კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


კითხვა: ვარ 28 წლის გოგო და საკმაოდ ადრეულ ასაკში დამეწყო თმის გაჭაღარავება. შემიძლია, ამ პროცესის შეჩერება ან შენელება? ზოგადად, რასთან არის ეს პროცესი დაკავშირებული?
პასუხი:
თმის ნაადრევი გაჭაღარავება, დაკავშირებულია სისხლნაკლებობასთან, ავიტამინოზთან, ნერვულ და იმუნურ სისტემასთან, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან. თმის ფერი პირდაპირ დამოკიდებულებაშია პიგმენტ მელანინის ხარისხსა და რაოდენობაზე, რომელიც თმის ბოლქვშია განლაგებული. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ჭაღარის მომრავლებას. დადგენილია, რომ ნივთიერება თიროზინის დეფიციტია ერთ-ერთი ფაქტორი. თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში. მისი დეფიციტი ხშირად დიეტის მოყვარულებს უვითარდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია ვიტამინი B12-ის დეფიციტი, რომელიც ცხოველურ პროდუქტებში შედის და მათი რაციონიდან ამოღება ხანგრძლივი დროით იწვევს გაჭაღარავებას. ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება. არასწორი კვება უშუალოდ აისახება თმის სტრუქტურასა და ფერზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობით იღებს ორგანიზმი რკინის შემცველ პროდუქტებს, მით უფრო მუქი და სქელი თმები აქვს მას. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს: ვაშლი, ბროწეული, ხორცი, ღვიძლი. სტრესი, განცდები, უარყოფითი ემოციები, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმსა და უშუალოდ თმის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ხშირი ღებვა, რის შედეგადაც ირღვევა მელანოციტების სტრუქტურა, იწვევს ჭაღარის მომატებას. იმისთვის, რომ ეს პროცესი შეანელოთ, 1-2 თვის განმავლობაში, რეგულარულად უნდა მიიღოთ ვიტამინები: A, C, E, რიფობლავინების ჯგუფი და ფოლიუმის მჟავა. ასევე სასარგებლოა: ხორცი, თხილი, ოხრახუში, რადგან სავსეა ცილებითა და სპილენძით. ამიტომ, გირჩევთ, კვების რაციონი გაამდიდროთ ამ ჩამოთვლილი პროდუქტებით. და, შეეცადეთ, აქტიურად იცხოვროთ.
კითხვა: გავიგე, რომ უმი კარტოფილის წასმა გაშავებულ იღლიაში კანს ათეთრებს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ზოგადად, როგორ მოვუარო სხეულის ამ ნაწილს?
პასუხი:
იღლია, სხეულის ერთ-ერთი ინტიმური ადგილია, რომელსაც განსაკუთრებული ჰიგიენური მოვლა სჭირდება. თუმცა, მიუხედავად მასზე გამუდმებული ზრუნვისა, ხშირად კარგავს სიგლუვეს და შავდება, რაც კანის თვისებებისა და თავისებურებებიდან გამომდინარეა. თუ ამ ადგილას კანმა მოშავო შეფერილობა მიიღო, უმი კარტოფილი ნამდვილად გიშველით. კერძოდ, უმი კარტოფილი ხელს უწყობს იღლიის მიდამოზე არსებული გამუქებული კანის სათუთ ზედაპირს გათეთრებაში. გარდა იმისა, რომ კარტოფილის შემადგენლობაშია ფოსფორი, კალიუმი, C ვიტამინი, რაც სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი დაავადებების, ართრიტის, ათეროსკლეროზის, თირკმლისა და გულის უკმარისობის დროს, ასევე უმი კარტოფილის შემადგენლობაში მყოფი ფერმენტი კატელაზა უკარგავს კანს გამუქებულ ფერს და აღიავებს, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე. კარტოფილი, გარეცხეთ, გახეხეთ სახეხზე და შეიზილეთ იღლიაში, გაიჩერეთ ნახევარი საათით, სრულ გამოშრობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, სასურველ შედეგს მიიღებთ.
скачать dle 11.3