კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ აღარ ითამაშა ბერიას როლი ბესო ზანგურმა და სად შეუძინა მან მეუღლეს ჰიურემ სულთნის ბეჭედი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ბესო ზანგურს ახლახან რუსეთიდან ლავრენტი ბერიას როლზე ჰქონდა შემოთავაზება, რითაც ძალიან გახარებული იყო. თუმცა, უარის თქმა მოუწია. ის ცდილობს, მეუღლეს ბავშვობის ყველა ოცნება აუსრულოს და სხვა ოცნებებთან ერთად, ერთი სურვილიც შეუსრულა – საახალწლოდ მანქანა აჩუქა. ბესოს თოვლის ბაბუის დღესაც სწამს და წერილებს სწერს. მას თავისი სამყარო აქვს თოვლის ფერიებით, რომლებიც მასთან ცხადშიც მოდიან და ყველა სურვილს უსრულებენ.
ბესო ზანგური:
მოულოდნელად გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე და მითხრეს, რომ გადაუწყვეტიათ, მეთამაშა ბერიას როლი. რუსები იღებდნენ. გადაღებები იქნებოდა მოსკოვში და იწყებოდა იანვარში. თავიდან ძალიან გამიხარდა გავანიუსე კიდეც „ფეისბუქზე“,  მაგრამ ვერ შევათანხმე ერთმანეთს აქაური რეპეტიციები, რადგან აქაც ვმუშაობ. ისე გამოვიდა, მაშინ აქ უნდა მეთქვა უარი და იქ წავსულიყავი. ვერ ვუღალატე ჩემს საყვარელ თეატრს და დავრჩი. მომიწია, უარის თქმა. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ აქაურობა რომ დამეტოვებინა, ამაზე უფრო დამწყდებოდა. ბერიას ისეთი ფოტოები მანახვეს, ისე ძალიან ვგავდი, თვითონაც გამიკვირდა. არა უშავს. სხვათა შორის, ფილმში არ მაქვს ნათამაშები. „ჰეროკრატიის” ერთ სერიაში ვითამაშე მხოლოდ და ძალიან მაინტერესებს ეს სფერო. კი მინდოდა,  მაგრამ რა ვქნა...
– როგორ ემზადები ხოლმე ახალი წლისთვის?
– ძალიან მაბედნიერებს აბსოლუტურად ყველა დღესასწაული, რადგან ვიცი, ეს აღარ განმეორდება. სულ ხომ არ ვიქნები, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, დავხარჯო ჩემი თავი ბედნიერებისთვის. ჩემი ოცნებაა, ახალ წელს მარტო წავიდე კრუიზში. ხშირად მქონია ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ არ წავსულვარ. მინდა, ახალ წელს გემზე შევხვდე, ოღონდ, აუცილებლად მარტო. არ ესმით, რატომ მინდა მარტო. ყველას ჰგონია, „ნაშების“ გამო. „ნაშა“ დღევანდელ ცხოვრებაში არ არის პრობლემა.
– მარტო რომ დადიხარ, ცოლს რა რეაქცია აქვს ამაზე?
 
– რა თქმა უნდა, არ მოსწონს, მაგრამ ხშირად დამყავს ისეთ ადგილებში, რომ მერე, აღარ აქვს ამაზე პრეტენზია. იცის, რატომაც დავდივარ – ხანდახან მჭირდება სიმარტოვე. ძალიან კარგად ესმის ჩემი ახირებები და მეც მესმის მისი. როდესაც სადმე მივდივართ, დიდ თავისუფლებას ვაძლევ და არა ისე, როგორც მეუღლეებს ჩვევიათ: ეს არ ჩაიცვა, ასე არ გააკეთო. უფრო ძმაკაცები ვართ. აქაც ვძმაკაცობთ, მაგრამ არასდროს ვავიწყებ იმას და ვახსენებ ხოლმე, რომ დიდ მზიან დილას, შეიძლება, საოცარი ავდარიც მოჰყვეს. ასე რომ, თვითონ უკვე იცის ზღვარი, სანამდე შეიძლება, ვეძმაკაცო. ცოტა ხნის წინ მოულოდნელად სტამბულში წავიყვანე. რუსთაველის თეატრის უკან, ოთხი წელი ვცხოვრობდი. ჩემ წინ ჭადარი იყო და ძალიან მიყვარდა, შემოდგომაზე ფოთლები რომ უცებ ჩამოიქროლებდა. ასე ჩამოიქროლა სტამბულის ამბავმაც. ძალიან მალე გადავწყვიტე წასვლა. მოვედი სახლში – ამაღამ მივფრინავთ-მეთქი. გავფრინდით, ორი დღე „ვიგულავეთ“ და ჩამოვფრინდით. ჩავედით, დავბინავდით სასტუმროში, ვსეირნობდით ტაქსიმზე. პირველ დღეს მოვიარეთ ყველანაირი რესტორანი, მეორე დღეს წავედით სასახლეში, ჰარემი ვნახეთ, აია სოფიას ტაძარი. იცი, რა მომეწონა ყველაზე ძალიან? დიდ პატივს სცემენ თავის სარწმუნოებას. ჩვენი სასტუმროს ქვემოთ ბარი გაიხსნა და უცებ მოლამ დაიწყო ლოცვა. ყველა ჩერდებოდა. იქ არავის უჩნდებოდა პრეტენზია, კანონზომიერად მიაჩნიათ და ვერც კი გაბედავს ვინმე, იკითხოს, რატომ ხდება ასეო. ეს ხდება იმიტომ, რომ რელიგია ასე მოითხოვს. აზიური კულტურა მომწონს, მაგრამ რომ გითხრათ, აზიურად ვიცხოვრებ, ქალამნებს ჩავიცვამ და ჰარემი მექნება-მეთქი – არა. ჰარემი, მგონი, აქაც არ მაკლია, ჩემს ცხოვრებაში.
– საახალწლო საჩუქრად რა გაუკეთე მეუღლეს?
– შევიძინე მანქანა და ვაჩუქე. რაც მას უნდოდა, რაც თვითონ აარჩია ის ვუყიდე – „სუზუკის ჯიპი“ იქსელ შვიდი, ძალიან დიდი და ძალიან ლამაზი. როგორ გავაკეთე, იცი? გადავწყვიტე, რაც ბავშვობაში სურვილები ჰქონდა ჩემს მეუღლეს და ვერ აისრულა, ამ ახალ წელს, ყველაფერი ავუსრულო: ნაძვის
ხიდან დაწყებული, რა მანქანაც უნდოდა და სადაც წასვლა უნდოდა. სურვილი ჰქონდა, ენახა სტამბულში სულთნის სასახლე და იქ შეეძინა ჰიურემ სულთანის სამკაული. წავიყვანე, იმ სასახლეში და ვუყიდე ჰიურემ სულთნის ბეჭედი. მერე მანქანა ვაჩუქე. არ ვიცოდი და სამმეტრიანი ნაძვის ხის სურვილი ჰქონია. ისიც შევუძინე, თავისი მოსართავებით. იმედია, ბევრი სურვილი არ დარჩა. ახლა აქეთ ველი საჩუქრებს. ყველაფერზე აქვს ძალიან მაგარი რეაქცია, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. საჩუქარს რომ უკეთებ ადამიანს და ხედავ, რომ აბედნიერებ, მით უმეტეს, შენს მეორე ნახევარს, ეს ყველაფერია.
– ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდა?
– თოვლის ბაბუის ახლაც მჯერა. ფერიებისაც მჯერა, ბოროტი სულების, ზღაპრებისაც. აბსოლუტურად ყველაფრის მჯერა. ისეთ საჩუქრებს – მანქანა მინდა, ბურთი მინდა, არ ვთხოვდი, იმიტომ რომ, მქონდა. სულ ვთხოვდი, რომ ვიღაცები ყოფილიყვნენ კარგად. გულჩათხრობილი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, პირიქით, ნერვებს ვუშლიდი ყველას ჩემი კარგი ხასიათით. ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს იმას, რომ აღარ ვარ ხოლმე კარგ ხასიათზე. თოვლის ბაბუას ახლაც ვუწერ წერილებს, ასევე, თოვლის ანგელოზებსაც. ჩემი თოვლის ანგელოზები მყავს და სულ ვამბობ, რომ ისინი ჩემთან ტყუილად არასდროს მოდიან. ყოველთვის ვიცი, რომ ან ძალიან დიდი სიკეთე მოაქვთ, ან უბედურება. სამნი არიან, ხანდახან – ოთხნიც. მეოთხე ცოტა არ „მევასება“, ყოველთვის უჟმურია. გუშინ, მაგალითად, მოსვლას აპირებდნენ, მაგრამ ჩემი ბრალია, არ მოვუშვი. ცხადში მოდიან და ძალიან საყვარელი ფერიები არიან – ერთადერთი  ისინი ასრულებენ ყველა ჩემს სურვილსა და ოცნებას.  ჩემი პატარ-პატარა სამყაროები მაქვს – თოვლის ანგელოზები, ფერიები... ჩემს ფერიებზე არ შეიძლება, ამდენი ლაპარაკი. გაბრაზდებიან და აღარ მოვლენ. პირველად მინდა, ვცადო და დავწერო მოთხრობა, ახლა მაქვს დაწყებული. „საშობაო სიზმარი“ მინდოდა, დამერქმია, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ის პლანეტა, საიდანაც ორი გმირი დედამიწაზე მოფრინავს, რომ ჩაშალონ ახალი წელი, ბოროტების პლანეტაა. სახელი ჯერ არ მომიფიქრებია. ეს ორი გმირი რომ ჩამოფრინდება და გადაწყვეტენ, ჩაუშალონ პატარებს ახალი წელი, აღმოჩნდებიან უფრო ბოროტ ქვეყანაში. ამიტომ, პირიქით, ახალი წლის გალამაზებას დაიწყებენ  და საერთოდ, მერე მოიტაცებენ ამ პლანეტას და თავის პლანეტაზე წაიღებენ სხვების გასაბედნიერებლად. აი, აქ უნდა გამოვიყენო ზუსტად ეს ჩემი ბოროტი ფერია, რომელიც გაბუტული ბავშვივით, მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა არავის ნახვა არ მინდა.
– 2017 წელი რომ გადააფასო, როგორი იყო შენთვის?
 
– სევდიანი ვარ იმის გამო, რომ, რაც მაქვს ამ წელს – ბინა შევიძინე თუ მანქანა, მაინც ვერ ვარ სრულყოფილი, რადგან ამ ყველაფერს ვერ ესწრება დედაჩემი. ირგვლივ ყველა ბედნიერია და მე ვერ ვარ ბოლომდე ბედნიერი, რადგან დედა ისევ ისეა –  წევს. აი, დედა რომ მოსულიყო ჩემს სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ; ჩამჯდარიყო ამ მანქანაში; დასწრებოდა ჩემი შვილის დაბადების დღეს, მაშინ ვიქნებოდი ბოლომდე ბედნიერი. ასე რომ, ირგვლივ ყველა ბედნიერია, მე კი – სევდიანი.
скачать dle 11.3