კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 მანდარინის ტანის, თმისა და სახის ნიღბები და ლოსიონი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ცოცხალი, სეზონური ხილის – მანდარინის ნიღაბი, არაჩვეულებრივი ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებაა. ის, კარგად ატონიზირებს სახის კანს, აქრობს ნაოჭებს, ხელს უწყობს სახის კანის ფერის გაუმჯობესებას. მანდარინი C ვიტამინის წყაროა, მისი სურნელი დადებითად მოქმედებს  განწყობაზე და ყველაფერ ამასთან ერთად, მისი გამოყენება სკრაბებსა და თმის ნიღბებშიც შეგიძლიათ.
 * მანდარინის ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის: დაჩეჩქვეთ მანდარინი კანიანად და დაასხით 0, 5 ჭიქა არაყი. ნაყენი დადგით სიბნელეში, დაახლოებით, ერთი კვირიის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ. ლოსიონი შეიძლება, გამოიყენოთ ყოველდღე, ცხიმიანი კანის მოსავლელად. ის კანს ჯანსაღ ფერს აძლევს და აახალგაზრდავებს.
* მანდარინის ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის: ატონიზირებს კანს, მაქსიმალურად კვებავს მას ვიტამინებით და მომენტალურად აცოცხლებს. გაფცქვენით მანდარინი და გამოწურეთ. დაასველეთ ბამბის ტამპონი მანდარინის წვენში და გაიწმინდეთ სახე, ყელი. ანდა დაასველეთ მანდარინის წვენში დოლბანდი და დაიდეთ სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ, გაიწმინდეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს ნიღაბი უხდება ნებისმიერი ტიპის კანს. ნიღბის გაკეთების რეკომენდებული კურსია 15-20 პროცედურა კვირაში 3-ჯერ.
* მანდარინის ნიღაბი მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის: ატენიანებს და აცოცხლებს სახის კანს. ორი სუფრის კოვზ იოგურტს ან მაწონს, შეურიეთ 1/4 ჩაის კოვზი მანდარინის ცედრა და ერთი სუფრის კოვზი მისივე ახალგამოწურული წვენი. კარგად აურიეთ,  სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. წაისვით მშრალ და სუფთა კანზე. მოერიდეთ თვალის გარშემო ნაზ კანს. ათი წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.  სახე გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
* მანდარინის ტანის სკრაბი: არბილებს და კვებავს კანს – ერთ ფინჯან ზღვის მარილს, შეურიეთ ერთი ფინჯანი ზეითუნის ზეთი ან მაწონი, ნახევარი მანდარინის ცედრა და 2 კოვზი ახალგამოწურული მისივე წვენი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის  მიღებამდე. წრიული მოძრაობებით წაისვით ტანზე 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი,  ჩამოიბანეთ. შეიმშრალეთ და წაისვით ტანის ლოსიონი.
* მანდარინის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის: ერთი სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ, ნახევარი სადილის კოვზი ლავანდის ზეთი, ნახევარი სუფრის კოვზი მანდარინის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, ცოტა ზეითუნის ზეთი და ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. კარგად აურიეთ. დაისველეთ თმა და პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ. შემდეგ შეიზილეთ მიღებული ნარევი თმაში და თავის კანში, თან კარგად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.
* მანდარინის კომპრესი შესიებული სახისთვის: გაწურეთ მანდარინი, დაალბეთ წვენში რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ კომპრესი 30 წუთი. პროცედურის შემდეგ, სახეზე ცივი წყალი შეისხით.скачать dle 11.3