კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ ცდილობდა მოსკოვი გულანთებული პატრიოტი ქართველების განადგურებას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ისტორია, რომელზეც მოგითხრობთ, გასული საუკუნის სამოციან წლებში მოხდა. ყველა სახელი და სახელწოდება, გასაგები მიზეზების გამო (მკითხველი თავად მიხვდება), შეცვლილია. მათი ვინმესთან და რაიმესთან მსგავსება კი, შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„პლატინის“ ზოდები

13-13 წლის კახა მოგელაძე და კოსტა გასიევი მცირეწლოვანი, ტიპური თბილისელი ბაცაცები იყვნენ. ასეთებს მაშინ „პაცნებს“ უწოდებდნენ. პატარა ბაცაცები ვერა-მთაწმინდის უბნებში „მოღვაწეობდნენ“ და იტალიური ეზოების სარდაფ-საკუჭნაოების ხშირი სტუმრები გახლდნენ. იქიდან ეს „პაცნები“, ძირითადად, ზამთრისთვის გადანახულ პროდუქტებსა და სხვადასხვა ძველმანებს იპარავდნენ. პროდუქტებს თავის ძმაბიჭებთან ერთად „შთანთქავდნენ“ ხოლმე ვერის სასაფლაოზე, არაყთან ერთად. ძველმანებს კი „ბარახლოვკაზე“ აბარებდნენ სომეხ მიკირტუმას. ერთ ღამეს კახა და კოსტა მთაწმინდის უბანში იყვნენ „აბხოდზე“. ერთ-ერთ ჩაბნელებულ ეზოში ფეხაკრეფით შეიპარნენ და სარდაფის საკუჭნაო ჩვეული ოსტატობით გააღეს. ფანრით რომ გაანათეს, აღმოჩნდა, რომ  სარდაფში ძველი ავეჯი ელაგა, მაგრამ დიდი ზომის და ბაცაცები მას ვერ გამოიტანდნენ.  უკვე წამოსვლას აპირებდნენ, რომ კოსტამ, რომელსაც თაგვივით ძრომიალი უყვარდა, ძველი კარადის სათავსოში ხის ყუთი აღმოაჩინა. ყუთში ბავშვებისთვის გაუგებარი რკინის პატარა ზოდები ეყარა. ბაცაცებმა ეს ყუთი თან წამოიღეს. ჩიხებით ატარეს და თავიანთ მეგობარს, 15 წლის ბედოვლათს, ირაკლი კოკორაშვილს უჩვენეს. მან უცნაური რკინები, რომელზეც რატომღაც ასოები იყო ამოჭრილი, „ყურადღებით“ შეათვალიერა და „ბრძნულად“ დაასკვნა: მე მგონი,  პლატინის ზოდებია. ოქრომჭედელს მიუტანეთ. ბიჭებმა ერთი „პლატინის ზოდი“ მეძველმანე მიკირტუმას უჩვენეს შესამოწმებლად. „ბარახოლშჩიკმა“ დახედა „ტავარს“ და კლიენტებს უთხრა:
– კიდევ ბევრი გაქვთ?
– საკმაოდ, – უპასუხეს ბიჭებმა.
– სულ მაიტანეთ. ბედი გქონიათ, „კლადი“ გიპოვიათ, – თქვა მიკირტუმამ და „ზოდი“ შეინახა.
პროკლამაციები
„პალტინის ზოდები“, სინამდვილეში, სტამბის ლინოტიპები იყო. მიკირტუმამ ეს კარგად იცოდა, რადგან ადრე სტამბაში მუშაობდა. კლიენტები რომ დაბრუნდნენ და დანარჩენი „ზოდებიც“ მიიტანეს, მათ იქ „კაგებეს“ თანამშრომლები დახვდნენ. ბიჭები ლინოტიპებიანად უშიშროებაში წაიყვანეს და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხეს. კახამ და კოსტამ ზუსტად მიუთითეს „კაგებეს“ თანამშრომლებს გაქურდული სარდაფის ადგილმდებარეობა. შემდეგ მათი მშობლები დაიბარეს. მათ ყველაფერი აუხსნეს და გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს. პატარა ქურდებს შინაპატიმრობა განუსაზღვრეს. მათ ოჯახებს უშიშროების თანამშრომლები მიუჩინეს და დააშინეს.
„კაგებეში“ კი გამოძიება დაიწყო. მთაწმინდის ეზოზე, სადაც ლინოტიპები აღმოჩნდა, ფარული თვალთვალი დააწესეს და ლინოტიპების წარმომავლობის კვლევას შედუგნენ. გაირკვა, რომ სარდაფი, სადაც ლინოტიპები იყო დამალული, 83 წლის მარტოხელა მოხუცს, ივლიტა მანაგაძეს ეკუთვნოდა. უშიშროებამ ისიც დაადგინა, რომ ქალს მისი შორეული ნათესავი, 24 წლის ირინე ორაგველიძე უვლიდა. გოგონა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ის კომუნისტი ფუნქციონერის დისშვილი იყო და ბიძასთან ცხოვრობდა ვაკეში. მისი მშობლები კი რაიონში იყვნენ. ორაგველიძეზე ფარული თვალთვალი დაწესდა და ლინოტიპის აღმოჩენიდან ორი დღის შემდეგ, უშიშროების აგენტებმა საკუთარი თვალებით ნახეს, როგორ გააკრა თბილისის ქუჩებში გოგონამ 50 ცალი ანტისაბჭოთა პროკლამაცია გვიან ღამით. მასში საქართველოს თავისუფლებისკენ მოწოდება იყო და ასე მთავრდებოდა: „ძირს რუსი ოკუპანტები! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“
კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიუხედავად, ირინე ორაგველიძე არ დაუკავებიათ და მასზე თვალთვალს განაგრძობდნენ. „კაგებეში“ კი საგანგებო ღონისძიებების გეგმა შემუშავდა.
ორგანიზაცია „მამულისათვის“
უშიშროებამ გაარკვია, რომ ირინე ორაგველიძეს ჰყავდა შეყვარებული, 26 წლის ნოდარ ხუროძე. ის პროფესიით ეკონომისტი გახლდათ და ერთ-ერთი ქარხნის ბუღალტრად მუშაობდა. „კაგებემ“ ისე მოაწყო, რომ ხუროძეს 50 ათასი მანეთის დანაკლისი „აღმოაჩნდა“. მაშინ, მას უშიშროების თანამშრომელი შეხვდა და შესთავაზა –  ან „კაგებესთან“ ითანამშრომლებდა ან 15 წლით ციხეში მოუწევდა ჩაჯდომა. ხუროძემ პირველი ვარიანტი არჩია. უშიშროებას თითქმის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ საქმე ჰქონდა არც თუ ისე სუსტ და მცირერიცხოვან ანტისაბჭოთა ჯგუფთან. საქმე მათ საფუძვლიან გამოვლენას მოითხოვდა. ამიტომ, საჭირო იყო იქ თავისი კაცი ჰყოლოდათ. ხუროძეზე უკეთესს კი ვერავის მოძებნიდნენ და მას ორგანიზაციაში შეღწევა დაავალეს.
პატრიოტმა გოგონამ, რომელსაც უანგაროდ უყვარდა სამშობლო, საქმროს გაუმხილა, რომ თავის მეგობრებთან ერთად, ეროვნული ორგანიზაცია „მამულისათვის“ შექმნა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა. ირინეს რეკომენდაციით, ხუროძე ორგანიზაციაში მიიღეს. „კაგებემ“ კი ორი კვირის შემდეგ, უკვე იცოდა, რომ ამ ორგანიზაციაში 86 ქართველი პატრიოტი იყო გაწევრიანებული. მათ ჰქონდათ არალეგალური სტამბა მთაწმინდაზე და მათ მუშაობაში სტამბის ორი თანამშრომელი ეხმარებოდა. ამ ორგანიზაციის შესახებ ცნობებს თბილისი მოსკოვს აწვდიდა და იქიდან დირექტივებსაც იღებდა. ქართველი ჩეკისტები კი, ამის შესაბამისად მოქმედებდნენ.
სასტიკი ეგზეკუცია
მოსკოვის მთავარი მიზანი „მამულისთვის“ საქმეში, რაც შეიძლება, მეტი ქართველი პატრიოტის გამოვლენა იყო, რომ ბოლოს ყველასთვის ერთბაშად დაერტყათ, გაენადგურებიათ და მათთვის ანტისაბჭოთა, ეროვნული მოღვაწეობის ყოველგვარი სურვილი მოესპოთ. ამიტომ, მათ დაჭერას არ ჩქარობდნენ. პირიქით, გაფართოების საშუალებას აძლევდნენ და ფინანსურადაც აძლიერებდნენ.
„კაგებეს“ დახმარებით, ნოდარ ხუროძე ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დიდი ავტორიტეტი მოიპოვა „თანამებრძოლებში“ და მასში არაერთი, იმ პერიოდისთვის ცნობილი ადამიანი შეიტყუა. ორგანიზაციამ ორწელიწად-ნახევარი იარსება. 1963 წლის მიწურულს ათასზე მეტ წევრს ითვლიდა, თუმცა, მათში საკმაოდ მრავლად იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც „კაგებეზე“ მუშაობდნენ. 1964 წლის 2 იანვარს, ბედობა დღეს, საქართველოს უშიშროების კომიტეტმა, მოსკოვის დავალებით, მთელ საქართველოში ფართომასშტაბიანი ეგზეკუცია ჩაატარა და ორგანიზაციის 284 წევრი დააპატიმრა. ასეთი ფართო ჩეკისტური აქცია, 1924 წლის შემდეგ არ ჩატარებულა საქართველოში. სასამართლო 6 თვეს გრძელდებოდა. საბოლოოდ, გასამართლდა 34 ადამიანი, მათ შორის, ირინე ორაგველიძეც. მამაცმა გოგონამ მხოლოდ სასამართლოზე შეიტყო, თუ ვინ იყო სინამდვილეში, მისი საქმრო – ერთ-ერთი დაპირისპირებისას, მას თვალში ავტოკალამი ჩასცხო და ცალი თვალით დააბრმავა.
скачать dle 11.3