კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 დედაჩემი დაქალის ცოლად მოყვანას მაიძულებს


დედასთან ყოველთვის მეგობრული დამოიკიდებულება მქონდა. არაფერს ვუმალავდი და ყველა საიდუმლოს ვუმხელდი. მამაჩემი ცოტა მკაცრი კაცია და დედა ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდა. არ მახსოვს, რამე მეთხოვა და უარი ეთქვა, ან დამეგვიანა და საყვედურებით ავევსე. უბრალოდ, თუ რამე არ მოეწონებოდა ჩემს საქციელში, დელიკატურად, თბილად მეტყოდა და მეც ვითვალისწინებდი. ბევრი მეგობარი გოგონა მყავს და ყველას უყვარს ჩემს სახლში სტუმრად მოსვლა, თავს კარგად გრძნობენ. მათ შორისაა ნინი, რომელიც სულ რაღაც სამი წელია, უნივერსიტეტში  გავიცანი და მას მერე საკმაოდ კარგი, მესაიდუმლე მეგობრები გავხდით. ყველაფერს მიყვება თავის თაყვანისმცემლებზე. თუ სადმე გაყოლა უნდა, მე მირეკავს. ხშირად მეკითხება რჩევებს, ბიჭებთან ურთიერთობებზე. მოკლედ, საკუთარი დასავით მიყვარს და ისიც ძმასავით მიყურებს. დედაჩემმა კი აიჩემა, ნინის გარდა, მე სხვა გოგოს რძლად არ შემოვუშვებ და ეგ უნდა მოიყვანო ცოლადო. თავიდან მეგონა, ხუმრობდა. მერე მივხვდი, ისე „გაჭედა“, სერიოზულად ფიქრობდა ნინის რძლობაზე. ამის გამო, კამათიც კი მომივიდა დედაჩემთან. ვხვდები, გოგოები რომ მოდიან ჩემთან, ნინის განსაკუთრებულად აქცევს ყურადღებას, რაღაცებს ყიდულობს საჩუქრად. ამას წინათ აიჩემა, ამ ახალ წელს ნინის ოქროს საყურეები უნდა ვაჩუქო, რძლისთვის რომ მაქვს გადანახულიო. ვუთხარი, ეს გოგო არ მომაძულო, ასე ნუ იქცევი, თორემ, საერთოდ აღარ მოვიყვან სახლში-მეთქი. გადაირია, მიყვირა: რას უწუნებ, მშვენიერი გოგოა, მშვიდი, გაწონასწორებული, ლამაზი და განათლებულიო. მოკლედ, ვერ გავაგებინე, რომ ის მხოლოდ ჩემი მეგობარია და მასზე სხვანაირად ვერ ვიფიქრებ, სხვა თვალით ვერ შევხედავ და ვერც ცოლად მოვიყვან. მამაჩემიც წააქეზა და ერთად მიგეგმავენ მომავალს. მეუბნებიან, ოღონდ ეგ მოიყვანე ცოლად და შენ რომ გინდა, იმ მანქანას გიყიდით, სამოგზაუროდაც გაგიშვებთ და მაგარ ქორწილსაც გადაგიხდითო. მესმის, რომ დედისერთა ვარ და ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის უნდათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში, მათ ვერ ჩავრევ. მეგობრები ყოველთვის იმით მაფასებდნენ, რომ არცერთ მათგანთან არ ჩავჭრილვარ, არასდროს უკან არ დამიხევია და არც სხვა თვალით შემიხედავს. ამიტომ, მენდობიან და ვუყვარვარ. ნინი სულ იმას მეუბნება, მე რომ გავთხოვდები, შენ უნდა წაგიყვანო მეჯვარედ და შვილის ნათლიაც შენ უნდა იყოო. რომ გაიგოს, დედაჩემი და მამაჩემი რძლობას უპირებენ, სამუდამოდ დამკარგავს. ერთხელ, მოვიგონე შეყვარებული მყავს-მეთქი და კინაღამ თავი გამიტეხა დედაჩემმა. ვიცი, ახლანდელი გოგონების ამბავი, იმიტომ უყვარხარ რომ დედისერთა ხარ, შეძლებული ოჯახის შვილი და არაფერი გაკლიაო. არც კი დაინტერესდა, ვისზე ვლაპარაკობდი, ვინ იყო ის გოგო, ვინც მიყვარდა. მოკლედ, მივხვდი, ეს ტყუილი არ გაჭრიდა. სხვათა შორის, ნამდვილად ბედნიერი იქნება ბიჭი, რომელიც ნინის შეიყვარებს და ცოლად მოიყვანს, მაგრამ, რა ვქნა, კლასელს, მეზობელს, კურსელს და დაქალს, სხვა თვალით ნამდვილად ვერ დავუწყებ ყურებას. მე ასე მესმის მეგობრობა, თორემ როგორ არ ხდება, მეგობრებს რომ ერთმანეთი უყვარდებათ და კარგ ოჯახსაც ქმნიან. უბრალოდ, ჩემში ეს არ ზის, მე სხვანაირი გაგება მაქვს. თან, ჯერ არ ვაპირებს ცოლის მოყვანას და ის, რომ ჩემს მშობლებს ნინი რძლად უნდათ, მასთან მხოლოდ ურთიერთობას გამიფუჭებს და მეტი არაფერი.
გიო, 23 წლის.скачать dle 11.3