კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მუქთამჭამელები დემოკრატიულად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ მორცხვი ოპოპოლიტპარტიები


ის, რომ ეს ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება პიარს არ სწყალობს (არადა წინა ამის გარეშე არც კი სუნთქავდა, არათუ ნაბიჯს დგამდა) ისეთივე ცხადი ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ კვერცხი ოვალურია.
ჰოდა, რადგან ის ოვალურია, ეს კი არ სწყალობს, სემეკმა ზუსტად მანამ (აი, წკიპზე), სანამ ჩვენებური საათები 12-ს ჩამოჰკრავდნენ, რომ 2018 წლის შემოსვლა ეცნობებინათ, თბილისელებს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები გაუზარდა.
მართალია, კომპანიებს („თელასსა“ და GWP) განაცხადები ადრე ჰქონდათ შეტანილი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნება, მაინცდამაინც, 2017 წლის ბოლო წუთებში რატომ გადაწყვიტეს, ჩემი დედაკაცური გონებით ვერა და ვერ ვწვდები ამ წიაღსვლას (იქნებ თქვენ მაინც მიხვდეთ).
რაც ყველაზე საინტერესოა, სემეკის თავქალმა (წელიწადში მეოთხედი მილიონი ლარი რომ აქვს ხელფასი) გვაუწყა, რომ ტარიფების მატებას ლარის გაუფასურებასთან კავშირი არ აქვს! უარესიც: ტარიფების მატება ამ კომპანიების მიერ გასაწევ სამომავლო ინვესტიციებს უკავშირდება.
ანუ მოსახლეობამ უნდა დააფინანსოს თავისი ჯიბიდან კერძო კომპანიების ინვესტიციები, რომლებიც ამ კომპანიებს მოგებასაც მოუტანს ისე, რომ სესხის აღებაც კი არ დასჭირდებათ ბიზნესის გასაფართოებლად და მოსაძლიერებლად.
მოტივი, ცხადია, უკანონოა და ისე თვალშისაცემად, რომ, წესითა და რიგით, ამ ჩვენს ოპოპოლიტპარტიებს ისეთი ქარიშხალი უნდა აეტეხათ, სასამართლოს კართან რიგი დაეყენებინათ, პათოსით, აბა, ვინ ვის მოასწრებდა სარჩელის შეტანას, მაგრამ, როგორც ჩვენი პრეზიდენტყოფილი იტყოდა, ნურას უკაცრავად. ოპოპოლიტპარტიები დუმილის უფლებას იტოვებენ, რაც ფრიად საეჭვოა.
ერთი სიტყვით, რაკი „სახალხო თვითმმართველობამ“ მაინც ითავა და სემეკის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, იქნებ, ამ ოცდამეერთე საუკუნეში მაინც ავიცილოთ თავიდან აწ უკვე ასე აშკარა მონათმფლობელობა, თუმცა, თუ სემეკის გადაწყვეტილებასა და სრულიად ქართული პოლიტსპექტრის მიერ პირში წყლის ჩაგუბებას გავითვალისწინებთ, რატომ მხოლოდ ინვესტიციების დაფინანსება?! „თელასისა“ და GWP-ს მფლობელთა რჩენაც აბონენტებს უნდა დაეკისროთ: ბოლოს და ბოლოს, თუ მონობაა მონობა იყოს! –

скачать dle 11.3