კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ შეაქმნევინა სტალინმა ჩერჩილს თანამედროვე წყალქვეშა საბჭოთა ფლოტი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ძლევამოსილი საბჭოთა წყალქვეშა ფლოტი სტალინის დიდი ძალისხმევით შეიქმნა და ამაში დიდი როლი ითამაშა უინსტონ ჩერჩილმა, იმ პერიოდში საადმირალოს პირველმა ლორდმა, რომელიც სამხედრო მრეწველობას კურირებდა.
ჩერჩილი პრემიერობამდე ერთი წლით ადრე, მთელი ბრიტანეთის სამხედრო მრეწველობის შეფი და მთავარი ფიგურა გახდა. იმ პერიოდში სტალინს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მასთან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა, როგორიც შემდგომში, მაგრამ საბჭოთა ბელადს უკვე „აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი“ კომუნიზმის ეს დაუძინებელი მტერი და მისთვის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდა. სახელოვანი საბჭოთა ადმირალი ნიკოლოზ გერასიმეს ძე კუზნეცოვი იხსენედა: „1939 წლის ზაფხულის მიწურულს, სტალინთან მოხსენებით წარვდექი და ერთი საათის განმავლობაში დაწვრილებით მოვახსენე, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები. ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენი წყალქვეშა ფლოტი იყო. რომ დავასრულე, სტალინმა მითხრა:
– ესე იგი, წყალქვეშა ფლოტში მოვისუსტებთ, ხომ?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, – მივუგე მე.
– რომელ ფლოტებს ჩამოვრჩებით? – მძიმედ იკითხა სტალინმა.
– პირველ ადგილზე ბრიტანეთია, შემდეგ გერმანია, იაპონია და შეერთებული შტატები. ჩვენ მხოლოდ მეხუთეზე ვართ.
– რაღა დარჩა. სხვა ქვეყნებს, მე მგონი, არც კი გააჩნიათ ეს შეიარაღება, – კვლავ მძიმედ თქვა სტალინმა, – ნიკოლაი გერასიმოვიჩ, ამ სიის სათავეში უნდა მოვექცეთ და რაც შეიძლება, მალე. ეს პარტიის ნომერ პირველ დავალებად ჩათვალეთ თქვენს სფეროში და ორ კვირაში ღონისძიებების სიას ველოდები თქვენგან, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს.
ორი კვირის შემდეგ სტალინს მოვახსენე, რომ მოწინავე ქვეყნების დახმარების გარეშე, ჩვენი ფლოტის აღორძინება დროში გაიწელებოდა. თან, ამას რომ ვეუბნებოდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სტალინის კაბინეტიდან პირდაპირ ლუბიანკაზე მოვხვდებოდი და იქ დავასრულებდი სიცოცხლეს. სტალინმა ბოლომდე მომისმინა და მშვიდად მკითხა.
– დახმარებაში რას გულისხმობთ?
– თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამხანაგო სტალინ. მათ გარეშე, როგორც გითხარით,  ჩვენი წინსვლა დროში გაიწელება.
– ეს კი არ გვაწყობს, – დაამატა სტალინმა, – რადგან ბრიტანეთია პირველი ამ საქმეში, ვცადოთ მათი დაინტერესება. მათ ახლახან ახალი კაცი დანიშნეს ამ პოსტზე და შევეცდები, მასთან საერთო ენა გამოვნახო. თქვენ კი მოემზადეთ თქვენს უცხოელ კოლეგებთან საკონტაქტოდ.
სტალინისგან რომ ლუბიანკაზე არ მოვხვდი, უკვე დიდი სიხარული იყო ჩემთვის. რომ მოვდიოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მეორედ დავიბადე“.
1939 წლის სექტემბრის მიწურულს, საადმირალოს პირველ ლორდს, უინსტონ ჩერჩილს სტალინის პირადი მიწვევა მიუვიდა  მოსკოვიდან. ბელადი მას საბჭოთა დედაქალაქში  ჩამოსვლას, მასთან შეხვედრასა და საჭირბოროტო საკითხებზე საუბარს სთავაზობდა. სტალინი მშვენივრად იცნობდა ჩერჩილის ბიოგრაფიას. მასზე არაერთი ანალიტიკური მოხსენება ჰქონდა წაკითხული და ვარაუდობდა, რომ ჩერჩილი მომავალ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებდა პრემიერობაზე. ამიტომ, მისმა (სტალინის) შორსმჭვრეტელმა გონებამ ეშმაკური სამკუთხედი შეკრა და მოსკოვში ჩამოსულ მომავალ პრემიერს, ჯერ მოლოტოვთან ერთად ესაუბრა, შემდეგ კი სამი საათი – პირისპირ. ლონდონში დაბრუნებულმა ჩერჩილმა კი ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთს საბჭოეთისთვის დახმარება უნდა აღმოეჩინა წყალქვეშა ნავების მშენებლობის საქმეში.
ადმირალი კუზნეცოვი იხსენებდა: „ლონდონში თორმეტკაციანი დელეგაციით ჩავედით. ფლოტის წარმომადგენელი მხოლოდ მე ვიყავი. დანარჩენები კი – წყალქვეშა ინჟინრები და კონსტრუქტორები. მე სამ დღეში უკან დავბრუნდი. ისინი კი ერთი წლით დარჩნენ იქ და თერთმეტი თვის შემდეგ, ოცი თანამედროვე სუბმარინით (წყალქვეშა ნავი) შეივსო ჩვენი ფლოტი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ბრიტანულებს...“
ჩერჩილის ასეთი თვინიერება მისი კეთილშობილების ან გულუბრყვილობის ბრალი კი არ იყო, არამედ, ერთი მხრივ, მისი ცივი პრაგმატიზმისა და პოლიტიკური ამბიციურობისა, მეორე მხრივ, სტალინის პოლიტიკური გენიისა და პიროვნული პრიზმისა. სტალინმა ჩერჩილი მისსავე ამბიციურობაზე წამოაგო და როგორც მოგვიანებით, ვიაჩესლავ მოლოტოვმა გაამხილა, სტალინი მას ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა მომავალ არჩევნებში, რომელიც პრემიერ-მინისტრობისთვის უნდა გამართულიყო ერთი წლის შემდეგ. მოლოტოვი ყვებოდა: „გაოცებულმა ჩერჩილმა ჰკითხა სტალინს:
– კი მაგრამ, მომავალ წელს რომ პრემიერობისთვის ვიბრძოლებ, ამჟამად მხოლოდ მე და ჩემმა მეუღლემ ვიცით, თქვენ კი – საიდან?
სტალინმა გაიცინა და მიუგო:
– გახდებით ქვეყნის მეთაური და თქვენც მრავალ რამეს გაიგებთ, რაც მხოლოდ ორმა, სამმა ადამიანმა იცისო...
ჩერჩილი მოსკოვიდან სტალინით აღფრთოვანებული გაემგზავრა ლონდონში და აშკარა იყო, რომ მომავალი „ბრიტანელი ლომი“ სტალინის ქარიზმამ მოაჯადოვა...“
მოგვიანებით, უკვე სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ჩერჩილი თავის მემუარებში ნანობდა, რომ სტალინს წყალქვეშა ფლოტის შექმნაში დაეხმარა. მას მიაჩნდა, რომ ამით ბრიტანეთის სამხედრო ძლიერება შეასუსტა და ეს მართალი იყო. თუმცა, ჩერჩილი თავის მემუარებში დიდი პატივისცემით მოიხსენებს საბჭოთა ბელადს. ჩერჩილი მადლიერია იმისთვისაც, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1953 წლის იანვარში, საბჭოთა ბელადმა ნობელის პრემიების კომიტეტს პირადი წერილი, გაუგზავნა და სთხოვა, რომ უინსტონ ჩერჩილი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარედგინათ. მართლაც, ჩერჩილი ჯერ წარადგინეს, დეკემბერში კი, მიანიჭეს კიდეც ეს პრემია.
სტალინი, ისევე როგორც ჩერჩილი და მეოცე საუკუნის სხვა, დიდი პოლიტიკოსი, უპირველესად, თავისი ქვეყნებისთვის იღვწოდნენ, თუმცა არც ადამიანურობა იყო მათთვის უცხო.
скачать dle 11.3