კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2018 (165)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)

№1 როგორ ხატავს ლაშა ბაღათურია ნიუ-იორკის პეიზაჟებს სამ წუთში და როგორ მოხვდნენ მის ობიექტივში ცნობილი მოდელები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ქართველმა მხატვარმა, რომელიც სპრეით ნიუ-იორკის პეიზაჟებს ხატავს და მინი-შოუებსაც აწყობს, ამერიკელების სიმპათია მალე დაიმსახურა. ლაშა ბაღათურია ორი  წელია, ნიუ-იორკშია. ლაშამ საქართველოში სამხატვრო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ინტერიერის დიზაინზე იმუშავა. ჯერ კიდევ სამშობლოში შექმნა ნახატი, სახელწოდებით – „ჩემი ოცნება“, რაც მისი ამერიკული ოცნების ვიზუალიზაციად იქცა. მას შემდეგ ერთი უცხოური საიტის საშუალებით, ნიუ-იორკის ცენტრში გამართულ დიზაინერების გამოფენაზე აღმოჩნდა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ცნობილი დიზაინერები გაიცნო. დღეს ამერიკულ კოლეჯში სწავლობს და მის გეგმებში „აისიეფეფის“ გამოფენაზე ახალი დიზაინის წარდგენა შედის.
– ხატვა როდის დაიწყე და რა არის შენი ინსპირაციიის წყარო?
– ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. ჩემი საყვარელი ფრაზაა „თავისუფლება“. ყოველთვის, როცა ვხატავ, მას თავისუფლებას ვუკავშირებ. რწმენა, მიზნისკენ სწრაფვა, სინთლე, თავისუფლება, განცდა, რომელიც თან მოაქვს მოქმედებას.
ამ ნახატში ავსახე საკუთარი თავი, სადაც სინათლისკენ მივისწრაფი. დამოუკიდებელი ცხოვრება ადამიანს აძლევს უდიდეს გამოცდილებას, საკუთარი თავის რწმენას. ბედნიერებაა, აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს. უნდა გქონდეს თვითრწმენა და უსმინო გულს. ასე, იპოვი თავისუფლებას.  სწორედ ესაა ამ ნახატისა და ჩემი მთავარი სათქმელი.
– ინტერიერის დიზაინით როდის დაინტერესდი?
– ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მომწონდა. საქართველოში რამდენიმე ბინის დიზაინი გავაკეთე, გამოცდილება მივიღე და ვცდილობდი, რაიმე უცხო და მოდური შემექმნა. მინდოდა, ყველაფერი ზუსტად გამეთვალა  და გადავწყვიტე, ინტერიერის დიზაინზე ჩამებარებინა, მაგრამ საკუთარი გეგმები მაშინაც მქონდა. რეალურად, ყველაფერი ისე მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც შორიდან ჩანს. ემიგრაციაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, მით უმეტეს, ნიუ-იორკში. ამისთვის უნდა მემუშავა და პირველად, რაც თავში მომივიდა, ავეჯის გადაზიდვის სერვისი იყო. მუშაობის პროცესში სრულიად ორიენტირებული ვიყავი, რომ ქინგსბოროს კოლეჯში ჩამებარებინა. ეს იყო ჩემი მიზანი და მე ეს შევძელი.
– ახლა რას საქმიანობ ამერიკაში?
– სწავლის პარალელურად, ვმუშაობ თაიმ სქვერზე – სპრეით ვხატავ ნიუ-იორკის პეიზაჟებს. პორტრეტების ხატვით დავიწყე, თუმცა, მალევე მივხვდი, სპრეით ხატვა უფრო მიზიდავდა. თავიდან, ხალხთან ურთიერთობა გამიჭირდა, მაგრამ მალევე ავუღე ალღო. ახლა უკვე მსიამოვნებს, როცა ჩემ ირგვლივ შემოკრებილ ხალხს ვუყურებ, რომლებიც ვიდეოებსაც მიღებენ, ხატვის პროცესს აკვირდებიან და შედეგით გაოცებულები, გაფართოებული თვალებით მიყურებენ.
ხატვის ხანგრძლივობა 5 წუთიდან 3 წუთამდე დავიყვანე, ტექნიკა გავაუმჯობესე და მეტი ნახატი მეყიდება. ხშირად სავიზიტო ბარათსაც მთხოვენ. მიხარია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩემი ნახატებით კედლებს ამშვენებენ. ამ საქმიანობის გარდა, ფოტოგრაფიითაც ვარ გატაცებული. ჩემს ობიექტივში მოხვდნენ ცნობილი მოდელები და მსახიობები. ვმუშაობ „ნიუ-იორკ ფეშენ-ვიქისთვის”. სწავლის დასრულების შემდეგ, ინტერიერის დიზაინზე ვაპირებ მუშაობას. ეს უკვე სხვა გამოწვევების წინაშე დამაყენებს, რისთვისაც თავდაუზოგავად ვიმუშავებ.
скачать dle 11.3