კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რას მალავს ზოგიერთი დედამთილი რძლისადმი კეთილგანწყობის მიღმა და როდის არის ის საშიში

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

რძალ-დედამთილს შორის არსებული დაპირისპირება კლასიკაა და თითქმის არავის აკვირვებს, როცა ისინი ერთმანეთს მტრობენ. თუმცა, როცა ერთი მათგანი მეორისთვის ცხოვრების დანგრევას ცდილობს და ამას ჩუმად, კეთილისმყოფლის ნიღაბს ამოფარებული აკეთებს, ძალიან უსიამოვნო ელფერს იძენს. ძნელია, გაამართლო ბოროტება სიყვარულით. რა უნდა გააკეთოს რძალმა, როცა თავის ყველაზე დაუძინებელ მტერში დედამთილს აღმოაჩენს.


მაკა (32 წლის): დღესაც შოკში ვარ და ვერ ვაცნობიერებ, რა გადავიტანე. მეგონა, ნორმალური, დალაგებული ცხოვრება მქონდა. გვერდით თბილი, მოსიყვარულე ადამიანები მყავდნენ. თურმე, როგორ შეიძლება, ბოროტება ისე შეინიღბოს, რომ ვერ ამოიცნო. ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენი მეგონა და რეალობამ ლამის გამანადგურა. არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ გააკეთა ეს ყველაფერი. რას გვერჩოდა მე, ან ჩემს ქმარს, საკუთარ თავს. ჩვენ ხომ ისე კარგად ვცხოვრობდით, ბედნიერები ვიყავით. როგორც ჩანს, მაინც მე ვცდებოდი და ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მე ვხედავდი. მტერი გვერდით მედგა და ვერ ვხვდებოდი.
– საუბარია დედამთილზე, ხომ ასეა? მტერია ის თქვენი? არ მოსწონხართ?
– საქმე მოწონება-არმოწონებაში არ არის. ექვსი წლის განმავლობაში, რაც გათხოვილი ვარ, არასდროს მიგრძნია მისი მხრიდან სიძულვილი ან აგრესია. როცა შეყვარებულები ვიყავით, მომდიოდა ხმები, რომ ჩემი შეყვარებულის დედა დიდად კმაყოფილი არ იყო შვილის არჩევნით. თუმცა, აშკარად ეს არასდროს შემინიშნავს მისთვის და ჩავთვალე, რომ ბოროტი, შურიანი ადამიანების ბოღმა იყო.
– იცნობდით მომავალ დედამთილს, სანამ შეყვარებულს ცოლად გაჰყვებოდით?
– დიახ. გამაცნო. სახლში მიმიყვანა და ის ქალი ისე შემხვდა, ვერც ვიფიქრებდი, რომ პირველივე წუთიდან ვერ მიტანდა.
– რა იცით, რომ ვერ გიტანდათ?
– სამწუხაროდ, ასე გამოვიდა საბოლოოდ. თუმცა, თავისი სიძულვილი კარგად შენიღბა და ისეთი პოზიცია დაიჭირა, ჩემს საუკეთესო მეგობრად მივიჩნიე. თან, როგორ მიხაროდა, ასე რომ გამიმართლა?! ისე იყო შენიღბული, ისე კარგად თამაშობდა, შეუძლებელი იყო, ეჭვი შეგპარვოდა.
– ანუ, მთელი ეს წლები გეფერებოდათ და უცებ გადაგეკიდათ მტრად?
– პრობლემა ისაა, რომ აშკარად არ გადამეკიდა, მაგრამ მიზნად დაისახა, ქმრისვის დევეცილებინე. თან ისე, რომ ჩემთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა.
– რისთვის სჭირდებოდა თქვენთან კარგი ურთიერთობა, თუ უნდოდა, რომ შვილისთვის დაეცილებინეთ?
– იმიტომ, რომ ჩემი მართვის სადავეები ხელში ჰქონოდა და მუდმივად ვეკონტროლებინე. მე სად მაქვს უნარი, მის ინტრიგებს ჩავწვდე. როცა მოგიყვებით, რა გამიკეთა და როგორ მომექცა, მიხვდებით, რა ძნელი იყო ჩემთვის ოჯახის შენარჩუნება.
– ანუ, ოჯახს გინგრევდათ?
– მინგრევდა, თანაც ყოვლად უღირსი საშუალებით – ქმართან მაპირისპირებდა. ცდილობდა, შემძულებოდა და თვითონ გამეგდო. მცირე დოზებით დაიწყო ჩემი „მოშხამვა“. უნდოდა, დამეჯერებინა, რომ მოღალატე მეუღლე მყავდა. პირველი ზარი რომ გაისმა ჩემს მობილურზე, ქმარი სახლში არ იყო. რამდენიმე დღით გაემგზავრა სამსახურის საქმეებზე. რეკავდა ვიღაც უცხო ქალი (დღესაც არ ვიცი, ვინ გამოიყენა ჩემმა დედამთილმა ამ საქმისთვის) – შენს ქმარს საყვარელი ჰყავს და თან წაიყვანა, ცხვირწინ გღალატობს და ვერ ხედავო. ავდუღდი. ბუნებრივია,  მაშინვე ქმარს დავურეკე. დავუწყე გამოკითხვა, ჩაძიება. გაღიზიანდა – რა დაგემართაო. არ იყო შეჩვეული ჩემს ეჭვიანობას და გაბრაზდა, თან, ეტყობა, მის გვერდით ვიღაც იყო, – ანუ, სამსახურიდან და უხერხულობა შევუქმენი. როცა ჩამოვიდა, მისაყვედურა.
– არ უთხარით, რა იყო თქვენი ეჭვიანობის მიზეზი?
– არა, მე სულელმა თვითონ დავიწყე ნერვიულობა და ლამის გულიც გავიხეთქე.
– ეს ერთი ზარი აღმოჩნდა საკმარისი, რომ ქმრის ღალატი დაგეჯერებინათ?
– ეჭვი ხომ ჩამისახლდა გულში, მერე უკვე ვეღარ შევძელი მისგან გათავისუფლება. ყველაფერში ღალატს ვხედავდი, ბუზი სპილოდ მეჩვენებოდა. თან, ხომ არ გგონიათ, ჩემი დედამთილი გულხელდაკრეფილი იჯდა. შხამის ჩაწვეთებას განაგრძობდა. თან, ჩემგან იღებდა ყველა საჭირო ინფორმაციას. საჭირო მომენტში ჩემთან ირეკებოდა და „კეთილისმსურველი“ მეუბნებოდა, რომ არ ვიმსახურებ ასეთ მოღალატე, ორგულ ქმარს. ლამის შევიშალე. ვგრძნობდი, გული გამისკდებოდა. ვისთან მივედი და ავტირდი?! – ჩემს დედამთილთან. როგორი სიამოვნება მივანიჭე ამით. მისთვის ხომ ის იყო მთავარი, ჩემთვის ეტკინა. გამოუვიდა კიდეც. ახლა რომ ვიხსენებ, როგორი „სითბოთი“ მანუგეშებდა და მეუბნებოდა, რომ მისი შვილი არაკაცია; რომ ჩემნაირ ქალს სხვანაირი ყურადღება და მოპყრობა სჭირდება. ვითომ წუხდა, განიცდიდა – ფარისეველი. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემი ოჯახი დანგრევის პირას მიეყვანა. ზღვარს გადავედი. ისეთი სკანდალი მოვუწყვე ქმარს, რომელიც არათუ არაფერ შუაში იყო, ვერც ხვდებოდა, როგორი შეთქმულების თეორია მზადდებოდა მის გარშემო. როცა ამოვხეთქე და ჩხუბი დავუწყე, გაოგნდა – რას მერჩი, რა მოგეჩვენაო. არაფრით ვუჯერებდი, რომ საყვარელი არ ჰყავდა. წადი სახლიდან-მეთქი. არ ხარ ნორმალური, ვიღაც შეშლილის ზარების გამო ანგრევ ოჯახსო? კარი გაიჯახუნა და გავარდა. ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა. ჩემი დედამთილი კი ზეიმობდა. რაც ჩაიფიქრა, აღწევდა კიდეც იმას. ანგრევდა ჩემს ცხოვრებას და ფსიქიკას. ეჭვით ცხოვრებაზე საშინელი არაფერი ყოფილა. ვერ წარმოიდგენთ, რას ვგრძნობდი. სულ ტირილი მინდოდა და არაფრის კეთება. თმასაც აღარ ვივარცხნიდი – საფრთხობელას დავემსგავსე.
– როგორ გაარკვიეთ სიმართლე?
– ჩემმა ქმარმა გაარკვია. ეჭვი გაუჩნდა, რომ ამ ყველაფერში შინაურის ხელი ერია. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ, როგორც ჩანს, დედამისი კუთხეში მიიმწყვდია. მერე სახლში მიუვარდა, გადარეული იყო. იმავე საღამოს დარეკა დედამისმა და ურჩხული ხარო. ვნანობ, რომ ჩემი შვილის ცხოვრებიდან შენი წაშლა არ გამომივიდა, თითქმის მივაღწიე მიზანსო... მეორედ მივიღე შოკი. მოკლედ, ისეთი დარტყმა იყო, კიდევ დიდხანს ვერ გავსწორდები წელში. გული მტკივა. ქმართანაც ძალიან ნელა მილაგდება ურთიერთობა. ორივეს გვიჭირს. საშინელება ყოფილა შინაური მტერი.
скачать dle 11.3