კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ უმეგობრდებოდა ნუგზარ კვაშალის მეუღლე ქმრის „მეგობარ ქალებს“ და რატომ არის ის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების მომხრე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ნუგზარ კვაშალისთვის ახალი წელი ორთვიან ქეიფთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებულ დროსა და ლამაზ მოგონებებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ წლები ემატება და ბევრი ეუბნება, ამაში გასახარი რა არისო, ამ დღესასწაულს სიხარულით ხვდება და ტკბილი სიბერეც ბედნიერებას ანიჭებს.
ნუგზარ კვაშალი:
ერთ ახალ წელს ლათინურ ამერიკაში შევხვდი. იქ ასეთი ტრადიციაა – გასული წლის საბუთებს ქალაქში ყრიან და ქუჩები თეთრადაა მოფენილი, რაც თოვლის იმიტაციას ქმნის. იქ ხომ თოვლი არაა და მონატრებული არიან ამ ყველაფერს. ამ გზით გასულ წელში ტოვებენ იმ ქაღალდებზე დაფიქსირებულ პრობლემებს და ახალს თავისუფლები ხვდებიან. ყოველი ახალი წელი მიხარია. ვახტანგ ტატიშვილი მეუბნება, რა გიხარია, ვბერდებითო. მაგრამ რა ვქნა, მაინც მიხარია. ამ წელს მეორე შვილიშვილს ველოდები. მითხრეს, ისიც გოგოაო. უფროსი შვილიშვილიც გოგო მყავს. მეუღლეც ხომ გოგოა და ჩემი ორი რძალი. მოკლედ, განებივრებული ვარ ქალებით. კიდევ გენდერულ თანასწორობაზე რომ მესმის საუბარი, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი რეაქცია (იცინის). ყველა ერთად ვცხოვრობთ და ამით უბედნიერესი ვარ. ბაბუა ამბობდა, ოჯახი მაშინაა ბედნიერი, როცა ათი ადამიანი შემოუსხდება სუფრასო. წელს რვა გავხდებით და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი მეგრელი რძალი მყავს, მეორე – გურული. გურული ახლა შემოგვემატა. ჩემი 44 წლის შვილი, როგორც იქნა, დაქორწინდა. მე უკვე ჩაქნეული მქონდა ხელი, მაგრამ დედამისი არ ნებდებოდა (იცინის). ახალ წელს, ოჯახის თოვლის ბაბუა, რა თქმა უნდა, მე ვარ. უფროსებს ბევრი არაფერი უნდათ, ას-ას ლარს აჩუქებ და ეგაა, მაგრამ ისე, შვიდჯერ ასი ცოტა არაა (იცინის). შვილიშვილი ჯერ კიდევ თოვლის ბაბუას წერს წერილს და მე არ მაკითხებს. მაგრამ, მაინც გავიგებ, რა უნდა და ვაჩუქებ (იცინის). რაც შეეხება მეკვლეს, უკვე 35 წელია, ჩემი უმცროსი შვილი ასრულებს ამ მოვალეობას. მთავარია, როგორი განწყობა გექნება და ყველაფერი ისე წარიმართება. 2017 წელი კარგი იყო, როგორც გითხარით, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, შვილი დავაქორწინე. გავგიჟდი სიხარულით. უკვე ქორწილი იყო და მაინც არ მჯეროდა, რომ ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა. ახლა სახლში რომ მივდივარ და მეორე რძალს ვხედავ, სანამ „აზრზე მოვალ“, გაკვირვებული ვუყურებ ხოლმე (იცინის).
– ახალი წელი ნაბახუსევთან ასოცირდება. ამ ამბებში როგორ გაქვთ საქმე?
– უფ, „პახმელია“ მენატრება. ეგ ადრე იყო, ნორმალური სასმელი რომ არ გვქონდა და საშინელებებს ვსვამდით. ახლა სადღაა ეგრე. ზოგჯერ მინდება, რაღაც ცუდი დავლიო, რომ დილით თავმტკივანმა გავიღვიძო და დიდი ჯამით, ცხელი ჩიხირთმის დალევის საბაბი მქონდეს. ზედ კი ერთი ორასი გრამიც დავაყოლო, მაგრამ აღარ გამომდის. ახლა სულ კარგ სასმელს ვსვამ (იცინის). ახალი წელი ყოველთვის კარგთან ასოცირდება, მაგრამ ადრე მაინც სხვა იყო. მამაჩემის ოჯახში საოცარი ტრადიცია გვქონდა. სუფრა 25 დეკემბერს იშლებოდა, მერე მოდიოდა ჩემი ბიჭის დაბადების დღე – 26 დეკემბერი. 1 იანვარს ახალ წელთან ერთად, დედაჩემის დაბადების დღე იყო, 15-ში – ჩემი. ახლა ორი ექვსიანი ვხდები. თუ გავქაჩე სამ ექვსიანამდეე... მაგრამ არაა, არ მინდა, რა ჯანდაბად მინდა ეშმაკის ციფრი (იცინის). მერე, 30 იანვარს, ჩემი ძმის დაბადების დღეა, 15 თებერვალს – მამაჩემის და მოკლედ, მთელი ორი თვე გრძელდებოდა ჩვენს ოჯახში ქეიფი და ახალი წელი. უბედნიერესი დრო იყო. მაგრამ, ცხოვრება გადის, ზოგი მიდის და ზოგი მოდის. მე წელსაც გავედი პირველ იანვარს დედაჩემის საფლავზე – ეს ჩემი ტრადიციაა. სხვათა შორის, სამ თვეში ერთხელ მეგობრები ვიკრიბებით და წასულებს ვიხსენებთ. უკვე ძალიან ბევრი შეგროვდა, თან, სასწაული ადამიანები. ადრე საფლავზე რომ გავდიოდით, ხუთლიტრიანი გვყოფნიდა, ახლა ორი ოციანიც არაა საკმარისი. ცოტა ხანში, ალბათ, ნახევარი ტონაც ცოტა იქნება. მე, პირადად, 58 წლის გავხდი ბაბუა და მაშინ ღმერთს ვთხოვე – ეგება, საბავშვო ბაღში მაინც მივიყვანო ბავშვი-მეთქი. არ არის პრობლემაო, – ჩამესმა ყურში. მერე ცოტა გავთამამდი. ეგება, წიგნით ხელშიც ვნახო სკოლაში-მეთქი და ისევ – არ არის პრობლემაო. ახლა უკვე ძალიან გავთამამდი და ვთხოვე: იქნებ, ქორწილსაც მომასწრო-მეთქი, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიმიღია (იცინის).
– ახლა უფრო მეტი მიზეზი გაქვთ. მეორე შვილიშვილს ელოდებით. მოდი, ახალ წელთან დაკავშირებული მხიარული ისტორიები გავიხსენოთ.
– ერთხელ, ლაოსში 70-გრადუსიან სიცხეში შევხვდი ახალ წელს. იქ არხებით მოდის წყალი და თურმე, როგორი ტრადიცია ჰქონათ: მოგეპარებიან და წყალს გასხამენ თავზე – ეს არის მათთვის ახალი წლის მოლოცვა. ერთმა პირდაპირ არხიდან ამოიღო დიდი ჭიქით წყალი და შიგ სახეში შემომასხა. ორასი ბაყაყი იყო იმ არხში და წყალი ბაყაყის „ხიზილალებით“ – სავსე. აიღო და ზედ სახეზე მომაფრქვია. ეტყობა, ჩემმა თავის ზომამ მიიზიდა. გადავირიე კაცი, მაგრამ რაღას ვიზამდი, ველოსიპედით იყო და იმას დავეწეოდი? (იცინის). მახსოვს, ისეც მოხდა, რომ ერთი დღის განმავლობაში სამჯერ შევხვდით ახალ წელს სხვადასხვა ქალაქის დროით და ბოლოს უკვე ენას ვეღარ ვიბრუნებდით. თუმცა, ახლა, ძირითადად, „ვიპარავ“ ხოლმე ღვინოს სუფრაზე. ვცდილობ, ორის მაგივრად, ერთი დავლიო, მაგრამ, რომ მგონია, კარგად ვარ და ჯერ ძალიან არ დავმთვრალვარ, სახლში კი მოვდივარ. სახლში მოვდივარ, მაგრამ, უცებ ვიღვიძებ დილით და სად ვარ, არ ვიცი. ვერაფრით ვხვდები, ეს როგორ ხდება (იცინის). ერთხელ, დავიძინე თბილისში და გავიღვიძე – ქუთაისში. არავინ თქვას, რომ ეს ასაკის ბრალია. ადრეც ხდებოდა მსგავსი რაღაც და ახლაც მემართება. სიმართლე გითხრათ, ეს ბედნიერებაა. ჩემი ანგელოზი მმფარველობს და ასეთ მდგომარეობაში ცუდი არასდროს შემმთხვევია.  ჩემს დანახვაზე, პირიქით, განიმუხტება ხოლმე სიტუაცია. ყოფილა შემთხვევა. იარაღი ამოუღიათ და ერთმანეთისთვის დაუმიზნებიათ, მაგრამ შუაში ჩავმდგარვარ, რას შვრებით, ბიჭებო-მეთქი და განმუხტულა დაძაბულობა. ერთხელ კლუბში ვიყავი „კნოპკიანი დანით“, რომელიც მაშინ იშვიათობა იყო. რატომღაც ავიღე და ჯიბეში ჩავიდე. ბიძაჩემის იყო. მივედი კლუბში და „კაი ნარკამანების“ გვერდით აღმოვჩნდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ავდექი, გავედი, ეს დანა ამოვიღე ჯიბიდან და დავდე. ღმერთმა დამიფარა – მაგიდასთან რომ დავბრუნდი, მილიცია მოვიდა და ყველა აგვიყვანა. მერე კი გამოგვიშვეს, მაგრამ ის დანა რომ ჯიბეში მქონოდა? მხოლოდ გაგვაფრთხილეს, რა გინდათ ამათთანო?! როგორც გურულებმა იციან: მორფი არ მოგაწევინონ მაგათ, ბაბუაო.
– ახალ წელს სხვა ქვეყნებში მათ ტრადიციულ კერძებს არ მიირთმევთ ხოლმე?
– ყველანაირი სამზარეულო მიყვარს: ძაღლის ხორცი, კუს სუპი, ბეჰემოთის ჩაქაფული, ნიანგის სუკები. გველის სუპი ვჭამე ვიეტნამში და სხვათა შორის, უგემრიელესია. არაფერზე მაქვს პრობლემა, პირიქით, მაინტერესებს. გურმანი ვარ და იცით, რაზე ვგიჟდები?  რატომ უნდა ვჭამო გოზინაყი მარტო ახალ წელს? აგვისტოში არ შეიძლება? ინდაურიც მომენატრება ხოლმე სხვა დროს. ახლა ჩემი მეუღლე მამარხულებს და გადარეული ვარ. მეგობრებთან ერთად ვიყავი ახლახან, ისინი საოცრებებს ჭამდნენ და მე სტაფილო გეახელით.
– სხვა ქვეყნებში გადამხდარი თავგადასავლები ხშირად გოგონებს უკავშირდება, მათ შორის, ალბათ, ახალ წელსაც.
– ჩემი მეუღლე ძალიან ლამაზი გოგო იყო. შეიძლება, უფრო ლამაზი ქალიც შემხვედროდა, მაგრამ მერე მახსენდებოდა, რა ლამაზი ცოლი მყავდა და... ისე, ქართველი კაცები ქალებთან რომ მიდიან, იმდენი სასმელი მიაქვთ, ვერ გაიგებ, საქეიფოდ მიდიან თუ... ნუ, ახლა, თვეობით თუ ხარ წასული, თან, რუსეთში, მაშინ შეიძლება, სხვა ქალზე ფიქრი. ოკუპანტს ეძახიან რუსეთს და საერთოდ, ეს ქვეყანა ყოველთვის ოკუპანტი იყო, მაგრამ ადრე რუს ქალებს ჰქონდათ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული. ჰოდა, ამიტომ, მე მომხრე ვარ რუსეთის მხრიდან ოკუპაციის, მაგრამ, ვიგინდარების კი არა, ქალების მიერ. ისე, სიმართლე გითხრათ, ჩემს ცოლს პირდაპირ რომ ვეუბნებოდი სიმართლეს: აგერ გოგო მყავს ნომერში-მეთქი, მპასუხობდა: ოო, კაი, კაი, ახლა. შენ იცი, ვინ მოატყუეო?! რომ ვუყვებოდი ამ გოგოებზე, არ იჯერებდა. ვეტყოდი, სასწაული გოგო იყო, ნომერში ვიყავით, შამპანური დავლიეთ და... აჰ, არ გეტკინა არაფერი. იმ დროს თბილისში წყალი და შუქი არ იყო – რა ნომერი, რა შამპანური. ამიტომ არ სჯეროდა ჩემი სიმართლის რუსებთან დაკავშირებით. აი, ტყუილი რომ მეთქვა: რას ამბობ, საყვარელო, მსგავსი არაფერი მომხდარა-მეთქი, მაშინ გადაირეოდა, მატყუებო. ამიტომ მეც შესაბამისი ტაქტიკა შევიმუშავე (იცინის). ისე, ვახო ტატიშვილია განთქმული მექალთანე. რომ ჩავიდოდა  მოსკოვში, გადმოიღებდა თავის შვიდტონიან რვეულს, სადაც ქალების ნომრები ეწერა და რეკავდა. მოიკითხავდა ხოლმე იმ ლამაზ ქალებს და იქიდან ეტყოდნენ: ეგ აღარ არის, მოკვდაო. ეს რომ გაოცდებოდა  რისგან, ბატონო და სიბერისგან, სიბერისგანო, – პასუხობენ ისინი. ასეა, დავბერდით (იცინის). მაგრამ, ჩვენ ძალიან „გასართობ გოგოებთანაც“ არ გვქონია ურთიერთობა. კარგი გოგოები იყვნენ. მთავარი სექსი კი არაა, მერე შეიძლება, შენი ძალიან კარგი მეგობარი გახდეს ის ადამიანი. მოსკოვში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ვინც ჩემი მეუღლე გაიცნო, მე აღარ მკითხულობდნენ, მას უმეგობრდებოდნენ (იცინის). თუმცა, ახლა სადღა არიან ისინი ცოცხლები (იცინის).
скачать dle 11.3