კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 წინ წყალი და უკან დენი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სემეკის არითმეტიკა


მართალია, რამდენიმე თვეა, ველით კომუნალური გადასახდელების მატებას, თუმცა საბოლოო ვერდიქტი სემეკმა ტკბილ ლუკმად შემოინახა და ახალი წლის შემობრძანებამდე ლამის წუთებით ადრე შევიტყვეთ.
სახელდობრ, ამ ჩვენმა სემეკმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, დაადგინა, რომ თბილისელებისთვის მომავალი სამი წლის განმავლობაში წყლის ტარიფი გაიზრდება: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 კუბურ მეტრზე, 6 თეთრით (და 0,329 ლარი იქნება), ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის თითო სულზე, დაახლოებით, 75 თეთრით (და 3,89  ლარი), აი, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი მთელი 2 თეთრით შეუმცირეს და 4,4 ლარით განუსაზღვრეს.
ამის პარალელურად, გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფიც: ოღონდ სემეკის თავქალმა (მილორავამ) განგვიმარტა, რომ არც ელექტროენერგიის ტარიფი გაუზრდიათ ვალუტის კურსის ცვლილების გამო (ტარიფებს ისევ 2,5-იანი კურსით ვანგარიშობთო), ყველაფერში დამნაშავე სულ სხვა რამ ყოფილა.
კერძოდ, ტარიფები გაიზარდა, რადგან კომპანიები მომავალი სამი წლის განმავლობაში დიდი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ, თან, მოხმარებაც იზრდებაო.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ჯერ ერთი, თავდაპირველად, ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და ამის შემდეგ უნდა გაიზარდოს, თუ მაინცდამაინც, ტარიფი (ან კი აბონენტმა რატომ უნდა გადაიხადოს მფლობელის მიერ გაწეული ხარჯი, იმიტომ რომ, მფლობელს აბონენტები მოუმრავლდა?!) და, მეორეც, რაკი ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილ შემოსავალსაც ნიშნავს, გამოდის, რომ, აქაური ლოგიკით, რაც მეტია კომპანიების მოგება, მით უფრო ძვირად უნდა მოგვყიდონ თავიანთი პროდუქცია?! –
скачать dle 11.3