კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ უნდა გაიკეთოთ პილინგი და გაიწმინდოთ კანი სკრაბით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

როდესაც სახის კანი მოწესრიგებული და სუფთაა, ადამიანი ახალგაზრდულად გამოიყურება. ამისთვის კი, სულაც არ არის საჭირო, ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები და პლასტიკური ქირურგის დახმარება. უბრალოდ, გაიკეთეთ სახეზე პილინგი სწორად და ნახავთ, რომ სახის კანი უფრო მოვლილი და სუფთა გამოჩნდება. ასე რომ, თუ გსურთ, ასაკი დამალოთ, ამას ადვილად შეძლებთ, კანის რეგულარული და სწორად გაწმენდით.
უჯრედების ცხოველქმედების ციკლი, დაახლოებით 4-5 კვირას შეადგენს. თუმცა, მკვდარი უჯრედები კანს არ სცილდება, მის ზედაპირზე გროვდება. თუ მათგან არ გათავისუფლდით, სახე აიქერცლება, გაჩნდება ფერიმჭამელები, კანი მოდუნდება და უსიცოცხლო გახდება. ნაზი, ჯანსაღი და ახალგაზრდა კანის შესანარჩუნებლად, მხოლოდ ყოველდღიური პირის ბანა არ კმარა. კანს გენერალური წმენდა, ანუ პილინგი სჭირდება. პილინგი, კანის ღრმა წმენდის პროცედურაა. გულისხმობს ეპიდერმისის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას და მის ქვეშ არსებული, ახალგაზრდა და ჯანსაღი კანის გასუფთავებას. ის, აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, კანის უჯრედების ნორმალურ ზრდა-განვითარებასა და დროულ განახლებას განაპირობებს.
პილინგი სახის კანზე უნდა წაისვათ წრიული მოძრაობებით, კანის ხაზების მიმართულებით და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. წრიული მოძრაობის ზემოქმედებით, მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირიდან ილაგმება.  კანის რქოვანა გარსიდან კი, მკვდარი უჯრედების მსუბუქი აქერცლა ხდება. გვირილისა და სალბის ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანს ზედმეტ ცხიმს აშორებს და ამით, კანის ფორების ბუნებრივ თვითწმენდას უზრუნველყოფს. სახის კანის გამწმენდი საშუალებების შეძენისას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
მექანიკური პილინგი ყველაზე პოპულარული, მარტივი და უვნებელია. ასეთი პილინგისთვის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სკრაბი. ის მომრგვალო ფორმის პაწაწინა გასაპრიალებელ ნაწილაკებს შეიცავს, რომელთა დახმარებითაც კანი იწმინდება. არსებობს სახისა და ტანის სკრაბები. ორივე შეიცავს დასაბან სუბსტანციას და სხვადასხვა დამარბილებელ, დამატენიანებელ და მკვებავ დანამატებს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ სახის გასაპრიალებელი ნაწილაკები უფრო წვრილია და დამზოგველი, ვიდრე ტანისა და ფეხებისთვის – განკუთვნილი.
ცხიმიანი და შერეული ტიპის კანისთვის უმჯობესია, თიხის საფუძველზე დამზადებული სკრაბი. ის კანს ცხიმს აშორებს და ფორებს ავიწროებს. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის, უმჯობესია, კრემის საფუძველზე დამზადებული სკრაბის გამოყენება. გელის ბაზაზე დამზადებული სკრაბი კი, უნივერსალურია. ფეხებისთვის განკუთვნილი სკრაბი სოკოს საწინააღმდეგო დანამატებს და კომპონენტებს შეიცავს, რაც ოფლის გამოყოფასა და შეშუპებასაც ამცირებს.
სახის სკრაბის გამოყენება, უმჯობესია ძილის წინ. გაიწმინდეთ სახე, სველ კანზე წაისვით სკრაბი და 1-2 წუთის განმავლობაში, მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ სახის მასაჟი. მოძრაობა უნდა მიმართოთ ასე: შუბლის შუა ნაწილიდან საფეთქლებისკენ, პირის კუთხეებიდან საფეთქლებისკენ და ნიკაპის შუა ნაწილიდან ყურის ბიბილოებისკენ. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, ჩამოიბანეთ სკრაბი თბილი წყლით. დამუშავებული კანი საჭიროებს დაცვას, ამიტომ პილინგის შემდეგ, აუცილებლად წაისვით ცხიმიანი კრემი. პილინგის შემდეგ კანი უფრო ნორჩი და გლუვი უნდა იყოს. თუ გაჩნდება სიწითლეები და რამდენიმე წუთში არ გაივლის, ან კანი გეწვით, ესე იგი, ეს სკრაბი არ გიხდებათ და მომავალი პილინგისთვის უფრო რბილი და წვრილი ექსფოლიანტებიანი საშუალება სცადეთ.
სკრაბის გამოყენება შეიძლება, კვირაში მხოლოდ 1-2 დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანმა შეიძლება, დაკარგოს ბუნებრივი დამცველობითი უნარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალი ტიპის კანისთვის. ფერიმჭამელებიანი კანის შემთხვევაში კი, სკრაბი კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თვალების ირგვლივ პილინგი დაუშვებელია.скачать dle 11.3