კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№52 ვინ დაგეგმა ეკა კვალიაშვილის მორალური ტერორი და რატომ აღარ არსებობს მისთვის თემურ თათარაშვილი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 მომღერალ ეკა კვალიაშვილის გარშემო სკანდალები არასდროს წყდება. ცოტა ხნის წინ, მამა პეტრე კოლხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ფინანსურადაც ძალიან უჭირდა, რის შემდეგაც მომღერალს ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა. საბერძნეთიდან სკანდალურად დაბრუნებულმა, ურთიერთობა გაწყვიტა ბავშვობის მეგობართან, თემურ თათარაშვილთან. დღეს მასთან დაკავშირებულ ბევრ საშინელ კომენტარზე უწევს პასუხის გაცემა, მაგრამ ეს ყველაფერი საახალწლო განწყობას არ უფუჭებს.
ეკა კვალიაშვილი:
ახალ წელს ყოველთვის ლამაზად ვხვდები. ეს დღე ჩემთვის ბავშვობიდან ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება და მჯერა, რომ შობის ღამეს სურვილები ხდება. მადლობა გასულ წელს ყველაფრისთვის. ჭკუა მასწავლა, ბევრს ახადა ნიღაბი ჩემს ცხოვრებაში და გამოცდილება შემძინა. ახალი წლიდან ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაზე რომანი დავწერო. აღმოვაჩინე, რომ წერის ჩემებული სტილი მქონია.
– კარგი ამბავი გავრცელდა თქვენ შესახებ – დაფინანსება დაგენიშნათ.
– ჩემს ავადმყოფობაზე მეგობრებმა დაიწყეს ლაპარაკი და ეკონომიკურ მდგომარეობაზეც მათ ატეხეს ამბავი. მამა პეტრე ძალიან აღშფოთებული იყო, შენ რატომ უნდა იყო ასეთ მდგომარეობაშიო. კარგად იცით, რომ მიშას პერიოდი ჩემთვის ყველაფერი ჩაკეტილი იყო. ღმერთმა აპატიოთ ის ბოროტება, რომელიც მე გამიკეთეს. ერთადერთი, რასაც ამ ადამიანებს ვერ ვაპატიებ, ისაა, რომ მათ ჩემი ცხოვრების ცხრა წელი ამოჭრეს და სანაგვეში გადააგდეს. ამ ცხრა წლის განმავლობაში ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა უამრავი დაავადება.
– ამ ხელისუფლების პირობებში შეიცვალა მდგომარეობა? ცდილობდით მათთან დაკავშირებას და სთხოვეთ დასაქმება?
– არა, მე არა ვარ ის ტიპი, ვინმესთან მივიდე და რამე ვთხოვო. კულტურის მინისტრები იცვლებიან, მე – არა. ჩემი სფეროდან ერთ-ერთი ვარ, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. ამას შეხსენება და კაბინეტ-კაბინეტ სირბილი არ სჭირდება. ცოტა უხერხულია. მიმაჩნია, რომ, როცა კულტურის მინისტრად მოდიხარ, აუცილებლად უნდა შეხვდე ამ სფეროს ავტორიტეტებს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, არსებული პრობლემების შესახებ და ასაკიც ისეთი გვაქვს, დადინჯებული ვუყურებთ ყველაფერს. ქალაქის ახალ მერს ჰქონდა შეხვედრა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს. არ ვიცი, რატომ. მინდა, მესიჯი გავგზავნო მთავრობასთან: მე არ გარდავცვლილვარ. ჯერ ცოცხალი ვარ და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამიტომ, ნუ მიმიყურისძირებთ. რაც შეეხება „ქართუ ფონდის” დახმარებას, მამა პეტრეს მიერ ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მათი სტიპენდიანტი გავხდი. ყოველთვიურად 1 500 ლარი დამინიშნეს. მადლობა ღმერთს, რომ ამ ადამიანებს ამის გაკეთება შთააგონა. აბსოლუტურად არანაირი შემოსავალი არ მქონდა. ვინმემ არ ჩათვალოს, რომ ვწუწუნებ, რადგან მკითხეთ, პასუხს გცემთ. სადღაც წავიკითხე, წერდნენ: ნუ წუწუნებ ერთიო. ადამიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ მათში უზრდელობა მეზიზღება. მე ოჯახში გავიზარდე და შენ, ვიღაც რომ მლანძღავ ისე, რომ არც მიცნობ და შენთვის არაფერი დამიშავებია, საერთოდ ვინ ხარ?! მოდი, შენს ცხოვრებას მიხედე. ერთხელ ეკლესიაში ზიარებას ველოდი და ვლოცულობდი. გვერდით ქალი ამომიდგა, მხრამდე მწვდებოდა. მიწაზე რომ ფეხს არ ადგამენ და თავის ჭკუაში, თავზე ნათელი ადგათ, აი, ზუსტად ეგეთი ქალი იყო. მე ყოველთვის მისვია წითელი პომადა, რომელიც არ გადადის. მსახიობების სპეციალური საცხია და მასზე არც წყალი მოქმედებს და არც არაფერი. პატრიარქთან რომ შევდივარ, მაშინაც მისვია. მე საჯარო პირი ვარ, რომელიც სულ ყურადღების ცენტრშია და ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო. მე რომ ღმერთის სახლში შევდივარ, შენ ვინ ხარ, რომ მიმითითებ? ეს ქალი მუჯლუგუნს მირტყამს და მეუბნება: „გოგოო, პამადა მაიშორე, თორემ არ გაზიარებენ”. არ მიმიქცევია ყურადღება, ლოცვა გავაგრძელე. მეორედაც მირტყამს და უკვე ნერვები მეწეწება, მაგრამ ვითმენ. მესამედაც რომ მომარტყა, მივუბრუნდი და ვუთხარი, ქალბატონო, თქვენ ცოდვები არ გაქვთ-მეთქი? – უცბად ხელები მარიამ მაგდალინელივით გააკეთა და „უიმეეე, ცოდვების მეტი რა მაქ, შვილო,” – მითხრა. მერე შენს ცოდვებს მიხედე, ქალბატონო, რას გადაეკიდე ჩემს პომადას, დაწყნარდი არ გადადის-მეთქი. ასეთი მატრაკვეცა ხალხიც არსებობს. აქ რომ გადმოვედი საცხოვრებლად, მამა პეტრე მათვალიერებინებდა, სად რა იყო და დავინახეთ, რომ აქვე, „სუპერი” ყოფილა. ვიტრინაში რომ შევიხედე, ნაძვის ხეები და თოვლის ბაბუები დავინახე. ამ ჯადოსნურ სამყაროზე უარს ვერ ვიტყოდი, ვაფრენ ასეთ სილამაზეებზე და მამა პეტრეს ვთხოვე, შევსულიყავით. დავათვალიერეთ, ჩაის ტილოები მომეწონა, ავიღე და სალაროსთან ვდგევარ. მესმის ლაპარაკი: ტელევიზიიდან ტელევიზიაში დამათხოვრობდნენ და დადიან ახლა „სუპერშიო“. ძალიან მეცინება ასეთ ხალხზე. იმდენი ვიცინეთ, იქიდან რომ გამოვედით, იმდენი, რომ ცრემლები მომდიოდა. დედას ვფიცავარ, მეცოდებიან ასეთი მდაბიო ადამიანები. მე თუ „ქართუ ჯგუფმა” სტიპენდია დამინიშნა, შენ რა გრევს. მოდი, ჩემდენი გააკეთე და მერე მელაპარაკე.
– ნუკას ტელეფონთან დაკავშირებითაც დიდი ამბები იყო. 3 000-ლარიანი ტელეფონი იყიდა, როცა დედამისი დახმარებას ითხოვსო.
– ნუკას მამამთილი და დედამთილი საქართველოში არ ცხოვრობენ. ერთს მოსკოვში აქვს სამშენებლო ბიზნესი, მეორე კანადაშია გათხოვილი – გაშორებულები არიან. დაბადების დღეზე მამამთილმა საჩუქარი გაუკეთა. ის კაცი მილიონერი არ არის, მაგრამ როგორც შეუძლია, ახარებს რძალს. ის თავის რძალს უგზავნის რაღაცას, მე აქ რა შუაში ვარ? ჩემი შვილის მამამთილიმა რატომ უნდა გამიკეთოს რამე? რაც საჭირო იყო, გამიკეთა. რატომ სკდებიან გულზე, თუ დაფინანსება დამინიშნეს? სულ არ მაინტერესებს ასეთი ხალხი. რამდენჯერაც გამლანძღავენ და რაღაცას დამაბრალებენ, იმდენჯერ მადლობას გადავუხდი, რადგან ნეტარი ვხდები. დადგნენ და წერონ (იცინის). არ წაუკითხავთ, ვინ არის ნეტარი? – ვისაც დააბრალებენ და მოითმენს.
– ნუკას რეაქცია როგორია, როცა კითხულობს, რომ დედამისი ხალხს თავს აცოდებს და სპეციალურად დგამს სპექტაკლებს.
– ნუკამ იცის რეალობა და ამ ყველაფერს უკვე აღარ აქცევს ყურადღებას. თავის დროზე, როცა თვითონ გამოდიოდა „საქართველოს ვარსკვლავში” და საზიზღრობებს წერდნენ, ისიც და ჩემი სიძეც, გაგიჟებულები იყვნენ. მაშინ დავსვი ორივე და დაველაპარაკე. არ შეიძლება, ბოღმიანი ხალხი კიდევ ნეგატიური ენერგიით კვებო, თორემ უფრო გაიზრდებიან.
– ეს ბინა, რომელშიც ახლა ხართ, თქვენია?
– ჩემს შვილთან ვცხოვრობდი, მაგრამ როდემდე უნდა ვყოფილიყავი მასთან. თან, ერთოთახიანი, სტუდიოს ტიპის ბინა იყო. იქ ცოლ-ქმართან და ორ ბავშვთან ერთად ყოფნა, წარმოიდგინე, რა იქნებოდა. ისიც ნაგირავებია. მერე მამამთილმა აჩუქა ბინა მშენებარეში და სანამ ის დამთავრდება, სხვა ბინა უქირავა. მეც რომ დამენიშნა სტიპენდია, ცალკე გამოვედი ქირით.
– რაც შეეხება საბერძნეთის ამბებს, რა მოხდა რეალურად?
– გუშინ გავიგე, რომ თურმე ჩემი „გადაგდება“ და მორალური ტერორი, თბილისიდან ყოფილა დაგეგმილი. მამუკა ლიპარტელიანი, რომელმაც საბერძნეთში „გადამაგდო”, თურმე აქედან გაქცეული ყოფილა, რადგან აქაც უამრავი ადამიანი ჰყოლია „გადაგდებული”. მე რომ მომისროლა, მერე გავიგე ეს. ერთმა გოგომ დამირეკა და მითხრა, რომ მამუკა ჩემთან მეგობრობას უშლიდა, ჯერ კიდევ საბერძნეთში წასვლამდე. ორივეს ბავშვობიდან ვიცნობ და კარგის მეტი მათთვის არაფერი გამიკეთებია. ამ მამუკას ნანუკა ჟორჟოლიანიც გადაგდებული ჰყავს და ნინო ჩხეიძეც. საბერძნეთში სტუდია უნდა გაგვეკეთებინა. მერე წერს, ხომ გეუბნებოდი, ბავშვები შენს სახელზე არ მოდიანო. ეტყობა მაგასაც ვერ გაუკეთა ორგანიზება. ვერ გავიგე, საერთოდ რა უნდოდა. ეს არის კაცი, რომელიც ორი კაპიკისთვის სულსაც გაყიდის.
– თემურ თათარაშვილის შესახებაც უნდა გკითხოთ. თქვენ დაასახელეთ კოლეგა, რომელიც მაშინ საბერძნეთში იყო და რომელზეც გული გწყდებოდათ.
– მასზე ლაპარაკი არ მინდა. ეს ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის მეგობრობის ხათრით, ძალიან ბევრი რამ მოვითმინე, ყველაფერს საზღვარი აქვს.
скачать dle 11.3