კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ აპირებდა 16 შედევრით უცხოეთში გაქცევას ძებნილი ქართველი რესტავრატორი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

რევიზია
1978 წლის მიწურულს ლენინგრადის მსოფლიოში ცნობილ მუზეუმში, „ერმიტაჟში“, სახელმწიფო რევიზია ჩატარდა. ხელოვნებათმცოდნეები, მხატვრები და ამ დარგის სხვა სპეციალისტები გამოსაფენად მომზადებულ, რესტავრირებულ სურათებს ამოწმებდნენ. გაირკვა, რომ 120 სურათიდან 16 ყალბი იყო. ეს ტილოები კი ველასკესის, ტიციანის, რაფაელისა და ტინტორენტოს ფუნჯებს ეკუთვნოდათ. დუბლიკატები იმდენად მაღალ დონეზე იყო შესრულებული, რომ გამოცდილ სპეციალისტებს ძალიან გაუჭირდათ სიყალბის დადგენა და დასახმარებლად უახლესი ტექნიკური მოწყობილობები გამოიყენეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ თექვსმეტივე ყალბი ნახატი რესტავრატორ ოთარ ყარალაშვილის აღდგენილი იყო. 34 წლის ყარალაშვილს სამხატვრო აკადემია თბილისში ჰქონდა დამთავრებული და ერთი პერიოდი, სამშობლოში მუშაობდა. ხატავდა, მაგრამ მისი ნამუშევრები არ იყიდებოდა. შემდეგ მოსკოვში სცადა ბედი, მაგრამ არც იქ გაუმართლა. 1967  წელს კი, ლენინგრადში გადასახლდა. რესტავრატორად დაიწყო მუშაობა „ერმიტაჟში“ და საუკეთესო სპეციალისტი გახდა ამ დარგში. სამსახურმა მას ოროთახიანი ბინა გამოუყო, რომელშიც უცოლშვილო რესტავრატორი მარტო ცხოვრობდა. სიყალბის ამბავი რომ გაირკვა, ყარალაშვილი გაუჩინარდა. მის ბინაში მისულ მილიციას კი ცარიელ სახლში მხოლოდ საღებავები და ფუნჯები დახვდა. გამქრალი სურათების ორიგინალები კი ვერ იპოვეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.

დამნაშავის კვალდაკვალ
ექსპერტებმა გატაცებული ტილოები შეაფასეს და გაირკვა, რომ მათი საერთო ღირებულება, საბაზრო ფასით, 25 მილიონს უდრიდა. შავ ბაზარზე კი, სამჯერ ძვირი იყო. დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ეს საქმე „კაგებემ“ გადაიბარა და ყარალაშვილის ძებნას მისი თანამემამულე, ქართველი პოდპოლკოვნიკი, 47 წლის ნუგზარ ხუსკივაძე შეუდგა. ის ასეთი საქმეების გახსნის დიდოსტატი იყო და მუშაობის განსხვავებული მანერა ჰქონდა. პოდპოლკოვნიკმა ივარაუდა, რომ ყარალაშვილი უცხოეთში გასვლასა და სურათების გაყიდვას დააპირებდა. ისიც ნათელი იყო, რომ გარეშე დახმარების წყალობით იყო ეს შესაძლებელი და ეჭვმიტანილთა სია შეადგინა. ანუ, იმ საერთაშორისო მოვაჭრეთა, რომლებიც ნებისმიერი წარმომავლობის სურათებს ყიდულობდნენ და ლეგალურებს აუქციონებზე ყიდდნენ,  ხოლო გატაცებულ, არალეგალურ ხელოვნების ნიმუშებს კი, ფანატიკოს კოლექციონერებს სთავაზობდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოვაჭრე, ებრაული წარმოშობის კომერსანტი მიშელ სტოუნი, ოდესაში იმყოფებოდა. ხუსკივაძემ, როგორც კვალზე გასულმა მგელმა, მსხვერპლი იყნოსა. სტოუნზე თვალთვალი დააწესა და კომერსანტის გასამგზავრებელ ტვირთში „ერმიტაჟიდან“ გამქრალი 16 სურათი აღმოაჩინა. ტვირთის საბუთებში ეწერა, რომ ტყავის ნედლეული იყო და გემით ოდესიდან მარსელში უნდა ჩასულიყო. თავად ფრანგი ებრაელი ამ ყველაფერს გაუგებრობას უწოდებდა და გატაცებულ სურათებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა.

დიდი აფერა

მიშელ სტოუნის მტკიცების მიუხედავად, ხუსკივაძემ ფრანგი დააკავა, შინაპატიმრობაში აიყვანა და ფრანგი ადვოკატის თანდასწრებით დაჰკითხა. კომერსანტი კვლავ უარყოფდა, რომ გატაცებულ სურათებთან რაიმე კავშირი ჰქონდა. მიშელ სტოუნმა მხოლოდ მაშინ ამოიდგა ენა, როდესაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბარგში აღმოჩენილი სურათები ყალბი იყო...
– როგორ? – ღრიალებდა ფრანგი, – მათში მე ორმილიონ-ნახევარი დოლარი გადავიხადე ნაღდი ფულით და მომატყუაო?!
როგორც მოვგიანებით გაირკვა, დოლარები საბჭოთა კავშირში დიპლომატიური ბარგით შემოიტანეს, რომელიც არ იჩხრიკებოდა.
სტოუნმა აღიარა, რომ ყარალაშვილს, რომელიც „ერემიტაჟის“ სარესტავრაციოში გაიცნო, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეუთანხმდა სურათების შეძენაზე.
– თაღლითი, უპატიოსნო კაცი ყოფილა, – შეშლილივით იმეორებდა გაცუცურაკებული ფრანგი ებრაელი, რაზეც ხუსკივაძემ უთხრა:
– არანაკლები დამნაშავე ხართ თქვენც, მეტი თუ არა. სამწუხაროა, რომ უნდა გაგათავისუფლოთ.
სტოუნის საფრანგეთში დეპორტირება  მოხდა და საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა აეკრძალა. ხუსკივაძე კი ყარალაშვილის ძებნას აგრძელებდა. გრძნობდა, რომ სადღაც, ახლომახლო იყო და დარწმუნებული გახლდათ, რომ აუცილებლად დაიჭერდა.
– საინტერესო ტიპია. სამწუხაროა, რომ ასეთმა ნიჭიერმა კაცმა დანაშაულის გზა აირჩიაო, – იმეორებდა პოდპოლკოვნიკი.

თექვსმეტი შედევრი
მიუხედავად იმისა, რომ პოდპოლკოვნიკი ნუგზარ ხუსკივაძე ოთარ ყარალაშვილს გამალებით ეძებდა, ცამ ჩაყლაპა ის თუ მიწამ, არავინ უწყოდა. ამასობაში, თითქმის ერთი წელი გავიდა. ხუსკივაძე კი ანალიტიკურ და სამძებრო საქმიანობას ინტენსიურად განაგრძობდა და აღმოაჩინა, რომ იურგენ იაკობსის გვარით, საბჭოეთში ჩამოსული ადამიანი, რომელიც გერმანიის საელჩოში მუშაობდა, სინამდვილეში, მსხვილი არალეგალი მოვაჭრე იყო. მოპარული ხელოვნების ნიმუშებით ითბობდა ხელს და ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ 30 აგვისტოს, სოხუმიდან გემით იტალიაში მიემგზავრებოდა. იაკობსს დიპლომატიური ხელშეუხებლობა იცავდა და მისი დაკავება და დიპლომატიური ბარგის ჩხრეკა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მისი დამნაშავეობის ასპროცენტიანი გარანტიები იარსებებდა. ასეთი ინფორმაცია პოდპოლკოვნიკს არ ჰქონდა. თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ ეს ყარალაშვილს უკავშირდებოდა და საკუთარ თავს იმიტომ ლანძღავდა, რომ იაკობსი ქვეყნიდან გამგზავრებამდე, დღე-ნახევრით ადრე აღმოაჩინა. პოდპოლკოვნიკი სოხუმში ჩაფრინდა და უფროსობის სანქციის გარეშე ავიდა გემზე, რომლითაც იაკობსი მიემგზავრებოდა. მას კაიუტაში დახვდა და თავისთვისაც ყოვლად მოულოდნელად, ოთარ ყარალაშვილი დააკავა, რომელიც იაკობსის გრიმითა და დიპლომატიურ ბარგში დამალული 16 შედევრით უცხოეთში აპირებდა გაქცევას.
P.S. იაკობსი მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს გაკოჭილი და გაათავისუფლეს. ყარალაშვილი 15 წლით ჩასვეს ციხეში, ხოლო შედევრები კი „ერმიტაჟს“ დაუბრუნეს.
скачать dle 11.3