კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ტერორისტები ჩამოვლაზე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„როცა თქმითაც დაშავდების“?!



პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა (ან კი როგორ არ მოჰყვებოდა, როდესაც ვნებათაღელვა ჩვენი სტიქიაა?!). მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მძიმედაა დაჭრილი. ამიტომაც იქაურმა უხუცესებმა წერილითაც კი მიმართეს ხელისუფლებას (არც თუ მუქარის ტონის გარეშე) და ერთ-ერთმა პანკისელმა ქალბატონმა იმითაც კი შეგვაშინა, რომ ჩეჩნეთის ან ინგუშეთის პრეზიდენტებს მიმართავდნენ დახმარებისთვის (უპატრონოები კი არ ვართო).
ამ ერთმა დეტალმა (არადა ეს ოხერი ეშმაკი დღენიადაგ დეტალებშია!) გამოამზეურა ის სამწუხარო ამბავი, რომ, თურმე, ამ ჩვენს პანკისელებს (მის ნაწილს) ისევ ვერა და ვერ გაუცნობიერებიათ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მეორე მხრივ კი, ამ ამბავმა ჩვენი პარლამენტის პოლიტსიბეცეც გამოამჟღავნა, თავს რომ იწონებენ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობის მიღება ისევე გამარტივდა, როგორც ფაფის ჭამა. ჰოდა, აი, მაგალითად, არ ვიტყვი, რომელი ხეობის, ჩვენმა თანამემამულეებმა რომ, ვთქვათ, რფ-ის მოქალაქეობა მიიღონ და დახმარებისთვის მიმართონ (ვფიქრობ, შეხსენება არ სჭირდება იმას, თუ როგორ „დაეხმარა“ რფ 2008-ში ოს სეპარატისტებს)?!
რაც მთავარია, ამ პროცესში უხუცესთა ჩარევის გამო, კრინტიც არ გაუღია ამ ჩვენს არასამთავრობო სექტორს (რომელიც, მაგალითად, დღენიადაგ გამეცადინებულია, იმის ჭვრეტით, რომელიმე სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესიის ფლანგიდან, ხომ არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში), თითქოს უხუცესები და სეკულარიზმი განუყოფელია!
უსაფრთხოების სამსახურმა პანკისელ უხუცესებს ვიდეოჩანაწერები გააცნო, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებდა ძალოვანების მიერ ოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის ბრალეულობას, ანუ ტერორისტ ჩატაევთან კავშირს.
უხუცესებმაც თითქოს ირწმუნეს პანკისელი ახალგაზრდის ბრალეულობა, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ ჩატაევთან ნაცნობობა არაფერს ნიშნავს. როგორც  მოსალოდნელი იყო, საზოგადოების აზრი კვლავ გაიყო: ერთნი დაჟინებით მოითხოვენ, რომ სუსმა დეტალურად უამბოს, რა და როგორ მოხდა; მეორენი – ნანახითაც კმაყოფილდებიან.
ხოლო, თუ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ და იმასაც დავამატებთ, რომ პანკისში შემოსაჯლიგინებლად ეს ჩვენი ოკუპანტი სულ მზადაა (და პერიოდულად საამისოდ ამუშავებს ხოლმე რუსულ საზოგადოებრივ აზრს), და გავიხსენებთ, რომ ისლამური სახალიფოს მებრძოლები, ცხადზე უცხადესია, ტრანზიტად აქტიურად იყენებენ ამ ჩვენს ქვეყანას (და დასაყრდენი აქაც ეყოლებათ), ისეთ სახიფათო რკალში ვართ, როდესაც დუმილი ოქროა და არა – საჯარო დებატები, თუ რომელმა ტერორისტმა რომელი მხრიდან შემოგვიარა. –
скачать dle 11.3