხვისი შვილიო. ვუხსნიდი, ჩემია ბავშვი, მიყვარს ეს გოგო და რა პრობლემაა, თუ წინასწარ გვქონდა ურთიერთობა, ეს რას ცვლის-მეთქი. მაგრამ, მოსმენაც არ უნდათ. ერთი სიტყვით, რადგან ნანიკო ჩემთან იწვა, ჰგონიათ, სხვასთანაც ადვილად დაწვება, მიუხედავად იმისა, რომ არ იციან, ჩემამდე ქალიშვილი რომ არ იყო. მე, ეს ადამიანი მიყვარს, არაფრად მიმაჩნია მისი წარსულის შეცდომები, თან 21-ე საუკუნეა და ასეთი რამ ვის უკვირს? ფაქტია, ჩემმა ოჯახმა ჩვენზე უარი თქვა, არც კი მოინდომა სარძლოს გაცნობა. დღეს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. მაინც ბედნიერი ვარ, შვილის მოლოდინში, საყვარელი ქალის გვერდით. მაგრამ, ჩემს ოჯახზე ძალიან ნაწყენი ვარ. როცა გვერდით დგომა მჭირდება, ყველაზე მეტად მინდა მათი დახმარება, მაშინ მიმატოვეს და ხელი მკრეს. არა უშავს, ზუსტად ვიცი, ყველაფერს შევძლებ, გადავიტან. ცოლ-შვილის გამო ვიტყვი ჩემს უზრუნველ ცხოვრებაზე უარს და მათთვის ვიცოცხლებ. იმედია, ბავშვს რომ დაინახავენ, შვილიშვილი მაინც გაუთბობთ გულს და შეგვირიგებენ. ყველაზე მეტად კი, სამეგობრომ დამწყვიტა გული. რომ მეგონა, ძმაკაცები იყვნენ, მათაც უკან დაიხიეს და ერთხელაც არ მოსულან, არ ვუნახავართ მე და ნანიკო. ერთხელ კი მითხრეს, ალბათ, დროებითია ეს ურთიერთობა, მალე გაივლის და შენც დაფიქრდებიო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა, რა უნდა იყოს? ვერ ვამტკიცებ, რომ ნანიკო სიგიჟემდე მიყვარს, ჯერ არ დაბადებული ბავშვის მომავალზე ვზრუნავ და ყველაფერი მათთვის მინდა. ბევრი ასეთი ამბავი გამიგია, მაგრამ ბოლოს, ყველას ერთი დასასრული აქვს – როცა კაცი თავის სიმაღლეზეა, საყვარელ გოგონას სხვებს არ დააჩაგვრინებს და ცხოვრებასაც ისე მოაწყობს, იქით შეეხვეწებიან შერიგებას. ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება, ამიტომ, დღეს იმ ბედნიერებას შევირგებ, რაც მაქვს.
ერეკლე, 27 წლის.скачать dle 11.3