კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ჩანერგილი აგენტი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

შავი ფერის „ლექსუსი“ ახმეტის შესასვლელს გასცდა. ოთხასიოდე მეტრი გაიარა და მიტოვებულ ფერმაში შესრიალდა, სადაც ნაცრისფერი „ბეემვე“ იდგა, ღია კარიდან კი სპორტულად გამოწყობილი, ახალგაზრდა ათლეტი მოჩანდა. „ლექსუსიდან“ სამი მამაკაცი გადმოვიდა. მათ „ბეემვედან“ გადმოსული ათლეტი ყურადღებით შეათვალიერეს.
– შენ ხარ სიმონი? – რუსულად ჰკითხა ათლეტს ორმოცდახუთიოდე წლის შავგვრემანმა, წვერიანმა კაცმა.
– შენ კი ახმადი? – პასუხითვე მიუგო ათლეტმა.
– ახმადი ვარ, – თავი დაუქნია შავგვრემანმა და ათლეტი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
– საიდმა მითხრა, რომ რკინების შოვნა შეგიძლია, – თქვა ათლეტმა.
– მართალია. შემიძლია. თანაც ყველა ზომის. საიდმა მითხრა, რომ ორი „გლუშიწელიანი“ „მაკაროვი“ გინდა, ორი – „გლუშიწელიანი“ „აკაემი“ და ერთი „გლუშიწელიანი“ „ესვედე“. სწორია? – თქვა ახმადმა.
– მასეა, – თავი დაუქნია სიმონმა.
– გავიგე, რომ ხალხს აგორებ.
– საიდმა გითხრა?
ახმადს გაეცინა. სიმონმა კი დააყოლა:
– ენაჭარტალობისთვის საიდს პასუხს მოვთხოვ.
– კარგი, კარგი, ნუ ცხარობ. საიდი ჩვენი ძმაა. ჩვენ კი სერიოზული ხალხი ვართ და ენაჭარტალობა არ გვჩვევია. ასე რომ, არაფერზე იდარდო. ფული თან გაქვს?
– ფულს რკინების მიღების შემდეგ მიიღებ.
ახმადმა უხმოდ ანიშნა სიმონს – წამომყევიო. „ლექსუსს“ საბარგული ახადა და ყუთში ჩაწყობილი ორი მაყუჩიანი პისტოლეტი, ორი მაყუჩიანი ავტომატი და ერთი მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანა დაანახვა და უთხრა:
– აი, შენი რკინები. ექვსი ათასი დოლარისაა. ფული თან გაქვს?
სიმონმა დახვეული დოლარები მიაწოდა ახმადს და ჰკითხა:
– აქ უკუდოდ მოხვედით?
– ჩემს ტერიტორიაზე კუდს ავიკიდებდი? – თავდაჯერებულად თქვა ახმადმა და დოლარები ერთ-ერთ თანმხლებს გადაუგდო.
სიმონმა საბარგულიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო, ყურადღებით შეათვალიერა და ახმადს ჰკითხა:
– სუფთა რკინებია?
– სუფთა, უცოდველი. ჩათვალე, რომ სამშობიაროდან გამოგაქვს, – ღიმილით თქვა ახმადმა, – ხუთივეს ნომრები წაშლილი აქვს.
სიმონმა „ბეემვეს“ საბარგული გააღო, რომ იარაღები თავის მანქანაში გადაეტანა. ამ დროს, მიტოვებულ ფერმაში სამი მიკროავტობუსი და ერთი სამხედრო „ურალი“ შევარდა, რომელშიც სრულ ეკიპირებაში გამოწყობილი სპეცრაზმის მეომრები ისხდნენ. ისინი მკვირცხლად გადმოხტნენ. იარაღი დამხვდურებს მიუშვირეს და მიწაზე დაწოლა უბრძანეს. ახმადმა და მისმა თანმხლებებმა ხელები ასწიეს და მიწაზე რომ წვებოდნენ, სიმონმა კბილებში გამოცრა ახმადის მიმართ, – აკი უკუდოდ მოვედითო... შემდეგ ქურთუკიდან ორი პისტოლეტი გააძრო და სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა. ორი მეომარი იქვე დაყარა. „ლექსუსს“ ამოეფარა და სროლა განაგრძო. საპასუხო ცეცხლი გახსნეს მებრძოლებმაც. სიმონს ექვსი ტყვია მოარტყეს ტანში და უსულოდ დააგდეს...
დაპატიმრებულებს რომ საპატიმრო მანქანაში სვამდნენ, ახმადმა და მისმა თანმხლებლებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ შეაცურეს სპეცრაზმელებმა ერთ-ერთ მიკროავტობუსში მოკლული თანამებრძოლებისა და სიმონის დასისხლიანებული ცხედრები.
***
ცხედრებიანი მანქანა რომ ადგილიდან დაიძრა, „მკვდარი“ სპეცრაზმელები და სიმონი მოულოდნელად „გაცოცხლდნენ“. სკამზე დასხდნენ და სხეულიდან სისხლში მოსვრილი ჟილეტები მოიხსნეს, რომლებიც სინამდვილეში, მულიაჟები იყო და ახარხარდნენ.
მთელი ეს შოუ იარაღით მოვაჭრე ახმად უბიროვის დასაპატიმრებლად იყო დადგმული. მასზე საიდ გამბაროვის მეშვეობით გავიდნენ, რომელიც საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომელი გახლდათ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩანერგეს პანკისის ხეობაში დისლოცირებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში და ქისტებისა და ჩეჩნების დიდი ნდობით სარგებლობდა. უშიშროების სამსახურის, ჩანერგვის განყოფილების თანამშრომელი იყო „მოკლული“ სიმონიც, სინამდვილეში კი, 27 წლის მაიორი თემურ კერესელიძე.
– ბატონო მაიორო, ოპერაციაზე წამოსვლის წინ, ოთხჯერ შევამოწმე ჩემი ავტომატი, რომ შემთხვევით, მასში საბრძოლო ტყვიები არ აღმოჩენილიყო, – უთხრა თემურს იმ სპეცრაზმელმა, რომელმაც ახმადის წინ მოკლა „სიმონი“.
ჩანერგვის განყოფილება უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურა იყო. მასში ოცდაათი ოპერატიული თანამშრომელი მუშაობდა. თითოეული მათგანი საუცხოოდ, ყოველმხრივ იყო მომზადებული და საიმედოობაზე შემოწმებული. ბიჭები ერთმანეთს უპირობოდ ენდობოდნენ, მხარში ედგნენ და ერთმანეთისთვის უანგაროდ გაწირავდნენ თავს. განყოფილებას პოლკოვნიკი მერაბ ხმალაძე ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილე კი ვიცე-პოლკოვნიკი ანზორ საბაშვილი იყო. განყოფილების ოპერმუშაკები განსაკუთრებულ, კოდირებულ აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ვინაობა მინისტრის, განყოფილების უფროსებისა და ერთმანეთის გარდა, არავინ იცოდა. მათ ცალკე შენობა ჰქონდათ თავისი ინფრასტრუქტურით და ფაქტობრივად, არალეგალურ ცხოვრებას ეწეოდნენ.
თბილისში რომ დაბრუნდნენ, თემურ კერესელიძემ ხმალაძესა და საბაშვილს ჩატარებული ოპერაციის დაწვრილებითი ანგარიში ჩააბარა და მათი ქება დაიმსახურა.
– ახლა წადი და დაისვენე, თემურ, – უთხრეს კერესელიძეს უფროსებმა და კაბინეტიდან გამოისტუმრეს.
თემურს დერეფანში მისი მეგობარი და კოლეგა, მაიორი პეტრე კაკაბაძე შეხვდა.
– გავიგე, რომ ახმეტაში მაგარი შოუ დაგიდგამს, – უთხრა თემურს პეტრემ.
– ჰო, მომკლეს, გავცოცხლდი და ახმად უბიროვი გავაბი. ისეთი სამხილები დევს მის საქმეში რომ მინიმუმ, ოცი წელი გარანტირებული აქვს, – მიუგო თემურმა პეტრე კაკაბაძეს.
– რამდენიმე საათში მეორე ნაძირალას გავაბმევინებ, – გაეცინა პეტრეს.
– ვის?
– ჯიმშერ ხორხელს.
– კაი, კაცო. როგორ მიუდექი მაგ ნარკობარიგას?
– ორი თვეა, ვაძოვებ. ამაღამ „მარიოტის“ რესტორანში უნდა შევხვდე და ტავარზე დაველაპარაკო. ოც კილოგრამ ჰეროინს მაძლევს და ყველაფერი მზადაა მისი და მისი პაძელნიკების ასაყრელად.
– ფრთხილად, პეტკა. ხორხელი ძალიან სკოლზკი ტიპია, თანაც დაუნდობელი.
– ნუ დარდობ. მე, ხმალაძემ და საბაშვილმა ყველა წვრილმანი გავთვალეთ და ხორხელსა და მის ბანდას ისე სუფთად ავყრით, დასლოკინებასაც ვერ მოასწრებს.
– კარგი. აბა, შენ იცი. ძალიან ყურადღებით იყავი. წარმატებას გისურვებ, – უთხრა თემურმა პეტრეს. მეგობარს გადაეხვია და სახლისკენ გაემართა.
თავდაპირველად, თემურს თავისი შეყვარებულის, მირანდა ქურციკიძის ნახვა უნდოდა, მაგრამ ისეთი დაქანცული იყო, გადაიფიქრა. სახლში წავიდა. დაწვა და მაშინვე ჩაეძინა.
***
დილით თემური საშინელმა ბრახუნმა გამოაღვიძა. კარი გააღო და ზღურბლზე მდგომ ხმალაძესა და საბაშვილს მოჰკრა თვალი.
– რა ხდება? – გაუკვირდა თემურს.
– შიგნით ვილაპარაკოთ, – უთხრა პოლკოვნიკმა და დაუპატიჟებლად გადააბიჯა ზღურბლს.
თემურმა საბაშვილიც გაატარა, კარი მიხურა, უფროსებთან ერთად სავარძელში მოკალათდა და უხმო მზერა მიაპყრო მათ.
– გუშინ რომ ჩემგან გამოხვედი, პეტრე კაკაბაძე შეგხვდა, ხომ? – ჰკითხა თემურს ხმალაძემ.
– დიახ.
– რაზე ისაუბრეთ?
– ამაღამ ხორხელი უნდა ავაგდოთო.
– ესე იგი, იცოდი, რომ ოპერაციას ვატარებდით?
– ვიცოდი.
– პეტკა მოკლეს.
ამ ცნობამ ისე დამთრგუნველად იმოქმედა თემურზე, რომ პოლკოვნიკის შეკითხვის არსს არ ჩაფიქრებია. სახე აელეწა, სიგარეტი გააბოლა და თვალები აუცრემლდა.
– ჩაიცვი. წავედით. მინისტრი გიბარებს, – უთხრა პოლკოვნიკმა თემურს და ეჭვნარევი მზერა მიაპყრო მაიორს.
მხოლოდ ამის მერე გამოერკვა თემური. ხმალაძეს გაოცებულმა შეხედა და უთხრა:
– თქვენ, რა, ჩემზე გაქვთ ეჭვი, რომ პეტკა ჩავუშვი ხორხელთან?
ხმალაძემ თვალი მოარიდა თემურს. წამოდგა. კარისკენ გაემართა და თავის მოადგილეს უთხრა:
– ანზორ, მანქანაში გელოდებით. დროზე ჩაიცვას მაიორმა და წამოიყვანე. მინისტრი გველოდება.
პოლკოვნიკი რომ წავიდა, თემურმა საბაშვილს უთხრა:
– რა ხდება, ანზორ. წესიერად გამაგებინე. რა ბუზმა უკბინა მერაბს.
– ერთი საათის წინ მინისტრმა გატისკა და გადარეულია.
– პეტკას რა დაემართა? გუშინ მითხრა, ყველაფერი დეტალურად გვაქვს გათვლილიო.
– ჰო. მართლაც მასე იყო, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა.
– მაინც, რა?
– „მარიოტში“ პეტკას ხორხელი უნდა შეხვედროდა, მაგრამ სხვა გამოგზავნა. პეტკას „ჟუკები“ ემაგრა. ყველაფერს ვისმენდით და „სპეცნაზი“ მზად იყო სამოქმედოდ. გამოგზავნილმა კაცმა პეტკას უთხრა, – წავედით, „ტავარს“ განახვებთ. შეფიც იქაა და შევთანხმდეთო. სოღანლუღისკენ დაიძრნენ. ჩვენ შორიახლო მივყვებოდით. თუმცა, ტრასაზე გაგვასწრეს. მხედველობის არეალიდან დავკარგეთ და ძებნა რომ დავიწყეთ, საცოდავი პეტკა გამთენიისას სოფელ თელეთთან, გზის პირას, გულში დანაჩასობილი ვიპოვეთ. მინისტრი ამ ოპერაციაზე დიდ იმედებს ამყარებდა და ერთი მხრივ, პეტკას მკვლელობით, მეორე მხრივ კი – ოპერაციის ჩავარდნითაა გაცოფებული.
– ჩემგან რა უნდა. რა უნდა ვუთხრა ახალ  მინისტრს?
– მინისტრთან არც ყოფილხარ დაბარებული.
– აბა?
– მერაბს შენი დაკავება აქვს განზრახული.
– ჩემი დაკავება? კი მაგრამ, რისთვის?
– მომისმინე, თემურ, ხმალაძე ახლა ისეა ჭკუიდან გადასული, რომ საღად ვერ აზროვნებს. აშკარაა, რომ განყოფილებაში „თხუნელა“ გვყავს, რომელმაც ხორხელი წინასწარ გააფრთხილა. მე შენ აბსოლუტურად გენდობი და თავს დავდებ, რომ იოტისოდენა ბრალიც არაფერში მიგიძღვის. შენი დაკავება ამ საქმის გახსნას ვერაფერს შემატებს და პირიქით – ავნებს კიდეც. ჩვენ უნდა ვიპოვოთ „თხუნელა“.
– როგორ? თუ გამომამწყვდიეს, რაღას გამოვიძიებ?
– მოკლედ, ერთი გეგმა მაქვს, რომელმაც უნდა იმუშავოს.
– რა გეგმა?
– მეორე ნაწილს, მოგვიანებით გაგაცნობ. ახლა კი გაქცევის ინსცენირება უნდა მოვაწყოთ. ასეთ შემთხვევაში, მერაბი და დანარჩენები ირმწუნებენ, რომ შენ ხარ „თხუნელა“ და ამიტომ გაიქეცი. ნამდვილ „თხუნელას“ კი ყურადღება მოუდუნდება იმით, რომ შენზე ძებნა გამოცხადდება და მასზე არავინ მიიტანს ეჭვს.
– რა უნდა ვქნა?
ანზორ საბაშვილმა თემურს ბინის გასაღები მისცა, მისამართი უკარნახა და უთხრა:
– ეს ჩემი კონსპირაციული ბინაა. იქ დაიმალები. როგორც კი გავთავისუფლდები, მოვალ და ჩემს გეგმასაც გაგაცნობ.
– კარგი.
– ახლა კი წადი. მერაბს ვეტყვი, რომ იარაღი მომიშვირე და გაიქეცი.
თემურ კერესელიძემ თავისი ბინის კარი გამოიკეტა. სახურავიდან სხვა სადარბაზოში გადავიდა და ანზორ საბაშვილის კონსპირაციულ ბინაში გასწია.
***
თემურის გაქცევამ უკიდურესად გაამწარა მერაბ ხმალაძე. მან მთელი განყოფილება შეკრიბა და გამოუცხადა:
– მაიორი კერესელიძე გამყიდველი „თხუნელა“ აღმოჩნდა. მის გამო პეტკა დაიღუპა. მიდით, მოძებნეთ ეგ ნაძირალა და ყურით მოათრიეთ აქ, რომ ტყავი გავაძროთო.
გვიან ღამით ანზორ საბაშვილი კონსპირაციულ ბინაში მივიდა და თემურს უთხრა:
– კანონგარეშე გამოგაცხადეს და ტოტალურად გეძებენ ჩვენები. მინისტრი და მერაბი უკიდურესად გამწარებულები არიან და შუაში გაგლეჯას გიპირებენ.
– თქვი, რა მოიფიქრე. გამაცანი შენი გეგმა, – უთხრა თემურმა ვიცე-პოლკოვნიკს და გააბოლა.
– გეგმა კი ასეთია – გვაქვს ინფორმაცია, რომ თავის ნარკოფულს ხორხელი „ნიუ ბანკის“ მეშვეობით ათეთრებს და „შავ ფულსაც“ იქვე ინახავს, რომელსაც ტავარის ასაღებადაც იყენებს. შენ უნდა დაადგე ბანკის პრეზიდენტს, დააკაჩავო, გაარკვიო ფულის მოძრაობის სქემა, თანხების რაოდენობა, შეტანა-გამოტანის თარიღები. სოსო ნამორაძე კი, დროებით უსაფრთხოდ გამოამწყვდიო.
– ნამორაძე ვინაა?
– „ნიუ ბანკის“ პრეზიდენტი.
– შემდეგ?
– ხორხელის ინკასატორი, ვისაც ფული მიაქვს და მოაქვს, პოლიციის ყოფილი მაიორი ზვიად კვაჭაძეა, მეტსახელად, „მუშტი“. ერთ-ერთი ტრანსპორტირებისას, კვაჭაძეს ფულს წაართმევ. მას მსუბუქ დაზიანებას მიაყენებ და იმ მკვლელს, რომ ხორხელი ტყავს გააძრობს, წართმეული ფულით ხორხელთან მიხვალ. ეტყვი, რომ „ნაკოლი“ „მუშტმა“ მოგცა და რომ არ იცოდი, ვის მაყუთს იტაცებდი. ერთი სიტყვით, უკან დაუბრუნებ. ამით მასთან ნდობაში შეხვალ და უკვე მასთან უშუალო კონტაქტში იმუშავებ „თხუნელას“ აღმოჩენაზე. ეს შენი უშუალო დანიშნულებაა. ეგ საქმე კარგად იცი. დარწმუნებული ვარ, თავს წარმატებით გაართმევ და სამსახურში გმირად დაბრუნდები.
– თანაც, – დაამატა თემურმა, – „მუშტს“ ხორხელის ხელით მოვაშთობთ. გვექნება ინფორმაციები ფულის გათეთრების სქემაზე და შეიძლება, ნამორაძეც კი გამოვიდეს სასამართლოში ხორხელის საწინააღმდეგო ჩვენებით.
– ტვინი გიმუშავებს, – გაეცინა საბაშვილს, – მე კი დაგკრიშავ, რომ ჩვენმა არწივებმა სადმე არ მოგიხელთონ. შენ მაინც ფრთხილად იყავი. ხომ იცი, თუ რა კვაჭი კოლეგები გყავს და მართლა არ მოგაგნონ.
***
„ნიუ ბანკის“ დირექტორი, ორმოცდასამი წლის სოსო ნამორაძე, თავის კაბინეტში იჯდა და საბუთებს ათვალიერებდა, როდესაც ოთახში თემური შევიდა. პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა:
– ზედმეტი ხმაურის გარეშე, მიპასუხე ყველა კითხვაზე, თორემ ათ წუთში ცოცხლად გაგატყავებ.
ნამორაძე გაფითრდა და მიუგო.
– ბრძანეთ.
– მე მაინტერესებს, ჯიმშერ ხორხელის ნარკოფულის რაოდენობა და გათეთრების სქემა, – მშვიდად უთხრა თემურმა ნამორაძეს.
ამ სიტყვების გაგონებაზე ნამორაძეს ოფლმა დაასხა და მიუგო:
– მისამართი შეგეშალათ. არანაირ ხორხელს არ ვიცნობ.
– ამოღერღე, თორემ ტყავის გაძრობა არ აგცდება, – თქვა თემურმა. პისტოლეტი შეინახა. ალესილი დანა ამოიღო და ბანკის პრეზიდენტს დაანახვა.
ნამორაძეს მომენტით უნდოდა ესარგებლა. საწერი მაგიდის უჯრაში პისტოლეტი ედო და ამოღება დააპირა. თემურმა პისტოლეტი წაართვა ნამორაძეს და უთხრა:
– მე უფაქტოდ ვმუშაობ, ანუ კვალს არ ვტოვებ. თქვენი ორი პირადი მცველი გაკოჭილი გდია მისაღებში. ვიდეოკამერები გამოვრთე და არ დავუფიქსირებივარ და თუ ჩემს მოთხოვნას არ შეასრულებთ, ტყავის გაძრობა არ აგცდებათ.
ნამორაძე მიხვდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი არ ხუმრობდა. ამიტომ, კომპიუტერიდან ამოუბეჭდა მოთხოვნილი ინფორმაციები, რომელსაც თემური გალდასმით გაეცნო და ნამორაძეს უთხრა:
– ზვიად კვაჭაძემ როდის და რამდენი ფული უნდა მოიტანოს ან წაიღოს?
– ჩვენ სხვაგან გვაქვს საცავი. აქ მხოლოდ ოფისია. საცავი საბურთალოზეა და ხვალ, საღამოს, ექვს საათზე უნდა გაიტანოს მილიონი დოლარი.
– კარგი. გასაგებია. ახლა კი უნდა წამომყვეთ, – უთხრა თემურმა ნამორაძეს. მასთან ერთად ბანკის ოფისი დატოვა და ანზორ საბაშვილის კონსპირაციული ბინის სარდაფში, კომფორტულად გამოამწყვდია
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3