კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ნიკა არაბიძის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


გურული ქალი საძინებელში ქმარს მეზობლის ქალთან წაადგა. უყურა, უყურა და ბოლოს დაეტაკა ქმარს:
– აჰაა, შენ მეისპე მალე! როცა მეინდომებ, მშვენივრად შეგძლებია?
***
ოსი ურეკავს მამას ჯარიდან:
– მამი, აქ ისეთი დებილები არიან, ნასკების გარეცხვა არ იციან და ყველას მე ვურეცხავ.
***
გურულ ქალს ესტუმრა მეზობელი:
– რა არის ეს, შე ქალო, თავწაკრული რომ ხარ, თავი გტკივა?
– არა, რა თავი, უბრალოდ, ამ „პრაზდნიკების“ მერე, დღეს ჩავრთე პირველად კომპიუტერი და იმდენი ხატი დამხვდა „მესინჯერში” „ფეისბუქზე“, რომ შემრცხვა და თავზე „კასინკა“ წაკრული შევეი.
***
გახარებული მივარდა გოგო სახლში და ქმარს ახარა:
– ძლივს ჩავაბარე, ავიღე მართვის მოწმობა! ახლა ყიდვა მინდა და იქნებ მირჩიო, რომელია გოგოსთვის კარგი მანქანა?
– სარეცხის!
***
ვაკელ ნინის ეკითხებიან:
– ნინი, თოვლის ბაბუას მიწერე წერილი?
– არა!
– რატომ?
– აუ, მამაკაცია და პირველმა იმან უნდა მომწეროს, რა!
***
ციხიდან, ამნისტიით ახალგამოსული ბიჭი სახლში დაბრუნდა და სიდედრი დახვდა სტუმრად. ცოლთან უნდა საქმეზე საუბარი და სიდედრი ფეხს არ იცვლის. ბოლოს, ჩუმად დაიწყო ცოლთან საუბარი:
– ნელიკო, საყვარელო, ვიყავი ბანკში და გავარკვიე, ბიზნესი რომ დავიწყო, ბინა უნდა ჩავდო იპოთეკაში, ისე ფულს არ მომცემენ.
სიდედრმა გაიგო ლაპარაკი და მიაძახა:
– ოხ, მოინდომა ბიჭმა გამდიდრება! ოპოთეკა ციხე არ გეგონის, შენ – ამნისტიას ვერ ეღირსები!
***
ტიპი ისეთი პახმელია იყო, პირიდან ისეთი სპირტის სუნი ამოსდიოდა, მეტროში გვერდით მჯომ გოგონას ფრჩხილიდან ლაკი მოშორდა.
***
ქალი მივიდა მკითხავთან და შესჩივლა:
– აღარ შემიძლია, ჩემი ქმარი ღამით გვიან მოდის, ეგრევე იძინებს, მთელი ღამე ხვრინავს და მიშველეთ რამე.
მკითხავმა წითელი ლენტი მიაწოდა:
– აი, ეს შეაბი, ღამით მძინარეს კისერზე.
მოკლედ, დაბრუნდა ქალი სახლში და დაუწყო ქმარს ლოდინი. გვიან საღამოს მოვიდა ქმარი, მაგარი ნასვამი. ეგრევე დაწვა და ხვრივნა ამოუშვა. ეცა ქალი და კისერზე წითელი ლენტი შეაბა.
გათენდა. კაცი ადგა, აბაზანაში შევიდა და გაოგნებული გამოვიდა. ცოლს ეუბნება:
– ქალო, არ მახსოვს, წუხელ სად ვიყავი, მაგრამ საპრიზო ადგილი კი მიმიღია და....
***
სექსის შემდეგ, ქმარი რომ არ გადაბრუნდეს კედლისკენ... ლამზირამ დედამისის სურათი დაკიდა.
***
უფროსმა დაიბარა თანამშრომელი და ეკითხება:
– ნინი, რატომ დააგვიანე დღეს სამსახურში?
– ვაიმე, მაპატიეთ, დილით საწოლიდან ქმარს გადმოვაბიჯე და შევყოვნდი.скачать dle 11.3