კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ეჭვიანობა აზერბაიჯანულად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მესამე ზედმეტია?!


იმ მარტივი მიზეზით, რომ სიყვარული სამს ვერ იტანს (მაშინაც კი, თუ გარიგებაა), ბუნებრივია, ბაქოს ეჭვი შეეპარა, რაკი იხილა, რომ სომხეთის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას შეეყარა.
იმას გარდა, რომ უმალ კატები და თაგვები დაზავდებიან მთელი ამ ცოდვილი დედამიწის მასშტაბით, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი (უახლოეს ათწლეულებში), მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მედიამ კიდევ ერთხელ შეამკო სომხეთის პირველი პირი (მათი ეს რეაქციაც სავსებით ბუნებრივია) და ყველას (მათ შორის, ჩვენც) შეგვახსენა, რომ სომხეთის ნდობა არ შეიძლება.
მომყავს ციტატა გაფრთხილებიდან: „სომხეთი ის ქვეყანაა, რომელიც წარმატებას მხოლოდ რისკების დივერსიფიცირებაში აღწევს. მისგან მხოლოდ პრობლემებია მოსალოდნელი. კონფლიქტებისგან არა მარტო აზერბაიჯანი, არამედ საქართველოც განიცდის ზეწოლას. შესაბამისად, ბაქო და თბილისი „განწირულნი“ არიან,  სინქრონულად იმოქმედონ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რეგიონში „სიმშვიდეს არღვევს“. რეალური სიტუაცია ისეთი გეოეკონომიკური კონფიგურაციის შექმნას გვკარნახობს, რომელმაც საფრთხის მომტანი ქვეყნის „მოგუდვის რეჟიმი“ არ უნდა დაარღვიოს.“
აქედან გამომდინარე კი, ბაქო უკმაყოფილოა (ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალური, ანუ საექსპერტო ჯგუფები), რაკი, მათი აზრით, „საქართველო სომხეთთან თამაშს აგრძელებს და, რაც ყველაზე სამწუხაროა, თავს მოვალედ არ მიიჩნევს, თავისი მოქმედება სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის ინტერესებითაც გაზომოს“.
აქედან გამომდინარე კი, თურმე, „აზერბაიჯანს როგორც სამხრეთ კავკასიის საკვანძო მოთამაშეს და იმავდროულად აშკარა ლიდერს, აქვს უფლება თავის მოკავშირეს (ანუ საქართველოს) ანგარიში მოთხოვოს“.
რატომ? იმიტომ რომ (ისევ ციტატას მოვიშველიებ): „აზერბაიჯანი რეგიონის ეკონომიკაში ძლიერ რგოლს წარმოადგენს და მის ხელშია ყველა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებათა გასაღები.“
და სწორედ ახლა მივადექით ყველაზე საინტერესო ადგილს: კერძოდ, აზერბაიჯანი ცდილობს, შეინარჩუნოს მონოპოლიური მდგომარეობა, რომელიც საქართველოს ბაზარსა და ტერიტორიაზე აქვს (და მერე რა, რომ აზერბაიჯანული ენერგორესურსების ფასი კაპიკია, თუკი საქართველოს გავლით გზა არ ექნა ევროპისკენ?!).
მეორე მხრივ, ბაქოს შეშფოთებაც გასაგებია: ყველა სათავისოდ ცდილობს და ერთადერთობა არა მხოლოდ მიწიერ, პოლიტიკურ სიყვარულშიც სასურველი მდგომარეობაა.
ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოს უპირატესობა გზაჯვარედინია და, შესაბამისად (მოკავშირე კი იმის მოკავშირეა, რომ შენი ინტერესი გაითვალისწინოს), მაგალითად, თბილისს არასდროს დაუბრაგუნებია მკერდზე მუშტი იმის გამო, რომ ილჰამ ალიევი დღენიადაგ ვლადიმირ პუტინის ქებაშია და მასთან უთბილესი და უმჭიდროესი ურთიერთობა აქვს.
ასეა თუ ისე, ბაქოდან ირწმუნებიან, რომ „სულ მალე დადგება დრო, როცა ბაქო იძულებული გახდება, თავისი მოკავშირის – საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ძალიან გაერთო სახიფათო თამაშებით, „რბილი ძალა“ გამოიყენოს“. ანუ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის გაუვა ეჭვიანობის შფოთი ჩვენს მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორს და გაიხსენებს, რომ ტარანა მხოლოდ და მხოლოდ თვლითაა. –
скачать dle 11.3