კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რისი შეეშინდა მკვლელს

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

არტურ კონან დოილი


უოტსონმა განცვიფრებით შეხედა მეგობარს.
– კი მაგრამ, ჰოლმს, რატომ მოატყუე ეს საბრალო ქალი. რატომ დაჰპირდი, რომ მისი ძმის შებღალული სახელის აღდგენას შეძლებ? აქ ყველაფერი ისედაც ნათელია – პოლკოვნიკი ვორბერტონი გაგიჟდა, მოკლა თავისი ლამაზი, ახალგაზრდა ცოლი, მერე კი თავი მოიკლა. დანაშაული პოლკოვნიკის იარაღის მუზეუმის ოთახში მოხდა. კარი შიგნიდან ჰქონდათ ჩაკეტილი... დიდი ოთახის ფანჯარა ბაღში გადიოდა და ისინიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მე ვიცი, რომ განსაკუთრებული ნიჭი გაქვს, მაგრამ მგონი, აქ ვერაფერს გააწყობ. ეს ქალიშვილი, კორა მერეი, აშკარად ძალიან იყო მიჯაჭვული რძალზე.
– მკვლელობას მოტივი სჭირდება, უოტსონ, – ჰოლმსმა მშვიდი გამომეტყველებით გატენა ჩიბუხი და მოუკიდა, – რატომ უნდა მოკლას კაცმა ძალიან ახალგაზრდა ცოლი, რომელიც უყვარს?!
– სწორედ იმიტომ, რომ ახალგაზრდაა და სწორედ იმიტომ, რომ უყვარს. ეჭვი, ჰოლმს... ალბათ, ქალს ხანშიშესული ქმარი მობეზრდა.
ჰოლმსმა თავი გადააქნია.
– რაღაც ისე ვერ არის, უოტსონ. გადავწყვიტე, ადგილზე მივიდე. ვიღებ ამ გამოწვევას. წამოხვალ ჩემთან ერთად? იმ სახლში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა გამოვკითხო. შემთხვევის ადგილიც უნდა დავათვალიერო. რაღაც არ მჯერა, რომ დარბაისელი პოლკოვნიკი უცებ გაგიჟდა, მოკლა ცოლი და ტყვია დაიხალა.
– თუ ცოლი ღალატობდა?
– კორა მერეიმ ხომ გვითხრა, ჩემი მეგობარი ქმრის ერთგული იყო. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ქმარზე გიჟდებოდა და სხვა არავინ უნდოდაო. უზარმაზარ, მდიდრულ სახლში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა. პოლკოვნიკის ცოლს ძალიან უყვარდა თავისი ბავშვობის მეგობარი და კომპანიონად გაიხადა. პოლკოვნიკს შეკედლებული ჰყავდა ობოლი ძმისშვილი, ჯონი ლეშერი... მკვლელობის დღეს მათთან სტუმრად იყო პოლკოვნიკის ძველი მეგობარი, მაიორი ერნშოუ. ისინი დიდ სასტუმრო ოთახში, ბუხართან ბრიჯს თამაშობდნენ. მერეიმ თქვა, რომ იმ ხნის განმავლობაში, რაც ეს ადამიანები ერთად იყვნენ, მხოლოდ ჯონი ლეშერი ადგა და თავისი დასაღეჭი თუთუნისთვის გავიდა. თქვა, რომ მის გარეშე აზრს თავს ვერ უყრიდა. ანუ, როცა ბრიჯის მოთამაშეებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ლეშერი გასული იყო.
– ეგ არაფერს ნიშნავს. შიგნიდან ჩაკეტილ ოთახში როგორ შევიდოდა, მოკლავდა ცოლ-ქმარს და უკან დაბრუნდებოდა. აშკარაა, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი იყო. ვორბერტონმა ელეონორი სალაპარაკოდ გაიხმო და კარი შიგნიდან ჩაკეტა. ეს არაფერს ნიშნავს?!
– ყველაფერი რაღაცას ნიშნავს, უოტსონ. ამიტომ გამომყევი...
სახლი დიდი იყო. ჰოლმსმა მას გარშემო შემოუარა. ოთახს, სადაც საშინელება მოხდა, ერთი ფანჯარა ჩამსხვრეული ჰქონდა. სწორედ ამ ფანჯარამ დააინტერესა ჰოლმსი. გულდასმით დაათვალიერა. ფანჯრის წინ, ლამაზ ბილიკს ერთი ქვა აკლდა. ჰოლმსთან შესახვედრად სკოტლანდ იარდის ინსპექტორი, მაკდონალდი გამოვიდა.
– ძვირფასო ჰოლმს, მიკვირს, აქ რომ გხედავთ. ძალიან ბანალური ამბავია. იეჭვიანა ქმარმა და მოკლა ახალგაზრდა ცოლი. ოთახში ბარათი ვიპოვეთ. ვიღაც ანონიმი პოლკოვნიკს ატყობინებდა, რომ მოღალატე ცოლი ჰყავს.
– მართლა? – გულგრილად იკითხა ჰოლმსმა, – მე ოთახის დათვალიერება მინდა. იმედია, არაფერი შეგიცვლიათ.
– მხოლოდ გვამები გადავიტანეთ მორგში. შუშის ნამსხვრევებიც კი არ აგვიკრეფია.
– ძალიან კარგი. ისპექტორო, თუ არ შეწუხდებით, ამ სახლის ყველა მობინადრე მომიგროვეთ და იარაღის ოთახ-მუზეუმში მოიყვანეთ.
როცა ჯონი ლეშერი, კორა მერეი და მაიორი ერნშოუ დანაშაულის ჩადენის ადგილას მივიდნენ, ჰოლმსი დიდი რუდუნებით აგროვებდა შუშის ნამსხვრევებს. შემდეგ მთელი სერიოზულობით განაცხადა:
– პოლკოვნიკს ცოლი არ მოუკლავს. აქ სასტიკი მკვლელობა მოხდა. სწორედ ეს ნამსხვრევებია მთავარი სამხილი. თუ რატომ და ვინ არის ცივსისხლიანი მკვლელი, ამას ხვალ, შუადღისას მოგახსენებთ, მანამდე კი გთხოვთ, ნურავინ შემოვა ოთახში. მისის მერეი, ერთი შეკითხვა მაქვს. პირველი ვინ აღმოჩნდა ამ ოთახში?
– ჯონი. გასროლის ხმა რომ გავიგონეთ, ყველაზე ახლოს ის აღმოჩნდა ოთახთან. ჩვენც გავცვივდით, მაგრამ კარი ვერ შევამტვრიეთ.
– ჰო, ამ კარს მხოლოდ გასაღებით თუ გააღებ, – ჩაიცინა ჰოლმსმა და იქ მყოფები დაკვირვებით შეათვალიერა, – შემდეგ რა მოხდა?
– შემდეგ ჯონი გარეთ გავარდა, ქვით ჩაამსხვრია ფანჯარა და ისე აღმოჩნდა ოთახში. კარი შიგნიდან გააღო და ჩვენც შევედით.
– რა იგრძენით, როცა ოთახში აღმოჩნდით? – მოულოდნელად ჰკითხა ჰოლმსმა და ქალიშვილი, ცოტათი გააოცა კიდეც, – ანუ, რისი სუნი იგრძენით?
– პოლკოვნიკი ბევრს ეწეოდა. ამიტომ, ოთახში შესულს მაშინვე სიგარის სუნი მეცნაურა. როგორც ჩანს, საკმარისზე მეტი მოწია იმ საღამოს.
–  გმადლობ, მისის მერეი. მეტი შეკითხვა აღარ მაქვს. ხვალ, შუადღისას გეტყვით, ვინ არის ის ცივსისხლიანი მკვლელი. მანამდე, ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ.
– როცა ჰოლმსი და უოტსონი ბეიკერ სტრიტზე დაბრუნდნენ, ჰოლმსმა მეგობარს სთხოვა, ვახშამი შეეკვეთა. უოტსონი რომ დაბრუნდა, ოთახში საშინელი დენთის სუნი იდგა. უოტსონი ფანჯარას ეცა და გამოაღო.
– რა ქენით, ჰოლმს?
– პატარა საგამომძიებლო ექსპერიმენტი ჩავატარე, რითაც ჩემი ვარაუდი დავადასტურე. მისის მერეიმ თქვა, რომ ოთახში შესულმა სიგარის სუნი იგრძნო, რაც არ მოხდებოდა, ოთახში რომ ვინმეს გაესროლა. იმ სიგარას, რომელსაც პოლკოვნიკი ეწეოდა, საკმაოდ სუსტი სუნი აქვს. ორი გასროლა ოთახს დენთის სუნით ისე აავსებდა, სიგარის სუნი, პრაქტიკულად, შეუმჩნეველი გახდებოდა. მოემზადეთ, უოტსონ, შუაღამისას იქ უნდა დავბრუნდეთ და მკვლელს ჩავუსაფრდეთ, რომელიც აუცილებლად მივა, რომ მინის ნამსხვრევები გააქროს. ერთ კითხვას დაგისვამთ: თუ ოთახში შევარდნა გინდათ, რომელ ფანჯარას ჩაამსხვრევთ რომელიც თქვენგან ყველაზე ახლოს იქნება, ხომ მართალია?! რატომ ჩაამსხვრია ლეშერმა მესამე ფანჯარა? მოკლედ, ღამით ყველაფერი გაირკვევა. ლუსტრეიდი  და მაკდონალდი დაგვეხმარებიან. უკვე იციან და ადგილზე დაგვხვდებიან. კასტეტი და იარაღი წამოიღეთ, უოტსონ, მკვლელი თავზეხელაღებული ვინმეა.
ჩასაფრება იარაღის მუზეუმ-ოთახში მოეწყო. გამთენიისას ოთახში ვიღაც შეიპარა. ფანჯრის სუსტ შუქზე აჩრდილი ბუხართან დაიხარა და სწორედ მაშინ ეცა მას ჰოლმსი. ბრძოლა ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა ჰოლმსს შველა მაინც დასჭირდა. შუქი რომ აანთეს, ყველამ იცნო კაპიუშონიან მოსასხამში გახვეული, პოლკოვნიკის ძმისშვილი ჯონი ლეშერი.
– ბატონებო, ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ პოლკოვნიკისა და მისი მეუღლის მკვლელი, რომელიც ისეთი სულელი აღმოჩნდა, დაიჯერა, თითქოს ნამსხვრევებიდან შუშის გამთელება შემეძლო, როცა ყველა დაინახავდა ორ ნატყვიარს. დიახ, ბატონებო, ამ ადამიანმა მკვლელობა ჩაკეტილ ოთახში, გარედან ჩაიდინა. ის კარგი მსროლელია და ეს არ გასჭირვებია. მანამდე ბიძას წერილი გაუგზავნა, რომ ცოლი ღალატობდა. ვალებით სავსეა, პოლკოვნიკმა ახალგაზრდა ცოლი მოიყვანა და ამით, მემკვიდრეობის ერთპიროვნულად მიღების შანსი მოუსპო. მაშინვე დავეჭვდი, როცა ჩამსხვრეული შუა ფანჯარა ვნახე და არა ის, რომელიც კართან ახლოსაა. დიახ, ლეშერმა სწორედ ის შუშა ჩატეხა, რომელსაც ნატყვიარები ჰქონდა.
скачать dle 11.3