კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 აღზრდის რა სტრატეგიები არსებობს და როგორი აღზრდის შემთხვევაში ყალიბდება ბავშვი მოძალადედ

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ხშირია კამათი იმაზე, თუ რა ახდენს ბავშვზე დიდ გავლენას – გენეტიკა თუ აღზრდა. ვთანხმდებით, რომ ბავშვის განვითარებისთვის ორივე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.  მშობლები ხშირად უპირობოდ იღებენ აღზრდის ამა თუ იმ სტილს. ძირითადად, მათთვის ეს არის ნორმა და არც არანაირი კითხვა არ უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით. ადამიანი მეტ-ნაკლებად სოციალური არსებაა და ცდილობს, საზოგადოდ მიღებული სოციალური თუ კულტურული სტანდარტების მიხედვით იცხოვროს. მას ეშინია გაკიცხვისა და გაკრიტიკების. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად სწორი გზის ძიებაში არიან. სწორედ ისინი ცვლიან  აღზრდის მოძველებულ სტრატეგიებსაც. აღზრდის რომელი სტილია ყველაზე ეფექტური და რა იწვევს ბავშვებში აგრესიის ჩამოყალიბებას, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი ანანო ბუბუტეიშვილი.
ანანო ბუბუტეიშვილი:
მშობლებს სამი ძირითადი ვალდებულება აკისრიათ შვილების წინაშე: უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მოამზადონ დიდობისთვის და დაეხმარონ გარემოსთან ურთიერთობაში. ამერიკელი ფსიქოლოგი დაიანა ბაუმრიდი ახასიათებს  მშობლისა და შვილის ურთიერთობის სამ ძირითად სტილს: ავტორიტარული აღზრდა, ავტორიტეტული აღზრდა და აღზრდა ჩაურევლობით. ავტორიტარული სტილის დროს მშობელი ცდილობს, მაქსიმალურად აკონტროლოს  ბავშვის ქცევა. ხშირად იყენებს აკრძალვებს და დასჯის სხვადასხვა ფორმასაც კი. ამ დროს მშობელი მოითხოვს, შვილმა მუდმივად გაითვალისწინოს მისი სურვილები და არ აძლევს მას დამოუკიდებლობას. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები მორცხვები არიან, მუდმივად დამოკიდებულნი მშობლებზე და უჭირთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. იშვიათად იჩენენ ინიციატივას და მუდმივად ცდილობენ, დაიცვან წესები. ჩაურევლობითი აღზრდის სტილის შემთხვევაში, მშობელი მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს შვილს. არანაირ აკრძალვას არ უწესებს, ხშირად იქცევა არათანმიმდევრულად და იშვიათად ინტერესდება შვილის მიღწევებით. ასეთ დროს შვილებს უჭირთ საკუთარი ქცევისა და ემოციის მართვა. სირთულეები აქვთ ურთიერთობებში და ახასიათებთ აგრესიული ქცევები.
– აღზრდის რომელი სტილია ყველაზე უარყოფითი?
– უარყოფით სტილადაა მიჩნეული ავტორიტარული და ჩაურევლობითი აღზრდა. კვლევები ადასტურებს, რომ ზედმეტი სიმკაცრეც და მიშვებულობაც უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ, ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაზე. ავტორიტარული აღზრდა ზრდის შფოთვის დონეს ბავშვში და ამცირებს მის თვითშეფასებას. აღზრდა ჩაურევლობით კი ამცირებს ბავშვის მოტივაციას და უბიძგებს ანტისოციალური ქცევის განხორციელებისკენ. ესპანეთისა და ბრაზილიის კვლევებმა მოზრდილებში აჩვენა, რომ ავტორიტარული სტილით აღზრდილებს უფრო დაბალი თვითშეფასება აქვთ, ვიდრე ავტორიტეტული სტილით აღზრდისას. გერმანიის კვლევები ადასტურებს, რომ ავტორიტარული სტილით აღმზრდელი მშობლების თინეიჯერი შვილები განიცდიან შფოთვასა და არასრულფასოვნებას. ავტორიტარული აღზრდის სტილს ბევრი არასასურველი შედეგი მოაქვს როგორც მშობლისთვის, ასევე შვილისთვის. მშობლები ვერ ამყარებენ შვილებთან საჭირო ურთიერთობებს და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ გაუცხოებას განიცდიან. შენიშვნებისას აქცენტი უნდა გავაკეთოთ მის ქცევაზე და არა მის პიროვნებაზე. ბავშვის შედარება სხვასთან, მნიშვნელოვნად ამცირებს მის თვითშეფასებას.
– აღზრდის რომელი სტილია ყველაზე ეფექტური?
– გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტური აღზრდის ავტორიტეტული სტილია. ამ დროს მშობელი მაქსიმალურად უწყობს ხელს ბავშვის სწორ განვითარებას. ეხმარება შვილს, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. აძლევს მას საშუალებას, მიიღოს გამოცდილება. აკრძალვების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აძლევს მას შენიშვნას არასწორი ქცევის გამო. თუმცა, მშობელი ისე ახერხებენ ამას, რომ ბავშვის თვითშეფასებაზე ეს უარყოფითად არ აისახება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ითვალისწინებს დადგენილ წესებს, მშობელი აქებს ან წაახალისებს მას. მშობელი საშუალებას აძლევს შვილს, გააკეთოს არჩევანი. მხარს უჭერს ბავშვს, აძლევს მას მითითებებს, უხსნის სხვადასხვა პრობლემის გამომწვევ მიზეზს და ეხმარება მათ დაძლევაში. ასეთ შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება პოზიტიური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. მისთვის დაბრკოლება არ არსებობს. ის მუდმივად ისწრაფვის წარმატებისკენ და ადვილად ამყარებს ურთიერთობებს სხვებთან.
– როგორ შეიძლება, აისახოს დასჯა ბავშვის ფსიქიკაზე?
– გულგრილები და აგრესიულები არიან ის ბავშვები,  რომელთა მშობლები ხშირად იყენებენ დასჯის მეთოდებს. ხშირი დასჯა მცირე ასაკში, მოზრდილობის პერიოდში ბევრი სოციალური პრობლემის მიზეზი შეიძლება, გახდეს. კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც ფიზიკური დასჯა აღზრდის მეთოდის შემადგენელი ნაწილი იყო, გახდნენ ასოციალურები და ეგოცენტრულები. ფიზიკური ძალადობა კი მათთვის გახდა პრობლემების მოგვარების მისაღები ფორმა. რაც უფრო ხშირად ისჯება ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის აგრესიულად მოექცევა ოჯახის სხვა წევრებს და თანატოლებს. კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა, აქვს თუ არა რაიმე გრძელვადიანი, ნეგატიური გავლენა მცირეწლოვანი ბავშვის დასჯას ხელებზე დარტყმით, უჩვენა, რომ 3 წლამდე ბავშვები, რომლებიც ისჯებოდნენ ხელებზე დარტყმით, ჰქონდათ სერიოზული ჩამორჩენა გარემოს კვლევის უნარების განვითარებაში. იმ ზრდასრულებში, რომლებიც ფიზიკურად ისჯებოდნენ მშობლების მიერ, ოთხჯერ მეტი იყო მეუღლის ცემის ფაქტი, ვიდრე მათში, ვინც არ ისჯებოდა ფიზიკურად. ოთხიდან ერთი მშობელი, რომელიც იზრდებოდა ოჯახში, სადაც ხშირი იყო ძალადობის ფაქტი, არ ერიდებოდა ბავშვების სერიოზულად დაზიანებას დასჯის დროს. პატიმრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე საშინელი კრიმინალები გაიზარდნენ ძალადობრივ ოჯახურ გარემოში. ცნობილი საშიში კრიმინალების, მკვლელების, ნარკომანებისა და ყაჩაღების ცხოვრების ისტორია აჩვენებს, რომ ბავშვობაში ისინი გადამეტებული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ფიზიკური დასჯის ნეგატიური ეფექტების დამამტკიცებელი კვლევები ძალიან ბევრია. ასობით კვლევით დადგინდა, რომ: რაც უფრო მეტად ისჯება ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო მეტად აგრესიული ხდება ის. რაც უფრო ისჯებიან ბავშვები ფიზიკურად, მით უფრო მეტია შანსი, რომ ისინიც იგივეს გააკეთებენ საკუთარ შვილებთან. ფიზიკური დასჯა თესავს შემდგომი ძალადობის თესლს. ფიზიკური დასჯა არ მუშაობს – ის ვერ აღწევს მიზანს!
скачать dle 11.3