კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (159)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№1 „კამელინი“ – ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მძიმე დაავადებისგან განკურნებული ადამიანები და საერთაშორისო აღიარება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 კომპანია „კამელინი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს – გისურვებთ ჯანმრთელობას!



კვებეკის, მონრეალის, ილინოისის, ორეგონის, ბერნის, გერმანიის, ინგლისის, რიო-დე-ჟანეიროს, დელის წამყვან სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადასტურდა, რომ „კამელინი“ ნამდვილად უდიდესი პოტენციალის პრეპარატია, როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე, გამორჩეულად ეფექტური საშუალებაა, სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. ქართული პრეპარატი „კამელინი“ მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, სიმსივნური პათოლოგიების დროს მისი გამოყენება ძალზე ეფექტურია.
ზარემა იზმაილოვა (ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი): უკანასკნელ წლებში, ყირგიზეთში საგრძნობლად იმატა სიმსივნურმა დაავადებებმა, განსაკუთრებით კი – ქალბატონებში. სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. საერთაშორისო სიმპოზიუმზე საქართველოდან, ონკოლოგ ალექსანდრე ცალუღელაშვილისგან შევიტყვე, ქართული პრეპარატის, „კამელინის“ შესახებ. დავინტერესდი, გავეცანი პრეპარატ „კამელინის“ ავტორის, ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის ექსპერიმენტულ და კლინიკურ კვლევებს. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ჩემს ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც პაპილომავირუსის გამო, 15 წელი არ ჰყავდა შვილი (მკურნალობის ყველა აპრობირებული მეთოდის გამოყენების მიუხედავად, შედეგს ვერ მივაღწიეთ), გადავწყვიტე, შემეთავაზებინა „კამელინის“ სანთლებისა და ამპულების ერთდროულად გამოყენება. რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევას „კამელინით“ მკურნალობა ამჯობინეს. ზედიზედ ჩატარდა მკურნალობის 4 კურსი. ყოველი 20 დღის შემდეგ, ხორციელდებოდა შემოწმება როგორც ექოსკოპიურად, ასევე, ანალიზებით. შედეგი დინამიკაში იმედისმომცემი იყო, ამიტომაც ვაგრძელებდით მკურნალობას. მიღწეული შედეგით განცვიფრებული დავრჩი. დავიწყე პრეპარატ „კამელინის“ გამოყენება სხვა პაციენტებზეც. შემდეგ კი დამებადა იდეა, თუ როგორ მოხერხებულიყო „კამელინის“ შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ჩავედი საქართველოში, შევხვდი კომპანია „კამელინის“ წარმომადგენლებს, კვლევაში ჩართულ მეცნიერთა და სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფს. მათი მეშვეობით, უფრო ღრმად გავეცანი კვლევათა შედეგებს. დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში მრავალი ონკოპაციენტი მოიხმარს „კამელინს“ და შედეგებიც გასაოცარია. შედეგებზე დაკვირვებით მინდა ვთქვა, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, „კამელინის“ გამოყენება პროფილაქტიკური მიზნით, თავიდან აგვაცილებს სიმსივნური დაავადებების რისკს.
მარიკა ლორთქიფანიძე (ექიმი კოაგულოლოგი): 49 წელი ვიმუშავე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მრავალპროფილურ ინსტიტუტში, რომელიც იმ დროს ყველასგან გამოირჩეოდა. ჩვენი დირექტორი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი ცდილობდა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები შემოეკრიბა გარშემო და ბატონ ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად, ეწარმოებინათ ექსპერიმენტული კვლევები პრეპარატ „კამელინზე“, რომელიც შემდეგ დაინერგებოდა კლინიკაში. ჩემმა მეუღლემ, გულმკერდის ქირურგმა, პროფესორმა ოთარ ბურჯანაძემ, ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კამელინი“ ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ. დაკვირვება მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ, დინამიკაში წარმოებდა, კლინიკური ანალიზებიც ტარდებოდა. ავადმყოფთა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სიმსივნის ზომაში შემცირება, ოთარს ძალიან ახარებდა. ყველანი დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით ოთარის განყოფილებაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც იმედისმომცემი გახლდათ – პრეპარატი „კამელინი“ სასწაულს ჩვენ თვალწინ ახდენდა.
ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს პაციენტთა მადლობის წერილებს, დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციებს – დიაგნოსტიკური კვლევების შედეგებს. კომპანიამ ქუთაისიდან მიიღო ქალბატონ მერი გაბრიჩიძის წერილი, რომელიც პრეპარატ „კამელინის“ ავტორს და მის შთამომავლობას უდიდეს მადლობას უხდის გადარჩენისთვის. 20 წლის წინ ქალბატონ მერის საშვილოსნოს სიმსივნის გამო, გაუკეთდა საშვილოსნოს ექსტრიპაცია. ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა სრულიად უიმედო იყო. ქუთაისის ონკოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ბატონ ოთარ მეტრეველის რჩევით, პაციენტს „კამელინის“ ინიექციების გაკეთება დაუწყეს. 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ (მკურნალობის ერთი კურსი) პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და საიმედო გახდა. მკურნალობით გათვალისწინებული 8-დღიანი შესვენების მერე, კვლავ გაიმეორა შემდეგი კურსი. დღეს ქალბატოონი მერი სრულიად ჯანმრთელია, ჰყავს 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი, რომლებთანაც დროს აქტიურად და ენერგიულად ატარებს. წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, იტარებს „კამელინით“ მკურნალობას.
სარძევე ჯირკვლის კიბოს ეფექტური პროფილაქტიკა ,,კამელინის” გამოყენებით  – პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ,,კამელინით”, აღენიშნათ იმუნური ჰომეოსტაზის ჰარმონიზაცია, რაც გამოიხატა სიმსივნურ პროცესებზე იმუნური ზედამხედველობის გაძლიერებით გააქტიურებული თ-ლიმფოციტების მონაწილეობითა და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის მატებით. 18-თვიანი დაკვირვებით პაციენტთა 95,8 პროცენტს, რომლებიც მკურნალობდნენ „კამელინით,” არ აღენიშნათ სიმსივნის რეციდივი და მეტასტაზირება. მოყვანილი კლინიკური შემთხვევები ადასტურებს ,,კამელინის” ეფექტურობას იმუნური ჰომეოსტაზის ჰარმონიზაციაში, სარძევე ჯირკვლის კიბოიანი პაციენტებისთვის, რაც გამოიხატება იმუნური ზედამხედველობის გაძლიერებით, რის შედეგად თავიდან ავიცილებთ სიმსივნის რეციდივირებასა და მეტასტაზების განვითარებას.
პაციენტი უ.გ: ახალგორი. დიაგნოზი: ფილტვის სიმსივნე. „კამელინის” წყალობით, მეორე წელია, მდგომარეობა სტაბილური და საიმედოა.
ბათუმის ონკოლოგიურ კლინიკაში, უძიმესი დიაგნოზის (მე-4 სტადიის სიმსივნეებზე) მქონე პაციენტებში, „კამელინით“ მკურნალობისას დადებითი შედეგები მიიღეს. კერძოდ, მოხდა: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში – დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი.
P.S. „კამელინი“ იყიდება ყველა აფთიაქში! გაიცემა ურეცეპტოდ! „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.

скачать dle 11.3