კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორია თქვენი კავშირი შვილთან

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 გაინტერესებთ, რა კავშირია თქვენსა და შვილებს შორის? მაგალითად, გგავთ თუ არა პატარა და აქვს თუ არა მას თქვენი ხასიათი. მოდი, ვცადოთ და გავიგოთ. შეეცადეთ, უპასუხოთ ამ შეკითხვებს.
1. როცა შვილთან ერთად ხართ, ნაცნობები ამბობენ:
ა) „ნამდვილად შენი ასლია“;
ბ) ვის ჰგავს ეს ბავშვი?
გ) როგორი საყვარელია.
2. რამდენად ხშირად აქვს ურთიერთობა თქვენს შვილს თქვენს მშობლებთან:
ა) ძალიან ხშირად. ამის გარეშე, ვერაფერს შევძლებდი;
ბ) კვირაში რამდენიმე დღე;
გ) მხოლოდ დღესასწაულებზე.
3. როგორ იწყება თქვენი დილა:
ა) ერთად ვიღვიძებთ, ერთად ვსაუზმობთ და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ;
ბ) ვიღვიძებ ჯერ მე, ვსვამ ყავას და მერე ვაღვიძებ ბავშვს;
გ) როგორც წესი, ბავშვი მაღვიძებს.
4. როგორ იქცევით, თუ შვილს თამაშისას ეზოში ვინმესთან კონფლიქტი ექნება?
ა) მოვახერხებ, რომ სიტუაცია უცებ გავანეიტრალო;
ბ) მხოლოდ მაშინ ჩავერევი, თუ სიტუაცია გამწვავდება;
გ) არ ჩავერევი, დაიცვას საკუთარი სიმართლე.
5. რამდენი ქულით შეაფასებთ თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობას?
ა) 80-100 ქულით;
ბ) 50-70 ქულით;
გ) 50 ქულაზე ნაკლებით.
6. როგორი რეაქცია აქვს შვილს, როცა მისთვის საჩუქარს ან ახალ ტანსაცმელს ყიდულობთ?
ა) ძალიან უხარია, მკოცნის და მადლობას მიხდის;
ბ) განსაკუთრებული რეაქცია არ აქვს;
გ) უხარია, მაგრამ მალე გაუვლის ხოლმე აღფრთოვანება.
7. ბავშვი ჭირვეულობს, როგორ ამშვიდებთ მას?
ა) ვცდილობ, ყურადღება რამეზე გადავუტანო;
ბ) მაშინვე რაღაცას ვყიდულობ მისთვის;
გ) ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ ვეჩხუბები.
ნახეთ პასუხები, რომელი ვარიანტი იყო უფრო მეტი:
„ა“: არაჩვეულებრივად გესმით საკუთარი შვილის. თქვენ ერთი მთლიანი ხართ. თუმცა, ამასთან ერთად, ზუსტად იცით, სად გადის ოქროს შუალედი, რომ მის აღზრდაში შეცდომა არ დაუშვათ. ძალიან კარგია ის სიყვარულის ატმოსფერო, რომელიც თქვენი შვილისთვის გაქვთ შექმნილი.
„ბ“: შეიძლება, დედის როლში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობთ, ამიტომაც, ზოგჯერ შვილის მიმართ უსამართლოდ მკაცრი ხართ. ზედმეტი არ მოგივიდეთ და ისე არ მოხდეს, თქვენ შორის ბზარი გაჩნდეს, რაც ბავშვის გაზრდასთან ერთად გაღრმავდება. მეტი თავდაჯერებულობა და ყველაფერი კარგად იქნება.
„გ“: ბავშვს ზედმეტ თავისუფლებას აძლევთ, რაც ზოგჯერ აიძულებს, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს, ამისთვის კი, იქნებ მზად არც არის. მეტი სითბო და სიყვარული სჭირდება. უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ გვერდით ჰყავხართ და გიყვართ.
скачать dle 11.3