კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ გაანეიტრალა ტრუსებისამარა რომან გვენცაძემ „ლიმონკიანი“ ბოროტმოქმედი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ცნობილი ქართველი პოლიციელი, გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას იხსენებდა: „ერთხელ, ცნობა მივიღეთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლთან, ვიღაც ბოროტმოქმედს ტაქსისტი ჰყავდა მანქანაში დატყვევებული. ხელში რგოლმოხსნილი „ლიმონკა“ ეკავა და აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გავედით. მართლაც, ყვითელ „ვოლგაში“ ერთი გამხდარი მამაკაცი იჯდა უკან. ხელში „ლიმონკა“ ეჭირა და შიშისგან გაფითრებულ მძღოლს აფეთქებით ემუქრებოდა. ჩემს კოლეგებს ტაქსი ალყაში  მოექციათ. გარდა ამისა, იქ უამრავი ცნობისმოყვარე იყო შეკრებილი. როგორც გაირკვა, „გაის“ ინსპექტორს ხელჯოხი დაუქნევია ტაქსისტისთვის. მგზავრი კი ძებნილი ყაჩაღი იყო. მას ეგონა, მიჭერენო და „ლიმონკაც“ იმიტომ გახსნა...
ერთი სიტყვით, თითქმის კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. დრო არ ითმენდა და დაპანიკებულ ბოროტმოქმედს შიშისგან ან დაღლილობისგან შეიძლებოდა, „ლიმონკა“ აფეთქებოდა. მე მეგაფონი ავიღე და ვთქვი:
– რომან გვენცაძე ვარ. მძღოლი გაუვში. მე მოვალ და მოვილაპარაკოთ-მეთქი.
ბოროტმოქმედი მოლაპარაკებაზე, მართალია, დავითანხმე, მაგრამ მან თავისი პირობა წამომიყენა და გამომძახა:
– ტრუსებისამარა მოდი, რომ გხედავდე. არ მომატყუო და იარაღი არ გქონდეს დამალულიო.
რა უნდა მექნა. არც ვაციე, არც ვაცხელე. გავშიშვლდი ამხელა კაცი და ტრუსებისამარა მივედი ბოროტმოქმედთან. მან მძღოლი გაუშვა და მე მისი ადგილი დავიკავე. ბოროტმოქმედს რგოლგამომძვრალი „ლიმონკა“ ეკავა და დეტონატორზე მაგრად ჰქონდა მოჭერილი ორივე მტევანი. პატარა, გამხდარი კაცი იყო, ასე – სამოცი-სამოცდაორი კილოგრამი. შევატყვე, რომ ნერვიულობდა, არაადეკვატური ხდებოდა და შესაძლოა, „ლიმონკა“ ხელიდან გავარდნოდა. უცებ, ორივე ხელი მას ხელის მტევნებზე მთელი ძალით მოვუჭირე  და ჯერ წინ გადმოვათრიე, შემდეგ ასეთივე პოზაში, ჰაერში ავწიე. მტკვრისკენ წავიყვანე, თან ვიღრიალე – ხალხო, გაიწიეთ-მეთქი. ჯებირთან რომ მივედით, მოულოდნელობისაგან შეშინებულ ბოროტმოქმედს წურწურით ჩამოსდიოდა შარვლიდან შარდი...
მე ნელ-ნელა ძირს დავუშვი ის და ურგოლო „ლიმონკა“ ფრთხილად გამოვართვი და გავაუვნებელვყავი. მისთვის არც კი შემიხედავს, რადგან ისე იყო აკანკალებული, ვერსად გაიქცეოდა. ყველაფერი რომ დასრულდა და ჩემს კოლეგებს ხელით მოვუხმე, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ ამდენი ხალხის წინაშე მხოლოდ ტრუსებისამარა ვიდექი და შემრცხვა“.
скачать dle 11.3