კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№52 რომელი ქართული საახალწლო ტრადიცია გაუკვირდა ნუკი კოშკელიშვილის მეუღლეს და ცოლის რა საქციელს არ აპროტესტებს ის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნუკი კოშკელიშვილი უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს – მას შემდეგ, რაც გათხოვდა და თავისი ცხოვრება მეუღლეს დაუკავშირა. თუმცა, წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს თბილისში ჩამოსვლას და გარკვეული დროით დარჩენას. წელს, შობას ნუკი ამერიკაში თავის ოჯახთან ერთად ხვდება, ყველა იმ ტრადიციის დაცვით, რაც მის ამერიკულ ოჯახშია მიღებული.
– ნუკი, როგორი იყო შენთვის 2017 წელი? თუ იცი ხოლმე წლის ბოლოს ყველაფრის შეჯამება და შემდეგში გათვალისწინება?
– სიმართლე გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია. კარგი აზრია და მომავალში გავითვალისწინებ.
– ითვალისწინებ ახალ წელს ჩინური კალენდრის მიხედვით რჩევებს ან მოდის ტენდენციებს?
– ჩინური კალენდარი კი არის, მაგრამ მჯერა. ზოგჯერ რაღაცები ემთხვევა ხოლმე. წელს, მგონი, წითელი უნდა გეცვას.
– და კიდევ ხვეული თმით უნდა შეხვდე ახალ წელსო.
– ჰოდა, შევხდები ახალ წელს წითელ ფერში და ხვეული თმით.
– ამერიკული ახალი წელი, საშობაო სამზადისი ქართულისგან განსხვავდება?
– კი, ძალიან განსხვავდება. აქ შობას უფრო პომპეზურად აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელს. 25 დეკემბერია მათთვის დღესასწაული და ამისთვის წინასწარ ემზადებიან. ახალ წელს ჩვეულებრივ ხვდებიან, მუშაობენ. მაგალითად, წელს ბენი 1 იანვარს მუშაობს. საშობაოდ დიდი ამბებია – მაღაზიებში ბევრი ხალხი, ერთმანეთზე გადავლა, შეფუთვა. ზუსტად ისეა, როგორც „ჰოლივუდის“ ფილმებში. უკვე მოვასწარი საჩუქრების ყიდვა, შეფუთვა, სირბილი. 25 დეკემბერს ბენის მშობლებთან მივდივართ ყველანი – ბენის ძმები, რძლები, შვილებიც ჰყავთ და ყველა ერთად ვხვდებით. ბუხართან ყველასთვის კიდია საშობაო წინდები. იწყება საჩუქრების გახსნა, ერთმანეთისთვის მილოცავა. შემდეგ მივუსხდებით საშობაო მაგიდას, მერე სხვადასხვა თამაშს ვთამაშობთ და ასე, ოჯახურ გარემოში გადის ღამე. პირადად ჩემთვის, ეს ძალიან საინტერესოა. საქართველოში ხომ უფრო მეტად გარეთ გადიხარ, იქ ხვდები ახალ წელს. აქ სხვაგვარადაა.  შემდეგ ვიძინებთ. დილით რომ გავიღვიძებთ, მივუსხდებით მაგიდას და კვლავ აღვნიშნავთ ერთად.
– ბენმა, ალბათ, იცის საქართველოში ორი ახალი წელი რომ გვაქვს. ეს არ უკვირს?
– სხვათა შორის, გაუკვირდა და შემდეგ ავუხსენი, რომ ჩვენს ტრადიციებთან არის დაკავშირებული. რადგან მე ძალიან მიყვარს ახალი წელი, ამიტომ, შობას მათი წესით აღვნიშნავთ, ახალ წელს – ჩემით. ეს დღესასწაული მაინც დავიტოვე ჩემთვის. წელსაც, ვნახოთ, შეიძლება, ჩამოვიდეს ახალ წელს, ან ძველით ახალ წელს საქართველოში და ბენიც ნახავს, როგორია ჩვენთან ეს დღესასწაული. ისიც ავუხსენი, რომ 1 იანვარს უფრო მეტად ზეიმობს ხალხი, 14 იანვარს კი – მშვიდად და წყნარად. თუ 14 იანვარს შევხდებით საქართველოში, ვაჩვენებ, როგორ აღვნიშნავთ ჩვენთან ახალ წელს.
– საახალწლო ტრადიციებიდან კიდევ რა გაუკვირდა?
– პირველად რომ შემოვიდა სახლში და კანფეტები დავაყარე თავზე, ვერ მიხვდა, რას ვაკეთებდი. რატომ მაყრი კანფეტებსო. მერე ავუხსენი: ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთს ტკბილად შევაბერდეთ-მეთქი. ამის შემდეგ თვითონაც დადის კანფეტებით და ყველას თავზე აყრის.
–  რის ჩუქებას აპირებ მისთვის ახალ წელს?
– უკვე ვუყიდე ელექტროდეტექტორი. ადრე ჰქონდა, გაუფუჭდა და მაღაზიაში გავლისას სულ იმას ამბობდა: როგორ მინდა ახალი დეტექტორიო. ბევრი არაფერი უპოვია, მაგრამ კარგად ერთობოდა. თავის სახლში, ეზოში, ბავშვობაში დამარხული სათამაშოები იპოვა და ძალიან გაუხარდა. ვიცი, რომ ახლაც ძალიან გაუხარდება.
– წლების წინ, ამერიკაში რომ გადახვედი საცხოვრებლად, გარკვეული სირთულეები იყო?
– თავიდან, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები. სხვა ქვეყანაა, უცხო ოჯახი – გენატრება შენი ოჯახის წევრები, მაგრამ ნელ-ნელა, ყველაფერს ეჩვევი. ოჯახის მონატრება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც შემიძლია, ვთქვა, რომ გამიჭირდა. რაც შეეხება დანარჩენს, ყველაფერი კარგად აეწყო. თან, ბენმა ძალიან შემიწყო ხელი, რომ რთული პერიოდი, ნოსტალგია და რაღაც ნერვიულობები არ მქონოდა. ჩემი ოჯახის წევრები ყველანი „ჰოლივუდის“ ფილმიდან გადმოვარდნილები არიან და ამანაც გამიადვილა.
– რას გულისხმობ?
– მათთან ყველაფერი ისეა, როგოროც „ჰოლივუდის“ ფილმებში. ტელევიზორში ფილმებს რომ ვუყურებდი ხოლმე, ზუსტად ისეა – ისე ცხოვრობენ, ისეთი ტრადიციები აქვთ. ამიტომ, ჩემთვის ბევრი რამ ნაცნობი იყო. შესაბამისად, ბევრი სირთულეც არ ყოფილა. თან, საქართველოში ჩამოვდივარ, დიდხანს ვრჩები და ვივსები ენერგიით. მერე ეს გარკვეული პერიოდი მყოფნის ხოლმე.
– ბენი ხომ არ აპროტესტებს?
– არა. რატომ უნდა გააპროტესტოს?! იცის, რომ ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. თან, მენატრებიან ჩემი მშობლები, და, მეგობრები, ქართული გარემო. ამიტომაც იცის ბენმა, რომ თუ წამოვალ, დიდი ხნით უნდა ჩამოვიდე. მასაც ძალიან უყვარს საქართველო და მე რომ ჩამოვდივარ, მერე თვითონაც ჩამოდის ხოლმე. ოღონდ, ის ჩემთან შედარებით უფრო ნაკლები დროით რჩება, მუშაობს. აქ მშობლებს და შვილებს ცოტა სხვანაირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მე რომ დღეში დედაჩემს 55-ჯერ ველაპარაკები, ბენი შეიძლება, კვირაში რამდენჯერმე დაელაპარაკოს. მიუხედავად იმისა, რომ ბენს მშობლებთან, ამერიკული ოჯახებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა აქვს.
– შენ ამჟამად რას საქმიანობ?
– ოჯახურად ვცხოვრობ. რაღაც-რაღაცები ხდება, მაგრამ მუშაობა რომ დავიწყო, მერე საქართველოში ასე ხშირად არავინ გამომიშვებს. ამიტომ, ჯერჯერობით მირჩევნია, არ ვიმუშაო. ერთად ვსეირნობთ, დავდივართ სხვადასხვა ადგილას.
– ყურადღებით და კომპლიმენტებით განებივრებს?
– კომპლიმენტებს სულ მეუბნება: როგორი ლამაზი ხარო. რაღაც, ძალიან ველამაზები, რატომ? – არ ვიცი. თან, ზოგჯერ ისეთ დროს მეტყვის კომპლიმენტს, რომ ცოტა მიკვირს, არანაირად რომ არ გამოიყურები იმ დროს ლამაზად. ძალიან დაღლილი, გათიშული  რომ ხარ და ამ დროს გეუბნება, რა ლამაზი ხარო. მაგრამ, ვუყვარვარ და ეტყობა, ამის ბრალია.
–  ვფიქრობ, ძალიან კარგი ცოლი იქნები.
–  ზოგადად, ძალიან მსუბუქი ხასიათი მაქვს, არასდროს ვართულებ სიტუაციას, არ ვძაბავ. ურთიერთობაში ნელ-ნელა მოდის ყველაფერი – სიყვარული, პატივისცემა. ის, რომ ერთმანეთის გვესმის, ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ბენი ჩემთან შედარებით უფრო მძიმეა.
– რას გულისხმობ?
– შეუძლია, ძალიან პატარა რაღაცაზე ნერვები მოეშალოს, დაიძაბოს. ჩემზე კი არა, ზოგადად. მაგალითად, ავტომობილმა რატომ გადაუჭრა გზა – რა არის, ტარება არ იციან? მთავარი ის არის, რომ შეუძლია, ამაზე მთელი დღე ილაპარაკოს და არ დაავიწყდეს. მე მეცინება ხოლმე.
– საქართველოში, ალბათ, სულ ნერვებმოშლილი დადის?
– არა, გადავწყიტეთ, საქართველოში საჭესთან მე ვზივარ, ამერიკაში  კი – ის. ასე ჯობია ორივესთვის.
– როგორი ურთიერთობა გაქვს ბენის მშობლებთან?
– ძალიან კარგი. ჩვენთან ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ სულ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი და თბილი ურთიერთობა.

скачать dle 11.3