კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ზოგიერთ მორწმუნეს სახლი სავსე აქვს საეკლესიო ნივთებით – ხატებით, ჯვრებით, სასულიერო ლიტერატურით. ზოგი ამას გადაჭარბებულად მიიჩნევს. გთხოვთ, გამარკვიოთ, რომელი მიდგომაა სწორი?
პასუხი
: ყოფით ცხოვრებაში ნებისმიერი ნივთი და საგანი ადამიანში ამა თუ იმ გრძნობას, აზრსა და სურვილს აღძრავს. ამიტომ, სულის ხსნისთვის, უმჯობესია, ისეთი საგნების გარემოცვაში იმყოფებოდეთ, რაც ღმერთთან სიახლოვის განცდას შეგძენთ და არა პირიქით – ბილწი ვნებებით აღგავსებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვა აუცილებელია და მთავარია, ამ ნივთებს კრძალვით მივეახლოთ.
კითხვა: მისაღებია თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, მაგალითად, თილისმის ტარება, იმიტომ რომ კარგად აქვს ეს დაცდილი?
პასუხი
: ქრისტიანობა თილისმების რწმენას უარყოფს, რადგან ეს მაგიის რწმენაა. მაგრამ, აქვე აღვნიშნავთ, რომ ლითონებსა და ძვირფას ქვებს, რომელსაც ადამიანი ატარებს, მართლაც აქვს გარკვეული ზემოქმედების უნარი ორგანიზმზე. ეს იცოდა უძველესმა მედიცინამ, ხოლო თანამედროვე მედიცინამ ეს ცოდნა, სამწუხაროდ, თითქმის დაკარგა. ამიტომ, უნდა გავარჩიოთ, ერთი მხრივ, თილისმისა და მეორე მხრივ, მინერალებისა და ლითონების ზემოქმედება ადამიანზე. მაგრამ, თილისმებისა და ასტროლოგიური ნიშნების ტარება, რაც ასე მომრავლდა, მართლმადიდებლობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
კითხვა: თუ ადამიანს უფლის ნების გარეშე, არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გამოდის, რომ ჩვენ ვართ არა მისი სახე და ხატი, არამედ რობოტები. ესე იგი, ადამიანს მხოლოდ მოვალეობები აქვს და არავითარი უფლებები.
პასუხი:
ადამიანის მთავარი ღირებულება ნების თავისუფლებაა. ნების თავისუფლება ჰქონდა სულ პირველ ადამიანს – უფალი მის არჩევანში არ ჩარეულა. ღმერთი თავის ნებას იძულებით არავის ახვევს თავს, მას ყველას გადარჩენა სურს. ადამიანი თავად ირჩევს – თავის ნება დაუქვემდებაროს ღმერთის ნებას, თუ შეეწინააღმდეგოს მას.
კითხვა: გთხოვთ, გვიპასუხოთ, რომელი წმიდანია ჩვენი მფარველი და რომელი სახელით მოვიხსენიოთ ის მფარველი, წმიდანებისადმი აღვლენილ ლოცვაში?
პასუხი:
ამ ლოცვაში მოიხსენიება წმიდანი, რომლის სახელიც გქვიათ. თქვენ მფარველი წმიდანი გყავთ მაშინაც, თუ არ ატარებთ რომელიმე ცნობილი მოწამის ფართოდ გავრცელებულ სახელს. ნებისმიერი ქრისტიანული სახელი განწმენდილია იმ 100 ათასი ქართველი მოწამის სისხლით, ვინც ჯალალედინმა ქრისტიანობის ერთგულების გამო ამოხოცა თბილისში. ასე რომ, მფარველი წმიდანის მოხსენიებისას წარმოთქვით საკუთარი სახელი და ასე, შესთხოვეთ მფარველობა იმ წმიდანს, ვის სახელსაც ატარებთ. იმ გამონაკლისის შემთხვევაში, როცა ადამიანს არაქრისტიანული სახელი ჰქვია, ნათლობისას მოძღვარი შეურჩევს ეკლესიურ სახელს.скачать dle 11.3