კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ არ გადაიხადა ქორწილი ნიკა ჭავჭავაძემ არატრადიციული ოჯახის შექმნისას და ვინ ემუქრებოდა მას მოკვლით

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ნიკა ჭავჭავაძე ამსტერდამშია მეუღლესთან ერთად, რომელიც ანდორის პრემიერ-მინისტრია. ხან ამსტერდამში არიან, ხან პარიზში, რადგან მეუღლეს სხდომები სხვადასხვა ქალაქში აქვს და ნიკაც თან დაჰყვება. ახალ წელს ეიფელის კოშკზე, რესტორანში აღნიშნავენ და გაზაფხულზე ქორწილსაც გეგმავენ.
ნიკა ჭავჭავაძე:
  ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, ჩემს მეუღლესთან ერთად. პერეს სხვადასხვა ქალაქში აქვს საპარლამენტო სხდომები – ხან ამსტერდამში ვართ, ხან პარიზში. მეც სხვა რა გზა მაქვს, დავყვები მეუღლეს წინ და უკან. აღმოჩნდა, სახლი აქვს ამსტერდამში და პარიზში. სამი წელია, ერთად ვართ და ეს ყველაფერი, სახლების ამბავი, ანდორის პრემიერ-მინისტრი რომ არის, ბოლო ერთი წელია, გავიგე. პერე წარმოშობით ფრანგი ყოფილა, დედით – ესპანელი.
–  როდის იქორწინეთ?
– ხელი სექტემბერში მოვაწერეთ, ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე. მთელი ეს პერიოდი ბულინგში ვიყავი, როცა კი ხმამაღლა განვაცხადე, კაცზე ვქორწინდები-მეთქი. პერეს უნდოდა, სწრაფად წავსულიყავი, დაჩქარებულად გამეკეთებინა მოქალაქეობა. ქორწილი აუცილებლად გვექნება, ოღონდ არა სკანდალებითა და არა ჩოხებით. მეყო, რაც ვისკანდალე.
– როგორ გადაიტანე ბულინგის პერიოდი?
– ეს ყველაფერი აგვისტოში დაიწყო – როცა ხმამაღლა ვთქვი, რომ მამაკაცზე დაქორწინებას ვაპირებდი. პირველად მე ვთქვი ხმამაღლა, რომ ვქორწინდები და მერე გაიხსნა სეზონი. იმ პერიოდში ეს ბეწვის ხიდზე გავლა იყო. შემდეგ ყველა მეკითხებოდა, როგორ გაბედეო, მაგრამ დამალული, ნიღბით სიარულს, ჯობია, ყველამ სიმართლე იცოდეს. ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება იმისთვისაც კი, რომ ბედნიერი იყო. თან, რომ გავბედე და ვთქვი, იმასაც ვფიქრობდი: დაე, ვიყო პირველი-მეთქი. მერე ყური და საზოგადოება რომ მიეჩვევა, უფრო მარტივია. ჟურნალისტებთან საერთოდ არ ვკონტაქტობ, რადგან ხალხი ჩემ მიმართ აგრესიული ჟურნალისტებმა მიზანმიმართულად  გახადეს. სამთვიან ბულინგში ვიცხოვრე, სახლიდან საერთოდ არ გამოვდიოდი. თამუნა მუსერიძესთან ვრჩებოდი ღამის გასათევად. მილიონობით ადამიანი მწერდა, ვიცი, სად ცხოვრობ, მოვალთ, გადაგწვავთო. ღამის ორ საათზე ლამის ჩამომიხსნა კარი ვიღაცამ. მერე ბინაც გამოვიცვალე. ერთმა ქალმა მომწერა: შენ რა სიკვდილით გათხოვდი, ორი გოგო მყავს და ისინი ვერ გამითხოვებიაო. პერე პრემიერ-მინისტრი და ასეთი სიმპათიური რომ არ ყოფილიყო, მგონი, ასეთი ამბავი არ ატყდებოდა. ისეთი ცნობილი სახეები პოსტავდნენ და წერდნენ ჩემზე, რომ გაიგეს ბიჭზე ქორწინდებაო, რომლებზეც, ზუსტად ვიცი, რომ გეები არიან და  ისიც – ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა. მაგრამ, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ მათ სამეგობროს ეფიქრა, თითქოს ასეთები არ არიან. რამდენიმე რომ ვნახე, მივწერე და ეგრევე წაშალეს. არ წყდებოდა სტატუსების დაკოპირება. საქართველოში ისეთი სიტუაცია გვაქვს ჰომოფობიური თვალსაზრისით, პერემ რომ გადათარგმნა კომენტარები, ვერ ვუხსნიდი, რატომ მიწერდნენ ასეთ ცუდ რაღაცებს. ეგონა, რაღაც დავაშავე. მერე შევთანხმდით, რომ მშვიდად ვიცხოვრებდით, ზედმეტი ხმაურის გარეშე. მთავარია, რომ ცოცხალი წამოვედი საქართველოდან და ყველაზე ბედნიერი პერიოდი მიდგას.
– როგორ ცხოვრობ ამსტერდამში?
–  პერე დილით ადრე მიდის, მე გვიან ვიღვიძებ. ის რომ მოვა შუადღეს, მე ახალი გაღვიძებული ვარ და ერთად ვსადილობთ. მერე, საღამოს, ერთად ვვახშომობთ. ერთმანეთის ნაკლებობას არ განვიცდით. ჩვენ სახლთან ყვავილები იყიდება და სახლში ყოველი მოსვლისას მომართმევს ხოლმე პერე –  სულ გრძნობების გამოხატვაშია. მე ისე დაძინება არ შემიძლია, ვინმე რომ მეხუტება. პერე, პირიქით, სულ მეხუტება და სულ ამაზე ვჩხუბობთ, მაგრამ, თან, მსიამოვნებს. 24 საათი თვალებში მიყურებს. ხვდება, როდის რა მიხარია – თავიდან ბოლომდე მოახერხა ჩემი გაცნობა. მართალია, არატრადიციული, მაგრამ ოჯახი შედგა. ამსტერდამის სახლის ვიდეო დავდე და რაღაც გვერდებმაც გააზიარა. ოთხსართულიანი სახლია, სულ საძინებლებით. ეზო დიდია, აუზით, რაც ყველაზე ძალიან მომწონს – სულ შუშებშია. ჩვენთან ერთად დამხმარე ქალი და მისი შვილი ცხოვრობს. პერეს გარეშე გარეთ არ გავდიოდი. გავედი, ტანსაცმელი უნდა მეყიდა. ბევრ მაღაზიაში შევედი, მაგრამ არსად არაფერი მომეწონა. ვხედავ, სასწაული პიჯაკები კიდია და ყველას აწერია ცხრა ევრო. ბღუჯად მოვგლიჯე ეს ყველაფერი და დავუყარე გამყიდველს. ის კი გაოცებული მიყურებდა. აღმოჩნდა, რომ ქიმწმენდაში ვარ. მე ვიყავი დამნაშავე, ავუშარდი, რატომ არ აწერია რომ ქიმწმენდაა-მეთქი. აწერიაო, მითხრეს. საღამოს პერეს რომ მოვუყევი ეს ამბავი, მითხრა: აი, რატომ არ გიშვებდი მარტოო.
– პერეს ქართულ კერძებს თუ უმზადებ?
– პერე კარგა ხანს მთხოვდა, რაიმე ქართული კერძი გამეკეთებინა. აქ, რა თქმა უნდა, ქართულ ყველს ვერ ვიშოვიდი. მირჩიეს, ხაჭაპური მოცარელათი გამეკეთებინა. გადავაკვდი ცხობას და კარგი გამომივიდა. პერემ სახელი ვერ დაიმახსოვრა და ქართულ პიცას ეძახდა. მე მეწყინა, რომ სახელი არ ახსოვდა. რამდენიმე საათის შემდეგ ვკითხე, რა ჰქვია-მეთქი და ხაჭაპურიო, მითხრა. ხელზე დაუწერია, რადგან მიხვდა, რომ მეწყინა. ერთხელ, ჩახოხბილიც გავაკეთე. წარმოიდგინე რა დღეში ჩავვარდებოდი – რამდენი ვეძებე ქინძი და ქართული სანელებლები. ახლა აღარ ვაკეთებ, რომ ხშირად არ მთხოვოს.
– პერეს ოჯახის წევრები გაიცანი?
– პერეს ჰყავს  და, დედა და ორი შვილი. პერეს დედა იბიცაზე ცხოვრობს. ვიყავი მასთან სახლში, გავიცანი მისი ოჯახის წევრები. მერე პოსტიც დავწერე – დედამთილს „დედა“ რომ დავუძახო, ხომ არ ტეხავს-მეთქი. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მისი ოჯახის წევრებთან, ჩვეულებრივად მიგვიღეს. მათთვის მთავარია, რომ ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი და მიაჩნიათ, ერთად უნდა იყვნენო. ყველა დადებითადაა განწყობილი ჩემ მიმართ. სახლში რომ მარტო ვარ, დედამთილი და პერეს და სულ მწერენ, ხომ არ გეშინიაო. დედამთილში ძალიან გამიმართლა. მგონი, ღირსია, „დედა“ დავუძახო.
– როგორ ხვდებით ახალ წელს?
– ეს ბოლო სამი წელია, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ 2017 წელი 2016-ზე უკეთესი გამოდგა. იმაზე დავქორწინდი, ვინც მიყვარდა. ახლა 2018 წლისგან უკეთესს ველოდები. მანამდე ერთად არ გვიცხოვრია, მოგეხსენებათ, თანაცხოვრების პერიოდი კიდევ სხვა ეტაპია. მაგრამ, პერე თანაცხოვრებაში უკეთესი აღმოჩნდა. უპრობლემო ტიპია, ყველაფერში მიგებს. იცის, რომ მის გამო ყველაფერი მივატოვე საქართველოში და მასთან წავედი. თუმცა, მიღირს, ძლიერი დასაყრდენი მყავს მეუღლის სახით. არაფერი განსაკუთრებული – 31-ში, ახალი წლის ღამეს, პერეს დაჯავშნილი ჰქონდა ეიფელის კოშკზე რესტორანი და იქ წავედით სავახშმოდ.
– ეს არის, „არაფერი განსაკუთრებული“?
– თავიდან რომ ჩამოვედი, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერს. იმდენი რამ მაჩვენა ჩემმა მეუღლემ, უკვე ეიფელის კოშკზე ვახშამიც არ მიკვირს. მაგრამ ახლა ის პერიოდი მაქვს, თბილისი ძალიან რომ მენატრება. საშობაოდ მოვდივარ, არ უნდოდა ჩემი გამოშვება, მაგრამ მიგებს და მიშვებს.
скачать dle 11.3