კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა შემთხვევაში არ აქვს ადამიანისთვის მაცხოვრის შობას აზრი და მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ის ეკლესიურსა და რელიგიურს უწოდებს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 შობა ერთ-ერთი ყველაზე აღმატებული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის შობის მარხვა. 2000 წელზე მეტია‚ ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ, ვიცავთ შობის მარხვას, თუმცა დღემდე გვიჭირს ამ დღის მნიშვნელობაში, მის არსში ბოლომდე ჩაწვდომა, გააზრება. შესაბამისად‚ ჩვენს ზეიმსაც ხშირად მხოლოდ ფორმალური სახე აქვს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– საეკლესიო სწავლება საღვთო მოვლენების შესახებ ადამიანებისთვის ბოლომდე არ არის გარკვეული. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველაზე დიდი მოვლენები: მაცხოვრის განკაცება, შობა, ნათლისღება, აღდგომა უწყებულია ანგელოზების მიერ. თუმცა, თავად ანგელოზებიც ბოლომდე არ ფლობენ ამ ინფორმაციას. ანგელოზებმა ადამიანებს აუწყეს, მაგრამ მათაც ბოლომდე არ იციან ამ სწავლების შინაარსი, სიღრმე. ღვთაებრივი სწავლება ღვთაებრივი და საცნაური, მისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღვთაებრივი სულით, სულიწმიდით ცხოვრობენ. ამიტომაც, ჩვენთვის ბოლომდე არ არის ცნობილი და იმ დონემდეა გამოცხადებული, რის დატევაც ჩვენს დაცემულ გონებას შეუძლია. ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობს ასეთ სიტყვებს: ათიათასჯერ რომ დაიბადოს იესო ქრისტე ბეთლემში, თუ ის ჩვენს გულსა და სულში არ დაიბადება, მაშინ ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნება, ისევე‚ როგორც მაცხოვრის შობას არ ექნება არანაირი აზრი.
– რა შემთხვევაში არ აქვს ადამიანისთვის მაცხოვრის შობას აზრი და მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ თავს ეკლესიურს, მორწმუნეს უწოდებს?
– დიდი მამა ათანასე ალექსანდრიელის, ათანასე დიდის სიტყვები:  „ღმერთმა ღმერთი ღვთივმშვენიერად შვა, ღმერთი კაც იქმნა, რათა კაცი განეღმრთოს” – მაცხოვრის შობის მთელი შინაარსია გადმოცემული ამ სიტყვებში და  არა იმაში, თევზით ვიმარხულებთ თუ უთევზოდ: პირველ იანვარს თევზს ვიხმევთ, თუ ნაძვის ხეს დავდგამთ და თოვლის ბაბუას შევეგებებით. მთავარია, როგორაა ჩვენი გული გამზადებული მაცხოვრის შობის მისაღებად. ადამიანში ღვთის სამყოფელი გულია და არა გონება. საკურთხეველი ღვთისა არის გული. ამიტომაც, მთელი მარხვისა და არა მხოლოდ მარხვის განმავლობაში, ადამიანმა უნდა განიწმიდოს გული, გონება, რომ მასში მაცხოვარი იშვას. მაცხოვარი რომ თავმდაბლობით იშვა ბეთლემში, უბრალო მღვიმეში, იმაზე  მიანიშნებს, რომ ადამიანის გულიც ამ მღვიმესავით დაბინძურებულია გარკვეული ცოდვებით. პირუტყვიც ცოდვის სიმბოლოა. მაცხოვრის შობით უნდა განიწმიდოს ადამიანი და მაცხოვრის შობა უნდა გახდეს მისთვის მაცხოვნებელი. თქვენ გინახავთ, როგორ ზეიმობენ ადამიანები შობას და შემდეგ ისევ წარმართულ ცხოვრებას აგრძელებენ. ანუ, მაცხოვარი შობიდანვე მიტოვებული იქნება, ის ადამიანებისგან განიდევნება. ადამიანი, რომელიც არ არის სარწმუნოებაში, არ არის ქრისტესთან, ვერ გაიაზრებს მაცხოვრის შობას, მას ეკლესია აფასებს, როგორც ბნელში მყოფს. დღეს‚ სამწუხაროდ‚ ბევრმა არ იცის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და ის იშვა ჩვენი ცხონებისთვის – იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. ბევრი იფიქრებს, რომ სწავლება ღმერთზე ეს წინა საუკუნეების გადმონაშთია. მოძველდა რელიგია, მაცხოვარი, განკაცება და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიები დაიკავებს მოძღვრის, ეკლესიისა და ღმერთის ადგილს. დღეს აშკარად არა‚ მაგრამ შეფარულად უკვე არის ამის ნიშნები. იესო ქრისტე გუშინ, დღეს, ხვალ და ყოველთვის ერთი და იგივეა. თუ ის საჭირო იყო პირველ საუკუნეებში, შუა საუკუნეებში, გასულ საუკუნეებში, ასევე საჭირო იქნება მომავალ საუკუნეებშიც, სანამ უფლის ნებით არსებული სამყარო არ შეწყვეტს არსებობას.
–  ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, სულის გადარჩენაზეც ვზრუნავთ, შობის ღამისთევის ლიტურგიას ვესწრებით,  მაგრამ, ტაძრიდან გამოსულები მაშინვე ცოდვილ მდგომარეობას ვუბრუნდებით.
– ადამიანი ეჩვევა იმას, რომ, თითქოს იცის, რა არის შობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობით ის სცილდება ჭეშმარიტებას და მისი საზეიმო განწყობა მხოლოდ და მხოლოდ ბაგეებით, გარეგნული ხდება. ჩვენი ცნობიერება, გული უნდა გასცდეს შობის მხოლოდ გარეგნულ დიდებით აღნიშვნას და რწმენით უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა – მაშინ უფრო მეტი სიხარულითა და მოლოდინით აღივსება ჩვენი გული და სული. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ გულის მომქავებელ სწავლებასო. ეს არის პირველ საუკუნეში ნათქვამი და, ბუნებრივია‚ ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება.  ჩვენი რწმენის მისაღებად აუცილებელია, ვიცოდეთ, რას ნიშნავს: ადამიანის ბუნება,  ინდივიდი, პიროვნება.  ადამიანის პიროვნება მჟღავნდება მაშინ, როცა ის განიღმრთობა. ამიტომაც მოქმედებს მერე ღმერთი წმიდა მამა გაბრიელიდან, მოციქულებიდან, წმიდა მამებიდან. მათი პიროვნება, ჰიპოსტასი შეერწყა, განიღმრთო ღვთებრივ ჰიპოსტასთან და მერე უკვე ღმერთი მოქმედებდა. წინასწარმეტყველება, სასწაულები – ეს ყველაფერი პიროვნული ქმედებაა, რომელიც ღმერთისგან იკურთხა და ღვთის მადლით გამჟღავნდა ღვთის დიდება. ქრისტემ ღვთისმშობლისგან მიიღო ადამიანის ბუნება, უნართა ერთობლიობა: ის ტიროდა, იღლებოდა, ეშინოდა, მაგრამ მას პიროვნება – ადამიანის არ მიუღია. ქრისტეშია ერთი პიროვნება – ღვთაებრივი და ორი ბუნება: ღვთაებრივი და ადამიანური. თუ პიროვნება არ ხარ, არც რწმენა გექნება და ვერც ვნებას დაუპირისპირდები. იტყვი: მე ასეთი ბუნება მაქვს. პაპისგან, ბებიისგან მივიღე ინდივიდუალური გამოვლინებები და რა ვქნა, ვერ შევიცვლები. ბევრი აბრალებს თავის გენეტიკას – ადამიანი მამისგან იღებს ბუნებას, ინდივიდუალურ მიდრეკილებებს და პიროვნებად უკვე თვითონ ყალიბდება. ამაში კი საკუთარ თავს თვითონვე უნდა უშველოს, პიროვნება მემკვიდრეობად არავის მიეცემა. შენ უნდა შედგე პიროვნებად, რომ შენი ბუნება, უნარები დადებითად გამოამჟღავნო. ქრისტე ამბობს: ვისაც სურს, შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აიღოს ჯვარი და შემომიდგეს. ამიტომ, ვაღიაროთ საკუთარ თავში პიროვნება  და შემდეგში, მას სწორი მიმართულება მივცეთ. თუ გინდა, იყო კარგი პიროვნება, უნდა მიბაძო იესო ქრისტეს, რომელმაც მიიღო შენი ბუნება, გამოგიხსნა. მაშინ იქნები ჭეშმარიტი ადამიანი და ქრისტიანი. სხვისი დაცემა კი არ გვწყინს, არამედ, გვიხარია; ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. ადამიანის შეფასებისას არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრი, რადგან, უფალი გვეუბნება: რა საზომითაც განიკითხავთ, იმავე საზომით განიკითხებითო. არასდროს არ უნდა განვრისხდეთ, როდესაც, პირიქით, ჩვენ გვამხილებენ. ბიბლია გვასწავლის: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს; ამხილე ბრძენი და  შეიძენ მეგობარსო. თუ გვინდა, რომ მრისხანების ცოდვას შევებრძოლოთ, უნდა ვიყოთ თავმდაბლები. ყოველგვარ წყენას, გულისწყრომას თავმდაბლობით უნდა შევხვდეთ, სიმშვიდითა და სიმდაბლით მივიღოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ უგუნურ და, მით უმეტეს, უხამს სიტყვას, მოჰყვება მთელი რიგი ცუდი შედეგები. ეს სიტყვა შემდგომში იქცევა საქმედ. არაფერი ისე არ განაშორებს ღმერთს, არაფერი ისე არ განძარცვავს და არ განაშორებს ადამიანს ღვთის მფარველობას, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და დამცირება მოყვასისა. თუმცა‚ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განკითხვა სხვა რამეა და დამცირება – სხვა. დამცირება ის მდგომარეობაა, როდესაც არა მხოლოდ განიკითხავენ მოყვასს, არამედ, კიდეც სძულთ და ზიზღით ზურგს აქცევენ. ეს ცოდვა განკითხვაზე უფრო დამღუპველია. სიძულვილი, ზიზღი, დამცირება, განკითხვა – ეშმაკის საქმეა და, თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე იგი, მისი თანამზრახველი ვხდებით.

скачать dle 11.3