რა საშუალებას მიმართავდნენ ადრე, ოჯახებს შორის საგვარეულო მტრობის ჩამოსაგდებად და რას შეუძლია ამ წყევლის განეიტრალება » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№2 რა საშუალებას მიმართავდნენ ადრე, ოჯახებს შორის საგვარეულო მტრობის ჩამოსაგდებად და რას შეუძლია ამ წყევლის განეიტრალება

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

შობა-ახალმა წელმა ჩაიარა, მაგრამ წინ ძველით ახალი წელი გველის და შესაბამისად, სადღესასწაულო განწყობა და ფუსფუსი ჯერ კიდევ ძალაშია. განსაკუთრებით, ტკბილეული და „ტკბილად დამიბერდია” კვლავ აქტუალური – ისევ ცხვება საახალწლო ნამცხვარი და ამ პროცესის მთავარი ატრიბუტი, რა თქმა უნდა, შაქარია. ეს ტკბილი სუბსტანცია, ხალხური გადმოცემებისა და ცრურწმენების საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპებისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა მინიშნება ადამიანს მოსალოდნელი უბედურებისგან იცავს, მკვეთრად დადებითი ხასიათის, ანუ შაქარივით ტკბილია, რაც, რომ იტყვიან, ზედგამოჭრილია საახალწლო განწყობისთვის. ამიტომ, ცხობისას, შემთხვევით, შაქარი თუ დაგებნათ, არ იდარდოთ და ასოსიაციით მარილს არ დაუკავშიროთ, მისგან განსხვავებით, წინ ჩხუბი ნამდვილად არ გელით. მაგრამ, თუ რისი წინასწარმეტყველია, ჩვენს ყოველდღიურობაში დამკვიდრებული ეს ყველაზე ტკბილი პროდუქტი, ამას ქალბატონი ეთერისგან, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ეზოთერიკოსისგან, შეიტყობთ.
– მარილთან დაკავშირებით, ლამის ახალშობილმაც კი იცის ნაირ-ნაირი ამბავი, მაგრამ შაქრის შესახებ, დღემდე არაფერი გამიგია...
– უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად დაუმსახურებლად. თუმცა, ამასაც აქვს ობიექტური მიზეზები. თუ მარილსა და თაფლზე ამდენი რამ ვიცით, ეს იმიტომ, რომ ამ პროდუქტთა შესახებ ცოდნას უძველესი დროიდან აგროვებდნენ ჩვენი წინაპრები და შესაბამისად, დღემდეც ბევრმა მოაღწია. შაქარი კი იშვიათობა გახლდათ წინათ. მასზე მხოლოდ მოსახლეობის უზრუნველყოფილ ფენას თუ მიუწვდებოდა ხელი. შესაბამისად, მცირე ხნის ისტორია აქვს მასზე დაკვირვებით მიღებულ გამოცდილებასაც, მაგრამ – უტყუარი.
– ერთი სული მაქვს, გავიგო, რას ნიშნავს შაქრის დაბნევა, რადგან ჯერ არ მქონია შემთხვევა შეფუთვიდან საშაქრეში უდანაკარგოდ მომეხერხებინა მისი ჩაყრა...
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, გექნებათ უშფოთველი და ტკბილი ცხოვრება. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, სად გაიფანტება შაქრის კრისტალები – მაგიდაზე, იატაკზე თუ სულაც, შაქრით სავსე ტომარა გასკდება სახლში მიტანისას. ოღონდ, არცერთ შემთხვევაში, ეს ცუდის მანიშნებელი არ არის. ახლა რა იგულისხმება „ტკბილ” ცხოვრებაში? – მყუდროება და კომფორტი ისე, რომ პრობლემები და სირთულეები ყოველთვის გვერდს აგივლით... და მხოლოდ ეს არ არის: მალე ისეთი თანხის მფლობელი გახდებით, მისი რაოდენობა სასიამოვნოდ გაკვირვებულს დაგტოვებთ. თანაც, შემოსავლის წყარო მოულოდნელი იქნება, რაც შეიძლება, იყოს: ხელფასზე დანამატი, სარფიანი გარიგება, ან სულაც, მემკვიდრეობა შორეული ნათესავისგან. რაც შეეხება იატაკზე დაყრილ შაქარს, ამასთან დაკავშირებით, ერთ ამბავს გავიხსენებ ჩემი ახალგაზრდობიდან. ახალი შეყვარებული ვარ და მეგობართან მივედი ამ თემაზე საჭორაოდ. მას კი ამ დროს, მოულოდნელად, სტუმრები ჩამოუვიდნენ მოსკოვიდან. დატრიალდა დიასახლისი, გაიშალა სახელდახელო სუფრა. მეც მივეხმარე დაქალსა და დედამისს მაგიდის გაწყობაში. ნასადილევს კი, თავი გამოვიჩინე, კარგ ჩაის ვაყენებ და ახლავე მოვამზადებ-მეთქი. ჩაისთან ერთად, რა თქმა უნდა, შაქარიც საჭიროა და აღმოჩნდა, რომ საშაქრე ცარიელია... და აი, იქ შევირცხვინე თავი. შაქრიანი პაკეტი ხელიდან გამივარდა და ეს თეთრი, ტკბილი ფხვნილი მთელ სასტუმრო ოთახში გაიფანტა იატაკზე, სტუმრების თვალწინ. ძალიან შევწუხდი და ერთიანად აწითლებულმა, ცოცხისა და აქანდაზის მოსატანად რომ დავაპირე გაქცევა, სწორედ მოსკოველმა ქალმა შემაჩერა და ღიმილით მითხრა: შენ ამაზე არ ინერვიულო, ყველაფერი სასიკეთოდ მოხდა და თუ შეყვარებული ხარ, მით უმეტეს, უნდა გიხაროდეს, შაქარი ძირს რომ დაგეყარა. შეგიძლია, ამწუთიდანვე დაელოდო თაყვანისმცემლისგან ლამაზ ჟესტს რომანტიკულ გარემოშიო. თქვენ წარმოიდგინეთ, მეორე დღესვე ამიხდა იმ მოსკოველი ქალის წინასწარმეტყველება. ის კი არადა, სწორედ იმ რომანტიკულ ვახშამზე მივიღე ცოლობის წინადადადება და დღემდე ერთად ვართ.
– ეს მარტო ქალზე ვრცელდება?
– არა, არც მამაკაცებს დასწყდეთ გული: შაქარის დაბნევა ისეთ გამბედაობას შეჰმატებთ, თვით ყველაზე უკარება ქალბატონის გულის მონადირებასაც კი შეძლებენ. არ შეშინდეთ, კაცებო, წარმატება გარანტირებულია. საერთოდ, შაქარი ურთიერთობებს ატკბობს და რაც მეტი რაოდენობით დაიბნევა, თუნდაც მთელი ქილიდან ნახევარი, მით უკეთესი. ამ დროს თქვენი წრიდან იმასთანაც კი დაალაგებთ ურთიერთობებს, დიდი ხნის განმავლობაში საერთო ენასაც რომ ვერ პოულობდით. გაგიკვირდებათ, მაგრამ მალე ურთიერთგაგება და პატივისცემა თქვენს შორის არსებულ ყინულს სრულიად დაადნობს. შინაგან სიმშვიდესა და სულიერ წონასწორობას მოიპოვებთ.
– შეყვარებული და რომანტიკა – გასაგებია. მაგრამ, იქნებ არ ჰყავს შეყვარებული თინეიჯერ გოგონას, ან სულაც გათხოვილ ქალს გაუვარდა ხელიდან საშაქრე...
– არ ჰყავს თაყვანისმცემელი და სწორედ შაქარი მისცემს ამის შანსს: წინ სასიყვარულო თავგადასავალი გელით. ვიღაცას ძალიან ძლიერი ლტოლვა აქვს თქვენდამი და მალე გაიგებთ, ვინ არის ის იდუმალი თაყვანისმცემელი. არ არის გამორიცხული, ისეთ მამაკაცს შეხვდეთ, თქვენს გულს ერთი ნახვითაც რომ დაიპყრობს. მაგრამ, გაითვალისწინეთ, მინიშნებასაც უნდა ცოტა წახმარება: დაბნეული შაქრის ზედაპირზე თითით გული უნდა გამოსახოთ. თუმცა, არც გათხოვილმა ქალებმა იდარდოთ, უცაბედი დაუდევრობის გამო: დაბნეული შაქარი ცოლ-ქმარს შორის კვალავ დაატკბობს ურთიერთობებს, რომანტიკულ პერიოდს განაახლებს და მინავლებულ ვნებასაც გააღვიძებს. ხოლო, ამ ტკბილი სუბსტანციით სავსე ტომარა თუ გასკდა, სასიხარულო ამბისთვის მთელი ოჯახი მოემზადეთ. წინ მხოლოდ უღრუბლო მომავალია. მაგრამ, არც ისე გაგიტაცოთ გამდიდრებასა და კარგ ცხოვრებაზე ოცნებამ, რომ ამისთვის ტომარა სპეციალურად დააზიანოთ. დაიმახსოვრეთ, მინიშნება მხოლოდ მაშინ შესრულდება, როცა შემთხვევითობის კანონია დაცული.
– ხომ არის ზოგ ქვეყანაში ტრადიცია, როცა ახალდაქორწინებულებს ბრინჯსა და შაქარს აყრიან...
– და ამას აკეთებენ ნიშნად იმისა, რომ ბარაქა და კეთილდღეობა არ მოაკლდეს მათ ოჯახს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ, თუ არ გინდათ, რომ სიძე-პატარძალს შაქრის შეყრით საქორწინო სამოსი გაუტკბილიანდეს და დაესვაროს, ისიც საკმარისია, შაქარს გზის იმ მონაკვეთზე თუ მოაბნევთ, სადაც ხელმოწერის შემდეგ უნდა გაიაროს წყვილმა. ასეთი ხერხით, ახალდაქორწინებულებს ერთად გასავლელ ცხოვრების გზას დაუტკბობთ.
– მოკლედ, ნაკლი ვერ მოვუძებნეთ ამ პროდუქტს...
– მართალაც, რამდენი მინიშნებაც არ უნდა გავიხსენო შაქართან დაკავშირებით, ყველა დადებითია და მხოლოდ ბედნიერებას, სიკეთესა და ბარაქას წინასწარმეტყველებს, განსახვავებით, მისი თანამესუფრისგან, მარილს ვგულისხმობ. მარილის დაყრა რომ ჩხუბის მომასწავებელია, ამას ადრე ერთგვარ იარაღადაც კი იყენებდნენ: წინასწარ აბნევდნენ, რომ მერე მოწინააღმდეგე დუელში გამოეწვიათ და საგვარეულო მტრობა ჩამოვარდნილიყო ოჯახებს შორის. შაქრით კი, პირიქით, მარილის დაბნევის შედეგის, ანუ მოსალოდნელი უსიამოვნების, თავიდან აცილებაც კი შეიძლება. ამისთვის საკმარისა, დაბნეულ მარილს მწიკვი შაქარი მოაყაროთ ზემოდან და უბედურებაც ზურგს შეგაქცევთ.
скачать dle 11.3