კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ვის გამო იზეიმა შვიდი ჯუჯა-მამაკაცის გარემოცვაში ახალი წელი ნანა ნებიერიძემ და როგორ გააბედნიერა მისმა ფეხებმა მეგობრები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

სპორტსმენის, მსახიობის, პოზიტიური და ლამაზი ქალის – ნანა ნებიერიძის გვერდით დრო სასიამოვნოდ გადის. მის ოჯახში მუდამ მხიარულება და პოზიტივია და არც ეს ახალი წელი ყოფილა გამონაკლისი. თუ რატომ დგამს ის სახლში ანტიკვარ ნაძვის ხეს, ჰკიდებს საუკუნის სათამაშოს, რა ტრადიციას არ არღვევს შობა დღეს და ვის გამო მოირგო ფიფქიას ფორმა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნანა ნებიერიძე:
გასული წელი, საკმაოდ პოზიტიური და დადებითი აღმოჩნდა, თავისი სიახლეებით. მივიღე მონაწილეობა სერიალში და ეს დიდი წარმატება, გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. უამრავი კარგი ადამიანიც გავიცანი – ნუცა შანშიაშვილი, ზურა შარია, ზურა ინგოროყვა და კიდევ ბევრი.. დავმეგობრდით. მთელი სამი თვე, ერთად მოგვიწია ცხოვრება, მუშაობა და გიჟური გადაღებები. ახლაც რომ მახსენდება, ვხუმრობ, ის სამი თვე ნამდვილ საგიჟეთში ვიცხოვრე-მეთქი (იცინის).
– გიყვარს ახალი წლის და შობის დღესასწაულები და განსაკუთრებულად თუ ემზადები ამისთვის?
– ბავშვობიდან, ძალიან მიყვარს: შობა, ახალი წელი, ჩემი დაბადების დღე და აღდგომა. ესენია ჩემთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები და შესაბამისად, განსხვავებულად ვემზადები. რომ ამბობენ: აუ, ახალი წელია, კიდევ ერთი წელი მომემატაო (იცინის). ჩემთვის ეს წლის მატებაც სასიამოვნოა. სანამ ჩემი შვილი, ნინა მყავდა პატარა, მას ვუკეთებდი ახალ წელს სიურპრიზებს. ვყიდულობდი ახალ სათამაშოებს, ვდგამდი კონცერტებს. ახლა კი, იგივე სიტუაციაში ვარ, ოღონდ ორმაგად – ნინასთვის და საშასთვის, ჩემი შვილიშვილისთვის. ალექსანდრესთან ერთად, ცეკვაც დავდგი საახალწლოდ – ვალსი. არაჩვეულებრივი პარტნიორი აღმოჩნდა. მთელი ახალი წლის ღამე ვცეკვავდით და ვინც მოდიოდა, ყველას ანახვებდა, როგორ მონდომებით მიწევდა პარტნიორობას (იცინის). ალექსანდერემ თავად აირჩია ამ ცეკვისთვის მუსიკა და ყველა ნათესავს, მეზობელსა და სტუმარს უყვებოდა, მე ჩემ გოგოსთან ვცეკვავო. ყველას უხსნიდა, ნანა ჩემი ყველაზე საყვარელი გოგოაო (იცინის). ახალ წელს საჩუქრებიც დახვდათ ნინას და ალექსანდრეს ნაძვის ხის ქვეშ და უნდა გენახათ, რა სასაცილოები იყვნენ. პირველ იანვარს, პიჟამებით, ფეხშიშველები რომ დარბოდნენ (იცინის). პირველ იანვარს ისმოდა ჩემი კივილ-წივილი, ჩაიცვით ჩუსტები, არ გაცივდეთ (იცინის). ამ ახალ წელს ფიფიქიაც ვიყავი ალექსანდერეს ბაღში.  ჩავიცვი ულამაზესი ფიფიქიას კაბა და შვიდი ჯუჯა-მამაკაცის გარემოცვაში ვიზეიმეთ ახალი წლის მოსვლა. ყინულის დედოფალიც ვიყავი, „სნეგურაჩკაც“ და წელს ფიფქიაც. ყოველთვის ანტიკვარულ ნაძვის ხეს ვრთავ, რომელზეც მამის დროინდელო, ლამის ერთი საუკუნის სათამაშოს ვკიდებ. ეს ერთადერთი ანტიკვარია ჩვენს სახლში, რომელიც ყოველ ახალ წელს ბრჭყვიალებს. ძალიან ბევრი სათამაშო მაქვს, მაგრამ მამის დროინდელი სათამაშო, მაინც განსაკუთებულია ჩემთვის და ვუფრთხილდები. ახალ წელს, ყოველთვის ხმაურით ვხვდებით და მიყვარს ასაფეთქებლების გასროლა. ვიცი საშიშია, მაგრამ მეზობლებს სერიოზული შეჯიბრება გვაქვს ყოველი ახალი წლის ღამეს – ვინ უფრო მაგარ, ძლიერ და ხმაურიან ასაფეთქებელს გაისვრის (იცინის).
– ამბობ, ახალ წელს ნინასა და საშას ვუკეთებ სიურპრიზებსო და მაილო? შენი უსაყვარელსი ცუგა, რომლის წელიც დადგა, მას რა სიურპრიზი მოუწყვე?
– მაილო სულ სხვა თემაა (იცინის). ისიც ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია და ჩვენთან ერთად აღნიშნავს ყველა დღესასწაულს. თან, ნინა, ჩემი გოგო ძაღლის წელშია დაბადებული. ამიტომ, წელს ორი ძაღლი მყავს სახლში – მაილო და ნინა (იცინის). შარშან მამლის წელი იყო და მამალი არ მყავდა, მაგრამ წელს ძაღლის წელია და ორი ძაღლი მყავს სახლში (იცინის). ასე რომ, მაილო და ნინა იყვნენ წელს ჩემი მეკვლეები და ორმაგად ძაღლური წელი მექნება. სხვათა შორის, მეც კარგი მეკვლე ვარ. ჯერ არავის დაუწუწუნია ჩემს ფეხებზე (იცინის). ახლობლები მელოდებიან, როდის მივალ მათთან მეკვლედ. ერთხელ, ახალი წლის ღამეს ვქეიფობდი, გავერთე და გვიან დავიძინე. მეგობარი მელოდებოდა, მეკვლედ უნდა მივსულიყავი და მე კი ჩამეძინა. თურმე 1 იანვარს საღამომდე სტუმრები კართან ალოდინა, სახლში არ შეუშვა, ნანას ველოდებიო (იცინის). მე კიდევ, გემრიელად მეძინა. ჩემმა ფეხმა ზედიზედ, ოთხი მეგობარი გაათხოვა (იცინის). ერთ ჩემს მეგობარს კი, ძალიან უნდოდა ამერიკაში წასვლა და ვერაფრით ვერ მოახერხა ვიზის არება. მივედი მასთან მეკვლედ. 10 იანვარს შევიდა საელჩოში და მისცეს ვიზა, კინაღამ გაგიჟდა: ეს რა ფეხი გქონიაო (იცინის). რა ვქნა, მჯერა მეკვლეობის და სასწაულების ამ დღეებში.
– თქვი, შობასაც განსაკუთრებული განწყობით ვხვდებიო. ამ დღეს, რაიმე ტრადიცია გაქვთ ოჯახში?
– კი, როგორ არა, ეს ტრადიცია ბებიაჩემისგან მოდის, ვაკეთებ ინდაურს კომშთან და ბრინჯთან ერთად. ასე რომ, შობა დღეს, ინდაური კომშითა და ბრინჯით, სულ უნდა იდოს ჩემს სახლში მაგიდაზე. არ მინდა, ბებიას ეს ტრადიცია დავარღვიო. ბავშვობაში, იმდენად საინტერესო ახალი წელი და შობის დღეები მქონდა, ახლაც მსიამოვნებს იმის გახსენება. ყველა მათგანი განსხვავებული იყო და ჩემი საყვარელი ადამიანები სულ მანებივრებდნენ. ერთხელ, შევცვალე სტერეოტიპი და მე და ნინა ახალ წელს ეგვიპტეში შევხვდით; შარშან კი ქუჩაში – რუსთაველზე, მეგობართან ერთად. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მამლის წელი, რომელსაც ქუჩაში შევხვდებოდი და არ ყოფილა ცუდი (იცინის). ბევრი ადამიანი გამაცნო და კარგად დავცადე. ნამდვილად, არ ყოფილა ცუდი წელი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ახალი წლისა და შობის დღესასწაული ოჯახურია. მას შენს სახლში, ოჯახის წევრებისა და ნათესავების  გარემოცვაში უნდა შეხვდე.
– წელს, თოვლის ბაბუამ თუ დაგასაჩუქრა?
– დიდხანს მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობა და მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი მის მოლოდინში. მამაჩემი, რომელიც მენატრება, ჩემი საოცარი თოვლის ბაბუა იყო და განსაკუთრებული საჩუქრები მოჰქონდა. ახლაც, მჯერა, რომ იმქვეყნიდან მილოცავს, თუმცა მე ვერ ვხედავ და ვეხები. ადრე კი, ბალიშის ქვეშ მიდებდა საჩუქრებს. ერთხელ, გამეღვიძა და დავინახე მამას ხელი, როგორ მიდებდა ბალიშის ქვეშ საჩუქარს. მაგრამ, მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ თოვლის ბაბუა იყო და ის არსებობს. იმ თოვლის ბაბუას ხელები, ახლაც მახსოვს. ყოველთვის მამა გვიკეთებდა საჩუქრებს და ესეც ოჯახური ტრადიცია გახლდათ.
скачать dle 11.3