კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ვინ ემუქრება ლაშა ჯოხაძეს ფეხის მოტეხვით და რატომაა ქალისთვის მასთან ურთიერთობა რთული

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 დიზაინერი ლაშა ჯოხაძე ბოლო პერიოდში ლიდერის პოზიციებს არ თმობს. ყველაზე ვარსკვლავურ პროექტებში, კონცერტებსა თუ სხვადასხვა ღონისძებაზე, ვარსკვლავების ძირითადი ნაწილი მისი სამოსით იწონებს თავს. შესაბამისად, მის თავს ყოველთვის „საქმიანი ქაოსია“. ასეა ახლაც. თუმცა, ამის მიუხედავად, საახალწლო განწყობაზე ზრუნვაც არ ავიწყდება.
ლაშა ჯოხაძე:
ახალი წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. იმდენად მიყვარს ეს დღესასწაული, რომ ნაძვის ხე ოქტომბერში დავდგი (იცინის). მიკვირს მათი, ვინც ამბობს, განწყობა არ მაქვსო. წლევანდელ ახალ წელს, მეგობრებთან ერთად, კოსტიუმირებული საღამო დავგეგმეთ. ყოველთვის სახლში ვხვდები და მერე გავდივარ უმისამართოდ. სხვათა შორის, ბევრის მეკვლე ვარ. კარგი ფეხი გაქვს და წელსაც თუ არ მოხვალ, მოგამტვრევთო, მეუბნებიან (იცინის).
– აქამდე ისეთი არაფერი გითქვამს პირადი ცხოვრების შესახებ და 2018 წელს რამე შეიცვლება?
– ძალიან მინდა, ეგეც მოხდეს (იცინის). ამ ბოლო დროს ოჯახშიც ხშირად მეკითხებიან, რას შვრებიო?! ვერ ვიტყვი, იმდენად დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია-მეთქი. შეიძლება, დაკავებული იყო, მაგრამ არავინ იცის, ეგ მომენტი როდის დადგება. რთულად მიყვარდება, მაგრამ თუ შემიყვარდა, ძალიან ერთგული ვარ – განა არ, ვერ ვუღალატებ. როცა ადამიანთან თავს კარგად გრძნობ და ამ დროს, კიდევ სხვას ეძებ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ზოგი ამას მრავალფეროვნების სიყვარულით ამართლებს, მაგრამ ეს ჩემთვის გამართლება არ არის, მით უმეტეს, მისგან რომ ერთგულებას ითხოვ. თუმცა, ჩემთან ურთიერთობა რთულია. მან უნდა გაიგოს ასე დაკავებული რომ ვარ და ამყვეს. „ღამის ხუთ საათზე გადაღება გაქვს და ჩემთვის არ გცალია“ – არ უნდა მითხრას. ამ საქმეს ვერაფრის გამო ვერ ვუღალატებ. ქაოსური სამსახური მაქვს და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ, სულ რაღაცას ვაკეთებ  და ეს შინაგანად მომწონს. როგორც კი პატარა პაუზა მაქვს, სულ ფორიაქში ვარ. 24 საათი რომ ვმუშაობ, კარგად ვარ და როგორც კი ვისვენებ, მერე მიმძაფრდება ნევროზული მომენტები. დაღლილობა. მანამდე ამაზე ფიქრის დროც არ მაქვს (იცინის).
– როგორ გახდი უკონკურენტო დიზაინერი? ყველა უკან მოიტოვე და თუ კი რამე მნიშვნელოვანი ხდება, ყველას შენ აცმევ.
– არასდროს ვცდილობდი, ვინმესთვის მიმებაძა. ყოველთვის ჩემთვის ვარ, არ მეშინია იმის, რასაც ვაკეთებ. ეტყობა, მიმართულებაც ისეთი ავირჩიე – ძალიან გაპრანჭული და გამოსასვლელი. მიხარია, რომ თუ რამე მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, იციან, რომ ჩემთან უნდა მოვიდნენ. ჩვენი ვარსკვლავები იღებენ ტელეფონს და მირეკავენ: „ლაშ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი მაქვს და შენ უნდა ჩამაცვა“. ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მე ვფიქრობ, მათ იმიტომ გადაწყვიტეს ჩემთან მოსვლა, რომ ჰაერზე არასდროს ვქმნი სამოსს. ყოველთვის ვცდილობ, კოსტიუმი თავად ტიპაჟის ხასიათშიც ჯდებოდეს. უხდებოდეს სიმღერას თუ ცეკვას, რომელსაც ვარსკვლავი ასრულებს და მასში კომფორტულად გრძნობდეს თავს. სანამ რაღაცას დავხატავ, ვსხდებით და ვსაუბრობთ, რომ მისი განწყობა გავიგო.
– რაც შეეხება კონკურნციას, როცა ამდენი ვარსკვლავი-კლიენტი გყავს, წარმატებული პროექტების დიზაინერი ხარ, ალბათ, ვიღაცას ეს არ სიამოვნებს.
– დარწმუნებული ვარ, არც იქნება სასიამოვნო. შეიძლება, ხმამაღლა არ თქვან და არც იტყვიან, როგორც მე არ ვიტყვი რაღაც მომენტში, მაგრამ შინაგანად საკუთარ თავთან ბრძოლა ყველას ექნება: „რას აკეთებს, ნეტა, ეს ისეთს, რომ ყველა მასთან მიდის“. არც კრიტიკას ვუშინდები, თუმცა ცუდი ჩემზე არასდროს გამიგია. ერთადერთი, „ევროვიზიის“ კოსტიუმზე გაიყო აზრები. თაკო გაჩეჩილაძის კოსტიუმს ვგულისხმობ. თუმცა, შემდეგ გამოკითხვებით გაირკვა, რომ სადაც ის ეცვა, პირველი ადგილი აიღო სასცენო კოსტიუმებს შორის. თუმცა, იყო ორად გაყოფილი საზოგადოება, მაგრამ ვერ ვნახე დასაბუთებული კრიტიკა, სადაც დავინახავდი მიზეზს, თუ რატომ არ მოეწონათ. ზოგისთვის ამ ტიპის „კრიტიკა“ საქმეა და არც ეგ არის პრობლემა. თუმცა, თამამად ვიტყვი, რომ „ევროვიზიაზე“ საქართველო ძალიან სერიოზული კოსტიუმით წარდგა. რთულია საკუთარ კოსტიუმზე ლაპარაკი, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამონაკლისს დავუშვებ და ჩემს თავს კომპლიმენტს ვეტყვი. ყოველთვის მაქვს ჯანსაღი ამბიცია იმისა, რომ ჩემი ნამუშევრით სხვებს კონკურენცია გავუწიო და სწორედ ჩემი ნამუშევარი იყოს ლიდერი. თუ დავინახავ, სხვამ რაღაც კარგი გააკეთა, აუცილებლად ვეცდები, იმაზე კარგი მე გავაკეთო. ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. კლასიკური, ხელნაკეთი და ელეგანტური სტილი ყველასთვის მისაღებია, რაც თბილისს ძალიან აკლია. მე ეს გზა ავირჩიე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უკონკურენტო ვარ და ამ საქმეშიც მონოპოლია, ალბათ, ამიტომ მოვიპოვე. ყველა კომერციაზეა გადასული: მაისური, შარვალი, ჯინსი, ქურთუკი და ასე შემდეგ, რასაც მე არ ვაკეთებ. იმიტომ კი არა, რომ არ მომწონს. თბილისში, თუ რამე განსაკუთრებული ღონისძიება ტარდება, ჩემთან მოდიან. ძალიან მიყვარს მაგდა ვასაძე, რომელიც ჩემი ხშირი სტუმარია. ძალიან კომფორტული იყო ნინო სუხიშვილთან მუშაობა. დიდი სიამოვნება მივიღე თამრიკო ჭოხონელიძესთან ურთიერთობით, როცა მისი ვარსკვლავის გახსნა იყო. მარიამ როინიშვილიც ხშირად მოდის ჩემთან. მგონი, ყველას აქვს გარდერობში ჩემი ერთი კოსტიუმი მაინც (იცინის).
– მოდი, ვთქვათ 2018 წლის ტენდენციების შესახებაც.
– არ ვარ დიზაინერი, რომელიც ტენდენციებს მიჰყვება. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ამას რომ ვამბობ, მაგრამ გულწრფელი ვარ. ყოველთვის ისე ვაკეთებ, როგორც მომწონს და როგორი ხედვაც მაქვს. სხვათა შორის, ძალიან ხშირად გამიკეთებია კოლექცია და მერე აღმომიჩენია, რომ მსოფლიო მასშტაბის ტენდენციებს დამთხვევია ჩემი არატენდენციურად გათვლილი კოლექცია, რაც ძალიან გამხარებია (იცინის).
– გადავიდეთ შენს გარეგნობაზე. 25 კილოგრამი დაგიკლია. რამ გადაგაწყვეტინა ასეთი რადიკალური ცვლილება და როგორ მიაღწიე ამას?
– „ცეკვავენ ვარსკვლავების” პერიოდში ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა. არაფრისთვის არ მეცალა და საოცრად ვიკვებებოდი. „ჭამისტი ტიპი“ არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ტკბილეული. „ლაივს” რომ მოვრჩებოდი და სახლში წავიდოდი, ღამის ორ საათზე აუცილებლად შევივლიდი სუპერმარკეტში ბევრი შოკოლადის საყიდლად. დავწვებოდი, დავილაგებდი ამ ყველაფერს გარშემო და ვსმუსნაობდი (იცინის). ასე, ავედი 104 კილოგრამამდე. ერთ დღეს ჩემს თავს რომ შევხედე, მივხვდი, სასწრაფოდ რაღაც უნდა გამეკეთებინა. არაფერი აღარ მერგებოდა. XL-ს ვიცვამდი და მალე ეგეც დამიპატარავდებოდა (იცინის). დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა და სწორი კვება. გადავედი ჯანსაღ და უცხიმო პროდუქტზე. ვსვამდი ძალიან ბევრ წყალს, დღეში ექვს ლიტრს. მერე მითხრეს, ამდენიც არ შეიძლებაო, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში უარყოფითი შედეგი არ მოუტანია. დილით, უზმოზე, ორ მოზრდილ ჭიქას ვსვამდი. დღის განმავლობაში ხუთჯერ ვჭამდი და შუალედებში ბევრ წყალს ვიღებდი. როგორ სწრაფადაც ვიმატებ, ისე სწრაფად ვიკლებ. ორ თვეში ოცი კილოგრამი დავიკელი. თუმცა, მთლიანობაში 25 კილოგრამი მაქვს მოკლებული. ვარჯიშის დრო მართლა არ მქონდა, მხოლოდ და მხოლოდ დიეტა. სხვათა შორის, სახეზე სიგამხდრე არ მიხდება. ადრეც მქონდა გახდომის მცდელობა და დავიკელი კიდეც, მაგრამ კატასტროფულად არ მომიხდა სახეზე. ავადმყოფის შეხედულება მქონდა და ყველა მეკითხებოდა, რამე ხომ არ გჭირსო?! დავითრგუნე ამის გამო და ისევ მოვიმატე.
– უკვე ისეთ ფორმაში ხარ, შემთხვევით, შენც ხომ არ აპირებ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღებას მოცეკვავის სახით?
– სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ცეკვა. ადრე ვცეკვავდი. რაღაც პერიოდი, როგორც ყველა ბავშვი, მეც დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, მაგრამ ვეღარ გავუძელი ფეხებზე ხანჯლების რტყმევას და ჩემი ნებით გამოვედი (იცინის). იმდენი ხანია, ამ პროექტზე ვმუშაობ, უკვე ყველაფერი ზეპირად ვიცი. თუმცა, არა ტექნიკური მხარე. ურთულესია, ერთხელ ვთხოვე, ერთ-ერთ მონაწილეს, რაღაც ილეთი ესწავლებინა და მივხვდი, რომ ცოტა შტერი ვარ ამ საქმეში (იცინის). თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, სიამოვნებით ვიცეკვებდი ამ პროექტში, მაგრამ კოსტიუმებს ვინღა გააკეთებდა? ამას ნამდვილად ვერ დავთმობ (იცინის).
скачать dle 11.3