კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ დაუფრთხო მშვიდი ცხოვრება სტალინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუდამოდ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი უდიდესი პოლიტიკური გამჭრიახობით იყო დაჯილდოებული და სხვა თვისებებთან ერთად, პოლიტიკური კრიზისების განეიტრალების გენიალური უნარიც ჰქონდა. საბჭოთა ბელადს დიდი წარმატებით შეეძლო მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური საფრთხის 180 გრადუსით შეტრიალება და საპირისპირო მიმართულებით გაშვება. სტალინის ბიოგრაფიაში არაერთი ისეთი მომენტია, როცა ბელადის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებას თავად მისი შემქმნელი დაუზარალებია და ბევრად უფრო მეტი ზიანი მიუყენებია მისთვის.
დასავლეთის მიერ საბჭოეთისთვის  „ცივი ომის“ გამოცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა სოციალისტურ ევროპაზე გაათმაგდა. ერთ-ერთ „საიდუმლო სერობაზე“ „თეთრ სახლში“, ოვალური კაბინეტის მასპინძელი, პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი შეჰპირდა თავის „ქორებს“, რომ საბჭოთა კავშირსა და მის მმართველს (სტალინს) ჯერ მუხლებზე დააჩოქებდა, შემდეგ კი, საერთოდ გააქრობდა. შემუშავებული გეგმის მიხედვით, შეერთებულ შტატებს უნდა გაეძლიერებინა ძირგამომთხრელი საქმიანობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, იმდენად არა თვით საბჭოეთში, არამედ, ეგრეთ წოდებულ, „წითელ ევროპაში“, ანუ დანარჩენ სოციალისტურ ქვეყნებში. ამერიკელები ვარაუდობდნენ, რომ თუკი ასეთი საქმიანობა წარმატებით მოიკიდებდა ფეხს სოციალისტურ ევროპაში, საბჭოთა კავშირს, უბრალოდ, არც ფინანსური, არც სამხედრო და სხვა რესურსი ეყოფოდა ამის არამც თუ გასანეიტრალებლად, არამედ შესანელებლადაც კი... სტალინს ბერიას სტრატეგიულმა დაზვერვამ ამ „საიდუმლო სერობის“ სრული ანგარიში უკვე ოთხი დღის შემდეგ დაუდო მაგიდაზე. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა კრემლში გამომიძახა. კაბინეტში ის მარტო იყო. უხმოდ მიმითითა სკამზე და რომ დავჯექი, წითელგრიფიანი, ზესაიდუმლო საბუთები წინ დამიდო და მითხრა:
– აი, რა მოიპოვა ბერიამ. გაეცანი და შენი აზრი მითხარი.
საბუთებში ეწერა, თუ როგორ აპირებდა, შეერთებული შტატები ჩვენი მოძმე ქვეყნების მეშვეობით, ჩვენს დაჩოქებას, რაც საკმაოდ მიზანმიმართულად და თანამიმდევრულად იყო ჩამოყალიბებული, ნამდვილი ამერიკული გაქანებით. ეს კი ჩვენთვის, მართალია, უცხო ხილი არ გახლდათ, მაგრამ საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავდა. ამერიკელები არ ხუმრობდნენ. ზუსტი აქცენტები ჰქონდათ დასმული და საამისოდ საკმარისი რესურსიც ჰქონდათ. კითხვა რომ დავამთავრე, საბუთები მაგიდაზე დავდე და სტალინს ვუთხარი:
– კარგი გეგმაა. ჩვენთვის ძალიან სახიფათო და დიდი ძალისხმევა გვმართებს მის გასანეიტრალებლად.
– გეთანხმები. გეგმა საკმაოდ კარგია და რაც მთავარია, ეშმაკურად მოფიქრებული. ყველაფერი იმაზეა ძირითადად გათვლილი, რომ ძალები გაგვაფანტინონ, შემდეგ კი, ერთიანი ფრონტით შემოგვიტიონ და დაგვამარცხონ, – მითხრა სტალინმა. თუმცა, შევატყვე, რომ სრული კონტრგეგმა თუ არა, მისი ჩონჩხი მაინც ჰქონდა გონებაში. ამიტომ ვკითხე:
– რას აპირებ, კობა?
– შენ რას მოიმოქმედებდი? – კითხვა შემიბრუნა სტალინმა.
– არ ვიცი, მოსაფიქრებელია, – მივუგე მე.
– მე ვიცი. ამ ვაჟბატონებს მათივე გეგმით უნდა შევებრძოლოთ. სხვათა შორის, კარგი იდეა მოგვაწოდეს. ჩვენი კონტრნაბიჯები ბევრად უფრო მოულოდნელი, დამაბნეველი და ეფექტური იქნება. ისინი მიიღებენ იმას, რაც ვერც კი წარმოუდგენიათ, – თქვა სტალინმა. გააბოლა და დაამატა, – ჩვენ ბოლოს მოვუღებთ მათ მშვიდ, ერთპიროვნულ ბატონობას ლათინური ამერიკის კონტინენტზე და ერთიანი ფრონტით იქით შევუტევთ.
სტალინის ამ სიტყვებმა გონება გამიხსნა და მივხვდი, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდა“.
ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ამერიკის შეერთებული შტატები ერთპიროვნულად ბატონობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მათი ტრანსნაციონალური კორპორაციები განუკითხავად ითვისებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ რესურსებს და ზღაპრულად მდიდრდებოდნენ. განმკითხავი კი არავინ ჩანდა. მართალია, იყო თითო-ოროლა საპროტესტო გამოსვლა, მაგრამ ჩანასახშივე სპობდნენ. მათ ლიდერებს კი კლავდნენ. სტალინმა საბჭოთა უშიშროების შესაბამის სტრუქტურებს სასწრაფო წესით დაავალა, ეგრეთ წოდებული „ლათინოსთა შერეული ჯგუფების“ შექმნა, მომზადება, აღჭურვა და მთელ ლათინო-ამერიკულ კონტინენტზე გადასროლა. ამ აქციის მომზადება მაშინდელი საბჭოთა საგარეო დაზვერვის მეთაურებს – ფიტინსა და სუდოპლატოვს დაევალათ, რომლებსაც მსგავსი საქმიანობის წარმოების მდიდარი გამოცდილება ჰქონდათ. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ეგრეთ წოდებული „ლათინოსთა შერეული ჯგუფები“, ერთი მხრივ, კარგად იყვნენ მომზადებული პარტიზანული ბრძოლისთვის, მეორე მხრივ კი – ამ რაზმებში, გახლდნენ, ასევე, კარგად მომზადებული კომუნისტ-პროპაგანდისტები. მათ კომუნისტური აგიტაცია უნდა ეწარმოებინათ მთელ ლათინო-ამერიკულ კონტინენტზე. თითოეულ პარტიზანულ რაზმს ჰყავდა თავისი კურატორი და მეკავშირე. საერთო კურატორი კი, მე ვიყავი. პირველი პარტიზანული რაზმები ეკვადორში, ჰონდურასსა და ვენესუელაში გადაისროლეს. ისინი ჯუნგლებში დაბანაკდნენ და იქიდან გაშალეს ფართო, ანტიამერიკული მოძრაობა. ამას ამერიკელები არ ელოდნენ და გონს რომ მოეგნენ, ანტიამერიკული მოძრაობა მთელ ლათინო-ამერიკულ კონტინენტს იყო მოდებული და ცეცხლივით მძვინვარებდა“.
სტალინის ამ გენიალურმა მიგნებამ, ერთი მხრივ, ამერიკელების გავლენა შეასუსტა ევროპაზე და ყურადღების კონცენტრაცია ყურის ძირში, თავიანთ კონტინენტზე გადაატანინა. მეორე მხრივ კი, ამერიკას, თავისსავე კონტინენტზე უმძლავრესი ოპოზიციური სამხედრო ძალა დაუპირისპირდა და სწორედ მას მოჰყვნენ კასტრო, ჩეგევარა და სხვა გამოჩენილი ლათინოსი რევოლუციონერები, რომლებმაც შტატების მშვიდი ცხოვრება სამუდამოდ შეარყიეს. ამის მთავარი შემოქმედი კი საბჭოთა ბელადი – იოსებ სტალინი გახლდათ.
скачать dle 11.3